Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

პოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა - სამოქალაქო პრესა

პოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესების კუთხით საქართველოში ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა - სამოქალაქო პრესა

2014-06-19 13:11:00

2014 წლის "გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო 28 საფეხურით დაწინაურდა და 162 ქვეყანას შორის, 2,22 ქულით, 111-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე დიდი ცვლილებები მოხდა პოლიტიკური სტაბილურობის გაუმჯობესების კუთხით. 2014 წლის "გლობალური მშვიდობის ინდექსის" თანახმად, უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი ადგილი გახდა. "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" მონაცემებით, მსოფლიოს 162 ქვეყნიდან 111 ქვეყანაში მშვიდობის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 51 ქვეყანამ კი ინდექსში მდგომარეობა გაიუმჯობესა. გასული წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად ინდექსის ავტორები უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტს, სამხრეთ სუდანის სამოქალაქო ომს და ავღანეთში, ერაყსა და ლიბანში ტერორისტთა დაჯგუფების გააქტიურებას ასახელებენ. "გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 149 ქვეყანას შორის 142-ე ადგილზე იყო, 2011 წელს – 153 ქვეყანას შორის 134-ე ადგილზე, 2012 წელს – 158 ქვეყანას შორის 141-ე, ხოლო 2013 წელს 162 ქვეყანას შორის 139-ე პოზიცია ეკავა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :