Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ქართველი მორაგბეების დიდი გამარჯვება (ვიდეო) - sportsmen.ge

ქართველი მორაგბეების დიდი გამარჯვება (ვიდეო) - sportsmen.ge

2014-03-15 21:03:43

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინელთა გუნდს სძლია და ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი. გარდა ამისა ქართველმა მორაგბეებმა ერთა თასი მოიპოვეს, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ აღნიშნული მოგებით მილტონ ჰეიგის მოთამაშეები 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სასურველ ჯგუფში იასპარეზებენ. მასპინძელთაგან განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა მერაბ კვირიკაშვილმა. აქტიური იყო დავით ზირაქაშვილი. ​ როგორც მოსალოდნელი იყო ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის საწყისი პერიოდი სტუმართა სასარგებლოდ მიმდინარეობდა საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :