Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

''ქართული ფეხბურთი არის წუმპეში'' - გია გორგოძე - sportsmen.ge

''ქართული ფეხბურთი არის წუმპეში'' - გია გორგოძე - sportsmen.ge

2014-03-12 01:01:12

ტელეკომპანია იმედის ეთერში გავიდა გადაცემა "პოლიტიკის დრო", სადაც საუბარი შეეხო ''ტორპედოსა'' და ''დინამოს'' დაპირისპირებისას მომხდარ ფაქტს.გადაცემაში მოწვეული იყო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჟურნალ ''ათიანის'' რედაქტორი გია გორგოძე. ''სრულად ვიზიარებ ბატონი თემური ქეცბაიას აზრს, რომ აღნიშნული ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩვენთან მომხდარ ფაქტს. ყველამ თავის თავს უნდა მოუაროს და ჩვენ ქართულ ფეხბურთს უნდა მივხედოთ.'' ''მიზეზებზეა საუბარი. რატომ ხდება ასეთი აგრესია? 11 წლის წინ ვწერდი და დღესაც ზუსტად იგივე სიტყვებს გავიმეორებ:''ტრიბუნებზე შესამჩნევად იკლო მაყურებელთა იმ კატეგორიამ, რომლებსაც უნახავთ დიდი ფეხბურთი. მათ ადგილას კი ბოგინობს გულშემატკივართა ის რაოდენობა, ვინც ფეხბურთს არად დაგიდებს, რადგან არ უნახავთ ნამდვილი ფეხბურთი. მათ მხოლოდ დღევანდელ გარემოში დამკვიდრებული აგრესიის იდიოტური თვითგამოხატვა სწყურიათ.'' ისინი უყურებ როგორ გადმოდის ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე სტადიონზე და მან როგორ გაიგდო წიხლ ქვეშ თამაშის კომისარი და ზედ მიაყოლა მსაჯთა ბრიგადა. კარგს რას უყურებენ? ეროვნული ჩემპიონატი არის ფეხბურთის განვითარების უტყუარი და კარგი დასტური და ესენი რა ჩემპიონატსაც უყურებენ კარგად ხედავთ. ამას გარდა ვანო მერაბიშვილმა 9 მილიონი მოახმარა გორის ''დილას'', რაც წინასაარჩევნო კამპანიით იყო გამოწვეული. ქართული ფეხბურთი არის წუმპეში'' - განაცხადა გია გორგოძემ.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :