Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ნოდარ სარჯველაძე – "ქართულ ოცნებას" მკაფიოობა აკლია - დაწყებული მისი სახელწოდებიდან, დამთავრებული ხედვებით

ნოდარ სარჯველაძე – "ქართულ ოცნებას" მკაფიოობა აკლია - დაწყებული მისი სახელწოდებიდან, დამთავრებული ხედვებით

2016-03-17 15:56:00

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა. - ბატონო ნოდარ, რაც მეტად ვუახლოვდებით არჩევნებს, ფაქტია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში აკრძალული ილეთები მეტად გამოიყენება, მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად გაუგებარ სახეს იძენს. სამწუხაროდ, ისიც ფაქტია, რომ ცისფერი ეკრანების წინ მსხდომი საზოგადოება მოუთმენლად ელის სკანდალებს, როგორც პოლიტიკოსებს შორის, ისე მათზე კომპრომატების გამომზეურებას. არჩევნებამდე 7 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, მაგრამ აშკარაა რომ, რაც ახლა პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ელექტორატის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს. გასაგებია, რომ ახლა პოლიტიკოსების ამოცანა მათი მხარდაჭერის მოპოვებაა, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის ფორმა, რითაც ეს ხდება. მალე ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. თქვენი დაკვირვებით, ამ ხნის განმავლობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა ცვლილებებია მომხდარი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში? - საერთოდ, არჩევნები განსაკუთრებული მობილიზაციით გამოირჩევა და ცხადია, მხარეებს შორის პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენთან ეს პროცესი მიდის კომპრომატებისა და ერთმანეთის ნაკლოვანებების მხილების ფონზე. კომპრომატების ნიმუშია პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამომზეურება, ნაკლოვანენების მხილების ნიმუშია სტუდენტთა მოძრაობა. ყველაფერი კი ჯამდება იმაში, რომ საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ჩვენ ვართ ფანტომური საზოგადოება. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მოჩვენებითია. რაღაც პრობლემები წყდება, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა არ წყდება და გროვდება. გამსახურდიას დროს ძირითადი პრობლემა იყო დამოუკიდებლობის მიღწევა, დამოუკიდებლობას მივაღწიეთ მაგრამ საზოგადოების დანაწევრების, ფრაგმენტაციისა და გახლეჩის ხარჯზე, რაც დღესაც გრძელდება. ფრაგმენტირებული საზოგადოების პრობლემა ისევ დაგროვილი პრობლემების ყულაბაში დევს. შევარდნაძის დროს მთავარი ამოცანა იყო ტრანზიტულ ქვეყნად გადავქცეულიყავით, რათა საერთაშორისო ფუნქცია შეგვეძინა, დასავლეთისკენ და დემოკრატიისკენ აგვეღო გეზი. ეს ამოცანები ხორციელდებოდა, მაგრამ იმის ხარჯზე იზრდებოდა და ღრმავდებოდა კორუფცია და ქვეყნის გაჩანაგება ანუ ისევ ჩნდებოდა პრობლემები და არ გვარდებოდა. სააკაშვილის დროს ქვეყნის მოდერნიზაცია და კორუფციის მოსპობა იყო მთავარი ამოცანა. ბევრი რამ წყდებოდა კიდეც გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანის უფლებების არნახული დარღვევებისა და ელიტარული კორუფციის ხარჯზე, რაც დღესაც გრძელდება და ვითარდება. ივანიშვილმა სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა შეძლო და დაიწყო ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. იყო დაპირებები ქვეყანში ეკონომიკური ვითარების ამაღლების და ერთად ოცნების აღდგენის შესახებ, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრების დონის დაქვეითება და სიღარიბის ზრდა გაგრძელდა. ამიტომ საპირწონეზე რომ დავდოთ, ძნელია თქმა ჩვენი ხელისუფლებები და პოლიტიკური ელიტა პრობლემებს წყვეტდა თუ აგროვებდა და ზრდიდა პრობლემების რაოდენობას. რჩება შთაბეჭდილება, რომ გასული 25 წლის განმავლობაში ხელისუფლებები ეჯიბრებოდნენ კიდეც ერთმანეთს, ვინ უფრო შეუწყობდა ხელს სოციალური კაპიტალის ვარდნას. თუ დავესესხებით ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსს, ფრენსის ფოკუიამას, სოციალური კაპიტალი არის საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობის, ერთმანეთისადმი ნდობისა და ერთმანეთთან თანამშრომლობისა და გამჭირვალეობის ერთობლიობა. ნდობის, თანამშრომლობისა და გამჭვირვალეობის დაბალი დონე აპირობებს დაბალ სოციალურ კაპიტალს. ჩვენთან აშკარაა, რომ უნდობლობის სინდრომი ჭარბობს. სამწუხაროდ, ყველა მთავრობა ზრდიდა უნდობლობის, არათანამშრომლობას, გათიშულობასა და პროცესების გაუმჭირვალობის სინდრომს. გამოდის, რომ 25 წლის განმავლობაში მთავრობები იცვლებოდა, გარკვეული თვალსაზრისით ქვეყანაც ვითარდებოდა, მაგრამ ამავდროულად ეს ქვეყანა უცვლელია, მეტიც რეგრესიისკენაც კი არის მიდრეკილი სოციალური კაპიტალის და ადამიანთა მენტალობის თვალსაზრისით. საზოგადოებას იგივენაირი მენტალობა დარჩა, რაც ჰქონდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში სახეზეა სოციალური კაპიტალის შესამჩნევი ვარდნა. - ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული ქვეყანას სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ელიტა ჰყავდა და მართავდა. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, იოლად დავასკვნით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესი დასრულებული აშკარად არაა. მსოფლმხედველური თვალსაზრისით, იგი თავისი შემადგენლობით საკმაოდ ეკლექტურიცაა. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ, ისე ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტასაც. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა პოლიტიკური მიზნები, ხედვები და შესაბამისად მათი მიღწევის სხვადასხვა მეთოდები აქვთ. სხვათაშორის, ისიც ფაქტია, რომ არც ელიტასა და არც საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსური არ არსებობს. მეტიც, მათ შორის უმწვავესი ბრძოლაა სწორედ იმაზე, თუ რომელი ელიტარული ჯგუფის იდეები და გეგმები იქნება მეინსტრიმული. თქვენი დაკვირვებით დღეს ჩვენ რა ტიპის პოლიტიკური ელიტები გვყავს? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და ვის მეტი შანსი აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მეინსტრიმულ ელიტად?- გეთანხმებით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალწახნაგოვანი და ამდენად ეკლექტურიცაა. თქვენ დასვით საკითხი მეინსტრიმის შესახებ. ეს ტერმინი საკმაოდ გავრცელებულია პოლიტიკურ წრეებში და ქართულად ძირითად დინებას, ან ნაკადს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ასეთი ძირითადი დინება ჩვენში სადღეისოდ არ არსებობს. ძნელიცაა განვსაზღვროდ რომელი პოლიტიკური ძალა შექმნის ცხოვრებისა და აზროვნების რეალურ და ძირითად ნაკადს ანუ მეინსტრიმს. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ კვლევების თანახმად, ელექტორატის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის არჩევნებზე ვის დაუჭიროს მხარი. დღეს ვინმე რომ განსაზღვრავდეს ან პოტენციურად განსაზღვრავდეს ხვალინდელ პოლიტიკურ მეინსტრიმს, მაშინ უკვე დღეს ელექტორატს ექნებოდა უფრო მკაფიო პოზიცია, თუ ვის დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებზე. ახლა იმაზე, თუ რით განსხვავედებიან პოლიტიკური ელიტები ერთმანეთისაგან – მე, პირველ რიგში, ჯერ მათ მსგავსებაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ. ამავე დროს მათი მოქმედების ძირითადი მოტივები დაახლოებით ერთნაირია. მიწვდნენ ძალაუფლებისა და სიმდიდრის რესურსებს. ესაა მათი ძირითადი მოტივი. - ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადეთ - "ქართულ ოცნებას" მკაფიოობა აკლია, მათი ბუნდოვანება სახეზეა და კონცეპტუალურად გაუგებარია რა უნდათ." ასევე აღნიშნეთ, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი გეგმა აღმოჩნდა ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოცილება. თუ შეიძლება დააზუსტეთ, რაში აკლია ხელისუფლებას მკაფიოობა? რატომაა გაუგებარი მათ კონცეპტუალურად რა უნდათ? და რატომ თვლით, რომ მათი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის შეცვლა აღმოჩნდა? - მკაფიოობა "ქართულ ოცნებას" აკლია დაწყებული მისი სახელწოდებიდან და დამთავრებული იმ ხედვებით, რაც მათ ეკონომიკაზე, მოსახლეობის სოციალურ, ან პირადი ცხოვრების დაცულობაზე აქვთ. დავიწყებდი სახელწოდებით. გაუგებარია რაზე და ვინ ოცნებობს, ან ვისი ოცნება ახდა. 2012 წლის ძირითადი სლოგანი ხომ ასე ჟღერდა - "ერთად ავიხდინოთ ოცნება."! მართლმადიდებლობის კონცეპტუალური პოზიციიდან თუ შევხედავთ, მართლმადიდებლობას ცნება "ოცნება" განხილული აქვს როგორც ცოდვა, რაც განისაზღვრება ამაო ფიქრებში გართვად. ასეა მითითებული ლოცვების წიგნში, რომელიც ყველა საეკლესიო მაღაზიაში იყიდება. ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში "ოცნება" განიხილება როგორც პასიური მდგომარეობა. ქართულ მწერლობაში გოგლა ლეონიძეს შესანიშნავად ჰყავს გამოყვანილი მეოცნებე ფუფალასა და ელიოზის მხარტვრული სახეები. ქართულ ფოლკლორში ნაცარქექია განასახიერებს მეოცნებე ადამიანს. რომ გადავხედოთ მოსახლეობის სოციალურ, ან კიდევ პირადი ცხოვრების დაცულობას, ჩვენ ვნახავთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მრავალი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი მოსაზრებები და ქმედებებია. მაგალითად, საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებაზე, მაგრამ გაირკვა, რომ ისინი არ განადგურებულა. რატომ არ ჩამოჰყავთ დასავლეთიდან ნამდვილი ექსპერტები და სპეციალისტები თუ უნდათ რომ მოქალაქეებმა თავი მართლაც დაცულად იგრძნონ მაკომპრომატირებელი მასალებისგან? თუ ეკონომიკას გადავხედავთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები ლარის კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სოციალურ დაცულობას. მაგალითად, სრულიად გაუგებარი იყო ივანიშვილის კეთილდღეობის ამაღლების ოთხწლიანი ფორმულა. გაუგებარია ისიც, თუ როგორ ახერხებს ეს ხელისუფლება მოსახლეობის სიღარიბის კიდევ უფრო გაღმავებას ქვეყანაში. ისიც საყურადღებოა, თუ როგორ მიეწერა ხელისუფლებას იარლიყი - უნიათო. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ბევრს საკითხზე მკაფიო კონცეპტუალური პოზიციები არ აქვს. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს მათი ძირითადი ამოცანა იყო მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ჯერ ხელისუფლებიდან და შემდეგ პოლიტიკიდან ჩამოშორება. შესაძლოა, ეს ამოცანა ღირდა იმ მოძრაობის დასაწყებად, რაც ივანიშვილმა 2011 წელს დაიწყო, მაგრამ მარტო ამ ამოცანაზე ხომ არ უნდა შეჩერდე? - არც მიღწევები ჩანს მკაფიოდ და არც ის, თუ რის გაკეთებას აპირებენ. რაც კარგად ჩანს, დაგროვილი პრობლემებია. ცხადია, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითრდება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, მაგრამ სამაგიეროდ სიღარიბის ზრდა სახეზეა. - ძნელია არ დაგეთანხმოთ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში პრობლემები გროვდებოდა და არ გვარდებოდა. თავადაც აღნიშნეთ, რომ ამის კარგი მაგალითია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ისე უნივერსიტეტში უკანასკნელ დღეებში განვითარებული პროცესები. თუ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებს დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ მან არა მარტო იცის რა უნდა, არამედ იცის ისიც, პრობლემათა გადაწყვეტა როგორ შეიძლება. თქვენი დაკვირვებით, შეძლებს კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მმართველ კოალიციაში, ასევე არჩევნებამდე ქვეყანის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას? ანუ, შეიძლება იგი ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს? - ჩემი აზრით, მთავარია გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს ახალგაზრდების საკითხს. უნივერსიტეტის მოვლენები ორ რამეს გვიჩვენებს - 1. ეს არის მიკრომოდელი, თუ როგორი მაღალი ტემპერატურა იქნება არჩევნებამდე და არჩევნების დროს და რეები შეიძლება მოხდეს. 2. რაოდენ ბევრი პრობლემა არსებობს საკუთრივ ახალგაზრდობაში, რომლებმაც ქვეყნის მომავალი ბედი უნდა განსაზღვრონ. მთავარი კითხვა ასეთია - რა უნდა გააკეთოს კვირიკაშვილმა და ხელისუფლებამ რომ თანამედროვე ახალგაზრდას საქართველოში ღირსეულად ეცხოვრებოდეს? ჩემი აზრით, ახალგაზრდობის პრობლემებს მათ ასეთი კუთხით უნდა შეხედონ. ძალიან დიდია ნიჰილიზმი, უიმედობა და ასე შემდეგ. პირადად მე, კვირიკაშვილის მიმართ ფრიად დადებითად ვარ განწყობილი და გულითა და სულით მინდა ვუსურვო მას წარმატება. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ფრიად დიდია ის ტვირთი, რომელიც მან უნდა ზიდოს ამ არეულ-დარეულ ქვეყანაში. ვილოცებ, რომ მან ეს ტვირთი წარმატებით ატაროს. - ჩვენი საუბრის თემისა და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში კრემლის სერიოზულ გზავნილად აღიქმება ბატონი კარასინის პრაღაში გაკეთებული განცხადება. პრაქტიკულად მან ღია ტექსტით თქვა შემდეგი – "თუ კვლავაც არარუსული ორიენტაციის, არამედ დასავლეთისკენ მომზიმარ მარგველაშვილისა და ხიდაშელის მსგავს პოლიტიკოსებს აირჩევთ, აქამდე თავს ვიკავებდით, მაგრამ, ვშიშობ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო". მეტიც, მან ასევე ბრძანა - "კარგი იქნება თუ კანონს ოკუპაციის შესახებ საერთოდ გააუქმებთ". თქვენ როგორ აღიქვით ბატონ კარასინის განცხადება და თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს იგი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე? - კარასინის განცხადებები ერთდროულად ორ რამეს შეიცავს - ერთი ულტიმატუმს და მეორე მუქარას. ცხადია და ბუნებრივია, რომ ასეთი საფრთხეები მართლაც არსებობს. ისიც ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედზე, რომ პუტინი შეიცვლის ორიენტაციას და ხვალ კარასინი სხვა განცხადებებს გააკეთებს. ბუნებრივია, რომ ჩვენ ჩვენი ხაზი უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ აჟიტირებისა და გულზე მჯიღის ცემის გარეშე - რუსეთის მისამართით არც სალანძღავი ეპიტეტების კორიანტელის დაყენება ივარგებს. ჩვენ მშვიდად უნდა გავაგრძელოთ აღებული კურსით სიარული, ვინაიდან დასავლეთიცა და რუსეთიც საფრთხეს შეიცავს და ვთვლი, რომ საქართველომ მათ შორის უნდა გაიაროს. შუაში გავლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს თვითკმარი პოზიცია ანუ, თავის თავზე იყოს დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ გარკვეული უნდა გვქონდეს ჩვენი ინტერესები. მაგალითად, ორიენტაციის საკითხი მე უკვე მოძველებულ საკითხად მეჩვენება. ჩემი აზრით, ნატოსკენ სვლა მოძველებულია. ჩვენ ორიენტაცია უნდა გვქონდეს საკუთარი თავისკენ ანუ, თვითკმარი უნდა ვიყოთ და ამა თუ იმ ქვეყნის მისამართით ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვმოქმედებდეთ. ამის ყველაზე ნათელი ნიმუში იქნებოდა თუ საქართველო გააკეთებდა იმის დეკლარირებას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის, არც ამერიკის და არც რუსეთის სამხედრო ბაზები არ იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარი არ უნდა დავუჭიროთ ნატოს სამშვიდობო პოლიტიკას ანუ ჩვენმა ჯარისკაცებმა არ მიიღონ მონაწილეობა იმ ოპერაციებში, სადაც სიტუაცია დასალაგებელი, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს სამხედრო ბაზები. ჩემი აზრით, ეს არის ძირითადი საშიშროება. ჩვენს თავზე ამის აცილების შემთხვევაში რუსეთს არ ექნება არგუმენტი საქართველოს დაემუქროს და ჩვენ ულტიმატუმები წამოგვიყენოს. ვიმეორებ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ ნატოსთან მჭიდროდ არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ პრეტენზია უნდა გვქონდეს სამხედრო თავლსაზრისითაც ვიყოთ თვითკმარი. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სწორედ ამგვარ პოლიტიკას გავატარებდი. კანონი "ოკუპაციის შესახებ" არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. ოკუპანტმა უნდა იცოდეს რომ ოკუპანტია, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ საქართველოში სხვა ქვეყნის ბაზები არ იქნება, რუსეთს ჩვენ მიმართ აგრესიის საბაბიც არ ექნება. შესაძლოა, ჩვენ შვეიცარია ვერ გავხდეთ, მაგრამ ჩვენი სავალი გზა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უნდა გადიოდეს. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 371111 [title] => ნოდარ სარჯველაძე – "ქართულ ოცნებას" მკაფიოობა აკლია - დაწყებული მისი სახელწოდებიდან, დამთავრებული ხედვებით [alias] => nodar-sarjveladze-qqarthul-ocnebasq-mkafiooba-aklia-datsyebuli-misi-sakheltsodebidan-damthavrebuli-khedvebith [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა. - ბატონო ნოდარ, რაც მეტად ვუახლოვდებით არჩევნებს, ფაქტია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში აკრძალული ილეთები მეტად გამოიყენება, მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად გაუგებარ სახეს იძენს. სამწუხაროდ, ისიც ფაქტია, რომ ცისფერი ეკრანების წინ მსხდომი საზოგადოება მოუთმენლად ელის სკანდალებს, როგორც პოლიტიკოსებს შორის, ისე მათზე კომპრომატების გამომზეურებას. არჩევნებამდე 7 თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, მაგრამ აშკარაა რომ, რაც ახლა პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. სოციოლოგიურ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ელექტორატის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის არჩევნებზე ვის დაუჭერს მხარს. გასაგებია, რომ ახლა პოლიტიკოსების ამოცანა მათი მხარდაჭერის მოპოვებაა, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის ფორმა, რითაც ეს ხდება. მალე ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს აღვნიშნავთ. თქვენი დაკვირვებით, ამ ხნის განმავლობაში, პოლიტიკური თვალსაზრისით, რა ცვლილებებია მომხდარი საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტაში? - საერთოდ, არჩევნები განსაკუთრებული მობილიზაციით გამოირჩევა და ცხადია, მხარეებს შორის პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ჩვენთან ეს პროცესი მიდის კომპრომატებისა და ერთმანეთის ნაკლოვანებების მხილების ფონზე. კომპრომატების ნიმუშია პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამომზეურება, ნაკლოვანენების მხილების ნიმუშია სტუდენტთა მოძრაობა. ყველაფერი კი ჯამდება იმაში, რომ საზოგადოებაში ბევრი პრობლემაა დაგროვილი. ჩვენ ვართ ფანტომური საზოგადოება. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მოჩვენებითია. რაღაც პრობლემები წყდება, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა არ წყდება და გროვდება. გამსახურდიას დროს ძირითადი პრობლემა იყო დამოუკიდებლობის მიღწევა, დამოუკიდებლობას მივაღწიეთ მაგრამ საზოგადოების დანაწევრების, ფრაგმენტაციისა და გახლეჩის ხარჯზე, რაც დღესაც გრძელდება. ფრაგმენტირებული საზოგადოების პრობლემა ისევ დაგროვილი პრობლემების ყულაბაში დევს. შევარდნაძის დროს მთავარი ამოცანა იყო ტრანზიტულ ქვეყნად გადავქცეულიყავით, რათა საერთაშორისო ფუნქცია შეგვეძინა, დასავლეთისკენ და დემოკრატიისკენ აგვეღო გეზი. ეს ამოცანები ხორციელდებოდა, მაგრამ იმის ხარჯზე იზრდებოდა და ღრმავდებოდა კორუფცია და ქვეყნის გაჩანაგება ანუ ისევ ჩნდებოდა პრობლემები და არ გვარდებოდა. სააკაშვილის დროს ქვეყნის მოდერნიზაცია და კორუფციის მოსპობა იყო მთავარი ამოცანა. ბევრი რამ წყდებოდა კიდეც გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანის უფლებების არნახული დარღვევებისა და ელიტარული კორუფციის ხარჯზე, რაც დღესაც გრძელდება და ვითარდება. ივანიშვილმა სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა შეძლო და დაიწყო ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის. იყო დაპირებები ქვეყანში ეკონომიკური ვითარების ამაღლების და ერთად ოცნების აღდგენის შესახებ, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრების დონის დაქვეითება და სიღარიბის ზრდა გაგრძელდა. ამიტომ საპირწონეზე რომ დავდოთ, ძნელია თქმა ჩვენი ხელისუფლებები და პოლიტიკური ელიტა პრობლემებს წყვეტდა თუ აგროვებდა და ზრდიდა პრობლემების რაოდენობას. რჩება შთაბეჭდილება, რომ გასული 25 წლის განმავლობაში ხელისუფლებები ეჯიბრებოდნენ კიდეც ერთმანეთს, ვინ უფრო შეუწყობდა ხელს სოციალური კაპიტალის ვარდნას. თუ დავესესხებით ცნობილ ამერიკელ ფილოსოფოსს, ფრენსის ფოკუიამას, სოციალური კაპიტალი არის საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობის, ერთმანეთისადმი ნდობისა და ერთმანეთთან თანამშრომლობისა და გამჭირვალეობის ერთობლიობა. ნდობის, თანამშრომლობისა და გამჭვირვალეობის დაბალი დონე აპირობებს დაბალ სოციალურ კაპიტალს. ჩვენთან აშკარაა, რომ უნდობლობის სინდრომი ჭარბობს. სამწუხაროდ, ყველა მთავრობა ზრდიდა უნდობლობის, არათანამშრომლობას, გათიშულობასა და პროცესების გაუმჭირვალობის სინდრომს. გამოდის, რომ 25 წლის განმავლობაში მთავრობები იცვლებოდა, გარკვეული თვალსაზრისით ქვეყანაც ვითარდებოდა, მაგრამ ამავდროულად ეს ქვეყანა უცვლელია, მეტიც რეგრესიისკენაც კი არის მიდრეკილი სოციალური კაპიტალის და ადამიანთა მენტალობის თვალსაზრისით. საზოგადოებას იგივენაირი მენტალობა დარჩა, რაც ჰქონდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში სახეზეა სოციალური კაპიტალის შესამჩნევი ვარდნა. - ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოყოლებული ქვეყანას სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ელიტა ჰყავდა და მართავდა. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, იოლად დავასკვნით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესი დასრულებული აშკარად არაა. მსოფლმხედველური თვალსაზრისით, იგი თავისი შემადგენლობით საკმაოდ ეკლექტურიცაა. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ, ისე ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტასაც. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას სხვადასხვა პოლიტიკური მიზნები, ხედვები და შესაბამისად მათი მიღწევის სხვადასხვა მეთოდები აქვთ. სხვათაშორის, ისიც ფაქტია, რომ არც ელიტასა და არც საზოგადოებაში უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსური არ არსებობს. მეტიც, მათ შორის უმწვავესი ბრძოლაა სწორედ იმაზე, თუ რომელი ელიტარული ჯგუფის იდეები და გეგმები იქნება მეინსტრიმული. თქვენი დაკვირვებით დღეს ჩვენ რა ტიპის პოლიტიკური ელიტები გვყავს? რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და ვის მეტი შანსი აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბდეს მეინსტრიმულ ელიტად?- გეთანხმებით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა მრავალწახნაგოვანი და ამდენად ეკლექტურიცაა. თქვენ დასვით საკითხი მეინსტრიმის შესახებ. ეს ტერმინი საკმაოდ გავრცელებულია პოლიტიკურ წრეებში და ქართულად ძირითად დინებას, ან ნაკადს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ასეთი ძირითადი დინება ჩვენში სადღეისოდ არ არსებობს. ძნელიცაა განვსაზღვროდ რომელი პოლიტიკური ძალა შექმნის ცხოვრებისა და აზროვნების რეალურ და ძირითად ნაკადს ანუ მეინსტრიმს. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ კვლევების თანახმად, ელექტორატის საკმაოდ დიდმა ნაწილმა არ იცის არჩევნებზე ვის დაუჭიროს მხარი. დღეს ვინმე რომ განსაზღვრავდეს ან პოტენციურად განსაზღვრავდეს ხვალინდელ პოლიტიკურ მეინსტრიმს, მაშინ უკვე დღეს ელექტორატს ექნებოდა უფრო მკაფიო პოზიცია, თუ ვის დაუჭიროს მხარი მომავალ არჩევნებზე. ახლა იმაზე, თუ რით განსხვავედებიან პოლიტიკური ელიტები ერთმანეთისაგან – მე, პირველ რიგში, ჯერ მათ მსგავსებაზე გავამახვილებდი ყურადღებას. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ. ამავე დროს მათი მოქმედების ძირითადი მოტივები დაახლოებით ერთნაირია. მიწვდნენ ძალაუფლებისა და სიმდიდრის რესურსებს. ესაა მათი ძირითადი მოტივი. - ინტერვიუს დაწყებამდე განაცხადეთ - "ქართულ ოცნებას" მკაფიოობა აკლია, მათი ბუნდოვანება სახეზეა და კონცეპტუალურად გაუგებარია რა უნდათ." ასევე აღნიშნეთ, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი გეგმა აღმოჩნდა ხელისუფლებიდან სააკაშვილის ჩამოცილება. თუ შეიძლება დააზუსტეთ, რაში აკლია ხელისუფლებას მკაფიოობა? რატომაა გაუგებარი მათ კონცეპტუალურად რა უნდათ? და რატომ თვლით, რომ მათი მიზანი მხოლოდ სააკაშვილის შეცვლა აღმოჩნდა? - მკაფიოობა "ქართულ ოცნებას" აკლია დაწყებული მისი სახელწოდებიდან და დამთავრებული იმ ხედვებით, რაც მათ ეკონომიკაზე, მოსახლეობის სოციალურ, ან პირადი ცხოვრების დაცულობაზე აქვთ. დავიწყებდი სახელწოდებით. გაუგებარია რაზე და ვინ ოცნებობს, ან ვისი ოცნება ახდა. 2012 წლის ძირითადი სლოგანი ხომ ასე ჟღერდა - "ერთად ავიხდინოთ ოცნება."! მართლმადიდებლობის კონცეპტუალური პოზიციიდან თუ შევხედავთ, მართლმადიდებლობას ცნება "ოცნება" განხილული აქვს როგორც ცოდვა, რაც განისაზღვრება ამაო ფიქრებში გართვად. ასეა მითითებული ლოცვების წიგნში, რომელიც ყველა საეკლესიო მაღაზიაში იყიდება. ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში "ოცნება" განიხილება როგორც პასიური მდგომარეობა. ქართულ მწერლობაში გოგლა ლეონიძეს შესანიშნავად ჰყავს გამოყვანილი მეოცნებე ფუფალასა და ელიოზის მხარტვრული სახეები. ქართულ ფოლკლორში ნაცარქექია განასახიერებს მეოცნებე ადამიანს. რომ გადავხედოთ მოსახლეობის სოციალურ, ან კიდევ პირადი ცხოვრების დაცულობას, ჩვენ ვნახავთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მრავალი შინაგანი წინააღმდეგობის შემცველი მოსაზრებები და ქმედებებია. მაგალითად, საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებაზე, მაგრამ გაირკვა, რომ ისინი არ განადგურებულა. რატომ არ ჩამოჰყავთ დასავლეთიდან ნამდვილი ექსპერტები და სპეციალისტები თუ უნდათ რომ მოქალაქეებმა თავი მართლაც დაცულად იგრძნონ მაკომპრომატირებელი მასალებისგან? თუ ეკონომიკას გადავხედავთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებები ლარის კურსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სოციალურ დაცულობას. მაგალითად, სრულიად გაუგებარი იყო ივანიშვილის კეთილდღეობის ამაღლების ოთხწლიანი ფორმულა. გაუგებარია ისიც, თუ როგორ ახერხებს ეს ხელისუფლება მოსახლეობის სიღარიბის კიდევ უფრო გაღმავებას ქვეყანაში. ისიც საყურადღებოა, თუ როგორ მიეწერა ხელისუფლებას იარლიყი - უნიათო. ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" ბევრს საკითხზე მკაფიო კონცეპტუალური პოზიციები არ აქვს. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს მათი ძირითადი ამოცანა იყო მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ჯერ ხელისუფლებიდან და შემდეგ პოლიტიკიდან ჩამოშორება. შესაძლოა, ეს ამოცანა ღირდა იმ მოძრაობის დასაწყებად, რაც ივანიშვილმა 2011 წელს დაიწყო, მაგრამ მარტო ამ ამოცანაზე ხომ არ უნდა შეჩერდე? - არც მიღწევები ჩანს მკაფიოდ და არც ის, თუ რის გაკეთებას აპირებენ. რაც კარგად ჩანს, დაგროვილი პრობლემებია. ცხადია, ქვეყანა მეტ-ნაკლებად ვითრდება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, მაგრამ სამაგიეროდ სიღარიბის ზრდა სახეზეა. - ძნელია არ დაგეთანხმოთ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში პრობლემები გროვდებოდა და არ გვარდებოდა. თავადაც აღნიშნეთ, რომ ამის კარგი მაგალითია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ისე უნივერსიტეტში უკანასკნელ დღეებში განვითარებული პროცესები. თუ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებებს დავაკვირდებით, აშკარად ჩანს, რომ მან არა მარტო იცის რა უნდა, არამედ იცის ისიც, პრობლემათა გადაწყვეტა როგორ შეიძლება. თქვენი დაკვირვებით, შეძლებს კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მმართველ კოალიციაში, ასევე არჩევნებამდე ქვეყანის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას? ანუ, შეიძლება იგი ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს? - ჩემი აზრით, მთავარია გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს ახალგაზრდების საკითხს. უნივერსიტეტის მოვლენები ორ რამეს გვიჩვენებს - 1. ეს არის მიკრომოდელი, თუ როგორი მაღალი ტემპერატურა იქნება არჩევნებამდე და არჩევნების დროს და რეები შეიძლება მოხდეს. 2. რაოდენ ბევრი პრობლემა არსებობს საკუთრივ ახალგაზრდობაში, რომლებმაც ქვეყნის მომავალი ბედი უნდა განსაზღვრონ. მთავარი კითხვა ასეთია - რა უნდა გააკეთოს კვირიკაშვილმა და ხელისუფლებამ რომ თანამედროვე ახალგაზრდას საქართველოში ღირსეულად ეცხოვრებოდეს? ჩემი აზრით, ახალგაზრდობის პრობლემებს მათ ასეთი კუთხით უნდა შეხედონ. ძალიან დიდია ნიჰილიზმი, უიმედობა და ასე შემდეგ. პირადად მე, კვირიკაშვილის მიმართ ფრიად დადებითად ვარ განწყობილი და გულითა და სულით მინდა ვუსურვო მას წარმატება. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ფრიად დიდია ის ტვირთი, რომელიც მან უნდა ზიდოს ამ არეულ-დარეულ ქვეყანაში. ვილოცებ, რომ მან ეს ტვირთი წარმატებით ატაროს. - ჩვენი საუბრის თემისა და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში კრემლის სერიოზულ გზავნილად აღიქმება ბატონი კარასინის პრაღაში გაკეთებული განცხადება. პრაქტიკულად მან ღია ტექსტით თქვა შემდეგი – "თუ კვლავაც არარუსული ორიენტაციის, არამედ დასავლეთისკენ მომზიმარ მარგველაშვილისა და ხიდაშელის მსგავს პოლიტიკოსებს აირჩევთ, აქამდე თავს ვიკავებდით, მაგრამ, ვშიშობ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო". მეტიც, მან ასევე ბრძანა - "კარგი იქნება თუ კანონს ოკუპაციის შესახებ საერთოდ გააუქმებთ". თქვენ როგორ აღიქვით ბატონ კარასინის განცხადება და თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს იგი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე? - კარასინის განცხადებები ერთდროულად ორ რამეს შეიცავს - ერთი ულტიმატუმს და მეორე მუქარას. ცხადია და ბუნებრივია, რომ ასეთი საფრთხეები მართლაც არსებობს. ისიც ცხადია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედზე, რომ პუტინი შეიცვლ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :