Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს

ქალი შინაური ცხოველის გამო საყვარელ მამაკაცსაც მიატოვებს

2012-11-23 12:14:00

აი, ერთგულება! იმ შემთხვევაში, თუ შინაურ ცხოველს არ მოეწონა ახალი ოჯახის წევრი მამაკაცი, ყოველი მეოთხე ქალი მზად არის, ამის გამო თავის სატრფოს დაშორდეს. სწორედ ასეთი მონაცემები მიიღეს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის, NOAH-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. აი, მამაკაცები კი თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ ნაკლებად ერთგულები აღმოჩნდნენ - ძლიერი სქესის მხოლოდ 12% არის მზად, სოლიდარობა გამოუცხადოს თავის კატასა თუ ძაღლს. "როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შეუძლიათ არა მარტო სიყვარულზე რჩევისთვის მიმართონ საყვარელ ოთხფეხებს, არამედ მათთან ერთად სხვა საკითხებიც გაარჩიონ, მაგალითად, ამინდი", - წერს The Daily Mail.ასევე, გაირკვა, რომ შინაური ცხოველების მფლობელთა 10% მზად არის, თავი დაანებოს მოწევას, იმისათვის, რომ არ შეამციროს ხარჯები თავისი ოთხფეხას მოსავლელად. სხვათა შორის, ცხოველებზე ასეთი ზრუნვა ძალიანაც გამართლებულია. ამერიკელების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ შინაური ცხოველები ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს - ისინი ხდებიან უფრო ყურადღებიანები, მონდომებულები, მზრუნველები და კომუნიკაბელურები.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :