ამ კითხვებზე ალბათ თავად ადრესატები გასცემენ პასუხს. ჩვენ კი კვლავ პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის ვეესაუბრეთ, რომელიც ობიექტივს, პირდაპი" /> ამ კითხვებზე ალბათ თავად ადრესატები გასცემენ პასუხს. ჩვენ კი კვლავ პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის ვეესაუბრეთ, რომელიც ობიექტივს, პირდაპი" />

Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!

ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!

2012-11-22 18:19:00

image" /> ამ კითხვებზე ალბათ თავად ადრესატები გასცემენ პასუხს. ჩვენ კი კვლავ პოლკოვნიკ ვიქტორ ჭელიძის ვეესაუბრეთ, რომელიც ობიექტივს, პირდაპირ ადანაშაულებს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაში და მათთან კავშირში ირაკლი ოქრუაშვილსაც მოიხსენიებს. ვიქტორ ჭელიძე: გიორგი ფოფხაძე რომელიც გამაცნო მერაბ ბლადაძემ ხშირად ხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილს. მე ვაკვირდებოდი ამათ კავშირებს და ვნახე ერთმანეთს ხვდებოდნენ ხომერიკი, კუკავა, ბლადაძე. ეს რა კავშირშია ერთმანეთთან? მე პრეტენზია მაქვს რუსებთან და მათთან კავშირში მყოფ ქართველებთანაც. მე მათ ვებრძოდი და იგივეს გავაკეთებ მომავალშიც ყველა ჩემი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ, თუნდაც ქართველი იყოს ის. თუ მიბრძანებენ და თუ ვიქნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. კუკავას და პოლიტიკანებს რომ ჰგონიათ, რომ ვიღაცამ რაღაცა იცის, იმიტომ რომ გენერალია თუ ვიღაც ყოფილი თავდაცვის მინისტრია ეგ ეგრე არაა. არავინ არაფერი არ იცის გარდა იმ დონეზე, როცა სადღაც ჭყუმპალაობენ იმ დროს მანდ რა ტემპერატურის წყალი იყო.კუკავა გაჩნდა გუშინწინ და ებრალიძე, ხომერიკი და ეს სასტავი და რუსეთ საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან დიდი ხნის მთავარი უბედურება ინაშვილის და ყოფილი ხელისუფლების ის არის, რომ მე დავიწყებ გამოქვეყნებას იმ წერილების, რომელსაც ვუგზავნიდი თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრდაზვერვას და შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტს. რასაც მაშინ მე იქ ვწერდი ეს დაღუპავს კეზერაშვილს, იმდროინდელ თავდაცვის სამინისტროს და იმ უწყებებს რომლებიც უგულვებელყოფდნენ იმას რასაც მე იქ ვწერდი. ჩემი საქმის გამოძიებით კი ოქრუაშვილი თავისთავად დაიღუპება. ოქრუაშვილთან დაკავშირებით რა მასალები გაქვთ? ირაკლი ოქრუაშვილი, მაშინ როცა იყო "საქართველოს ხერხემალი" თავდაცვის მინისტრი საქართველოში ხვდებოდა იგორ გიორგაძეს, რომელიც მაშინ როგორც ყველამ ვიცოდით იყო ინტერპოლის ძებნილი, საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ადამიანი. ამ საკითხზე იმ დროს მთელი ჯარი, პოლიცია, კონტრდაზვერვა და დაზვერვა მუშაობდა. მე ხელფასს ამაში ვიღებდი, რომ გიორგაძე და მისი "ვირთხები"გამომევლინა. იმ დროს მივწერე გივი თარგამაძეს, რომელიც იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რომ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ხვდება გიორგაძეს, ხან ქეიფობენ, ხან ნადირობენ და ხან კიდე რავიცი რას შვებოდნენ. ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი, რადგან წინა მინისტრებიდან ვიღებდი სხვა ბრძანებებს და გადაწყვეტილებებს, სხვა პრეზიდენტების დროს და სხვა მინისტრების დროსაც ბრძანება იყო სხვა და ამ დროს ჩემი მდროინდელი მინისტრი ფარულად შედიოდა გარიგებაში ადამიანთან, რომელთანაც კი არ ვიბრძვი, მაბრძოლებენ და ამაში ხელფასს მიხდიან. " მინისტრობისას, ოქრუაშვილი ძებნილ გიორგაძეს ხვდებოდა" ვიქტორ ჭელიძე ერთადერთი არაა ვინც ირაკლი ოქრუაშვილს იგორ გიორგაძესთან ფარულ კავშირში ადანაშაულებს. 2011 წ 16 მაისის "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ახლადშექმნილი ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" ხელმძღვანელი ელისო კილაძე კომპეტენტური წყაროზე დაყრდნობით აკეთებდა განცხადებას რომ ოქრუაშვილი იგორ გიორგაძეს ცხინვალში ხვდებოდა და მასთან გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა. ელისო კილაძე: "საუბარი მაქვს ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ პერიოდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ოპოზიცია იდგა ქუჩაში და ბადრი პატარკაციშვილის ფულით ფინანსდებოდა. ოქრუაშვილი-გიორგაძის შეხვედრა ემთხვევა ზუსტად ამ პერიოდს და განიხილებოდა იგივე სცენარი – ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში ცხინვალის გავლით. თუმცა მაშინ მან ეს ვერ გაბედა, ან სცენარი ჩაფლავდა, რადგან 7 ნოემბრის შემდეგ ქვეყანა მთლიანად საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და არჩევნები დაინიშნა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მას შემდეგ ოქრუაშვილი-გიორგაძის შეხვედრა კიდევ რამდენჯერმე შედგა, თუმცა უკვე რუსეთში. მაშინაც და ახლაც განიხილებოდა ერთადერთი სცენარი – სამოქალაქო დაპირისპირების გზით დაამხონ საქართველოს ხელისუფლება. ირაკლი ოქრუაშვილი ამ გზაზე არის კრემლის უკანასკნელი იმედი. მე ვურჩევდი „ქართულ პარტიას“ რომ აქციები, ამერიკის ნაცვლად, გამართონ რუსეთის წინააღმდეგ. დაამტკიცოს ოქრუაშვილმა, რომ არ ასრულებს რუსეთის „ფეესბეს“ დავალებებს და ორგანიზება გაუკეთოს ასეთ აქციას, მაგრამ, ცხადია, ის ამას არ იზამს." შორენა მირცხულავაOA_show(9);
იხილეთ მსგავსი სიახლეები :