Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

პომიდორი - მწვანე ენერგიის ახალი წყარო

2016-03-19 04:10:00

ამერიკელი მეცნიერები ფლორიდაში უპრეცენდენტო საპილოტე პროგრამაზე მუშაობენ. მათი აზრით, პომიდორი ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ შეიძლება იქცეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ფლორიდის შტატში პომიდვრის ნარჩენებისგან იმდენი ენერგიის გამომუშვება შეიძლება, რაც Disney World-ის კომპლექსს, თემატურ პარკს, გოლფის მოედნებსა და სავაჭრო ცენტრებს სამი თვის მანძილზე ეყოფა.აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში 396 000 ტონა პომიდორი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. მისი, როგორც მწვანე ენერგიის გამომუშავებისთვის გამოყენება კი, ორმაგი სარგებლის მომტანი იქნება.მეცნიერების თქმით, პომიდვრის ნარჩენებისგან ენერგიის გამომუშავებისთვის ბაქტერიას იყენებენ. შედეგად წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია, რაც შემდეგ ენერგიისთვის საჭირო ელექტრონებს წარმოქმნის.განაგრძეთ კითხვა მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :