Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მწვავე C ჰეპატიტი



ცოტა ხნის წინ რედაქციაში ჭიათურელი მკითხველების წერილი მივიღეთ: "C ჰეპატიტის შესახებ არაერთი სტატია დაბეჭდეთ, რითაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერს წერთ მწვავე/ახალC ჰეპატიტზე, რომელიც იშვიათად ვლინდება და რომლის შესახებაც სამედიცინო საიტებზე და ჟურნალებში არაფერს წერენ. ერთ პაციენტს აღმოაჩნდა მწვავე/ახალი HCV, ისიც - თვისობრივი ანალიზის ჩატარებისას. უამრავი ადამიანის თხოვნაა,  გვიპასუხოთ კითხვებზე:   სისხლის კომპონენტის გადასხმიდან 35-ე დღეს შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ის გამოვლენა (მხოლოდ პირში უსიამოვნო გემოსა და პირადი ინტერესის საფუძველზე)? რამდენად შესაძლებელია მწვავე/ახალი HჩV-ის ელიმინაცია ორგანიზმიდან? რატომ ელოდებიან 12 კვირის გასვლას და რატომ არ იწყება 12 კვირამდე ანტივირუსული მკურნალობა? ნიშნავს თუ არა მწვავე/ახალი HჩV იმას, რომ ადრე იყო ორგანიზმში ვირუსი? როდის, რა პერიოდში და რამდენად ეფექტურია ანტივირუსული ვაქცინის გაკეთება? თუ შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებში მითითებული ძირითადი ინფორმაცია". ჩვენს მკითხველთა კითხვებს უპასუხებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპას" კონსულტანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლალი შარვაძე: - მინდა განვმარტო, რომ მწვავე/ახალიC ჰეპატიტი იგივე მწვავეC ჰეპატიტია, გამოვლენილი დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე, კერძოდ,C ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღის ფარგლებში. მწვავე/ახალიC ჰეპატიტი საინტერესოა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ კუთხით, ბუნებრივია, ტარდება განსაზღვრული გამოკვლევები. მწვავეC ჰეპატიტის სამეცნიერო კვლევით შესაძლებელია შესწავლილ იქნეს ინფექციური პროცესის თავისებურებები ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველივე დღეებიდან. რაც შეეხება მკითხველთა შეკითხვას სისხლის გადასხმიდან გარკვეული პერიოდის (35 დღის) შემდეგ დაავადების გამოვლენის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექციის ამ ეტაპზე ანუ ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველ დღეებში დაავადებას სიმპტომები პრაქტიკულად არ აქვს. კლინიკური ნიშნები, თუ საერთოდ აღმოცენდა, ოდნავ მოგვიანებით იჩენს თავს. მწვავე ახალიC ჰეპატიტი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში ახალი შეჭრილია და ადრე ის ორგანიზმში არ იყო. - შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ს ელიმინაცია ორგანიზმიდან?- ალბათ უფრო მართებული იქნება ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა მწვავეC ჰეპატიტისგან განკურნება. დადგენილია, რომ მწვავეC ჰეპატიტისგან თვითგანკურნება (ანუ მკურნალობის გარეშე განკურნება) ხდება ასიდან 15-30 შემთხვევაში, ხოლო მკურნალობის შედეგად - 95-ში. ზოგიერთი ავტორი უფრო მაღალ პროცენტსაც ასახელებს. როგორც აღვნიშნეთ, მწვავეC ჰეპატიტისგან თვითგანკურნებაც არის შესაძლებელი. თვითგანკურნება მოსალოდნელია ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 12-14 კვირის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ელიან ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე 12 კვირის გასვლას. თუC ჰეპატიტის ვირუსმა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში არ დატოვა ორგანიზმი, მცირეა ალბათობა, რომ შემდგომ მკურნალობის გარეშე მან ორგანიზმი დატოვოს, ამიტომ სასურველია ანტივირუსული მკურნალობის დაწყება. სამწუხაროდ,C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. რაც შეეხება ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებს, ისინი მეტისმეტად ვრცელია. ცალკეულ შემთხვევაში მედიკამენტების ეფექტების თაობაზე უმჯობესია ესაუბროთ სპეციალისტს. - რას ნიშნავს ტერმინი "მწვავეC ჰეპატიტი"?-C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვითარდება მწვავეC ჰეპატიტი. მწვავეC ჰეპატიტი არისC ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა. ოფიციალური განმარტებით, მწვავეC ჰეპატიტი ეს არისC ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესი, განვითარებული ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავეC ჰეპატიტის ასიდან 15-30 შემთხვევა თვითგანკურნებით მთავრდება, ხოლო 70-85 ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ ვირუსი კვლავ არის ორგანიზმში, ეს უკვე ქრონიკულიC ჰეპატიტია. - რა კლინიკური თავისებურებები ახასიათებს მწვავეC ჰეპატიტს?- მწვავეC ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავეC ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავეC ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები. ეს სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში... ასე რომ, სიმპტომურიC ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავეC ჰეპატიტი ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მწვავეC ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები პრაქტიკულად არ არსებობს. მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში). ქრონიკულC ჰეპატიტს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ შეიტყობს ხოლმე. - ქრონიკულC ჰეპატიტს ხშირად შემთხვევითი გამოკვლევისას აღმოაჩენენ, დაავადების მწვავე ფაზა კი შეუმჩნეველი რჩება. რისი ბრალია ეს?- როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავეC ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ავადმყოფისთვის ეს სტადია პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაივლის. დაავადების ეს თავისებურებაC ჰეპატიტის ვირუსისა და ორგანიზმის ურთიერთქმედების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით არის განპირობებული. სწორედ ამ თავისებურებათა შესასწავლად ხდება დაკვირვება ახალ/მწვავე HCV ინფექციაზე. მწვავე/ახალიC ჰეპატიტის გამოვლენისას, რაც მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება მოხდეს, საშუალება გვეძლევა, ინფექციის ადრეულ სტადიაში დავაკვირდეთ როგორც ვირუსს, ასევე ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად, როგორია ვირუსის გამრავლების ტემპი და როდის აღწევს ვირუსი მაქსიმალურ კონცენტრაციას (ვირუსის კინეტიკა), ანდა როგორ იმუნურ პასუხს იწვევსC ჰეპატიტის ვირუსი ინფექციური პროცესის პირველივე დღეებში ორგანიზმის (მასპინძლის) მხრიდან. სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, შესაძლებელი ხდება ვირუსის მოლეკულური მახასიათებლებისა და ორგანიზმის (მასპინძლის) გენეტიკური და იმუნოლოგიური ფაქტორების და მათი თავისებურებების შესწავლა. ამ მხრივ ჯერჯერობით ძალიან ცოტა გამოკვლევაა ჩატარებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერიოზული გამოკვლევები ჩაატარეს ქართველმა მეცნიერებმა. - როგორ ხდება მწვავეC ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა?- თანამედროვე კლინიცისტისთვის მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან დაავადებას არ აქვს პათოგნომური სიმპტომები, ანუ ისეთი სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ მისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. ამას ისიც ემატება, რომ დაავადება უმეტესად საერთოდ უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო გამოვლინებით მიმდინარეობს. ამიტომ არის აუცილებელი მწვავეC ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ამჟამად მწვავეC ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია სისხლშიC ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა დაC ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის - ე.წ. PCR მეთოდით). მკითხველმა შესაძლოა იცოდეს, რომ ქრონიკულიC ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს ემყარება. განსხვავება ის არის, რომ მწვავეC ჰეპატიტის დროს ხშირად ავადმყოფის სისხლში აღმოაჩენენ მხოლოდ ვირუსს (ვირუსის გენეტიკურ მასალას), ხოლო ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ვერ პოულობენ. მწვავეC ჰეპატიტის დროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არარსებობის მიზეზი ის არის, რომ პროცესი ახალია და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ განვითარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავადმყოფის სისხლში ანტისხეულების არარსებობის ფონზე ვირუსის აღმოჩენა მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. არცთუ იშვიათად ვირუსის გენეტიკურ მასალასთან ერთად სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც განისაზღვრება. ამ შემთხვევაში მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ეპიდემიოლოგიური ანამნეზი - ავადმყოფის გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინფექცია ან როდის შეიძლება იყოს იგი ინფიცირებული. მაგალითად, საყურადღებოა, თუ ავადმყოფი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაიტარა რაიმე სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც შესაძლოა ვირუსით ინფიცირების მიზეზი გამხდარიყო. ხშირად მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება შემდეგი მონაცემი: თუ ავადმყოფმა ზუსტად იცის, რომ დაახლოებით 6-12 თვის წინ ჩატარებული გამოკვლევისასC ჰეპატიტი არ ჰქონდა, ახლა კი დაავადება აღმოაჩნდა, ესეც მწვავეC ჰეპატიტზე მიანიშნებს. - როგორია მწვავეC ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკა, რამდენად წარმატებულია ის?- მწვავეC ჰეპატიტის მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, თუ საქმე გვაქვს სიმპტომებით მიმდინარე მწვავეC ჰეპატიტთან (სიმპტომური მწვავეC ჰეპატიტი), უმჯობესია დავიცადოთ 12-14 კვირა და მკურნალობა ამის შემდეგ დავიწყოთ. თუ საქმე გვაქვს უსიმპტომო მწვავეC ჰეპატიტთან, მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება ადრე, მწვავეC ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისთანავე, ანუ 12-14 კვირის გასვლას არ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს ამ დარგის სპეციალისტი. - რატომ არის მკურნალობისადმი მიდგომა ასეთი სხვადასხვანაირი?- სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, მწვავეC ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს თვითგანკურნება ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ლოდინის ტაქტიკა და ავადმყოფს არ უნდა დავუკარგოთ თვითგანკურნების შანსი. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ანტივირუსული მკურნალობის სიძვირე, მკურნალობის სერიოზული გვერდითი ეფექტები და სხვა. თუ 12-14 კვირის განმავლობაში ვირუსმა ორგანიზმი არ დატოვა, ამის შემდეგ თვითგანკურნების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს და სასურველია, დაინიშნოს ანტივირუსული მკურნალობა. თუ მწვავეC ჰეპატიტის უსიმპტომო ფორმასთან გვაქვს საქმე, თვითგანკურნების ალბათობა იმთავითვე დაბალია, დაახლოებით 10%-მდე, ამიტომ სასურველია, ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს. - რისი ბრალია, რომ სიმპტომური და უსიმპტომო მწვავეC ჰეპატიტის დროს თვითგანკურნების ალბათობა სხვადასხვანაირია?- ამ განსხვავების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ადრეულ სტადიაზე ინფექციის შესწავლა გარკვეულწილად გვეხმარება, ამოვიცნოთ ის მექანიზმები და პროცესები, რომლებიც ინფექციის დაწყებისთანავე, მის პირველსავე დღეებში ვითარდება. ამ კუთხით გამოკვლევები მიმდინარეობს. ჩვენს მკითხველს შესაძლებლობა აქვთ, ინტერნეტის საშუალებით გაეცნოს აღნიშნული საკითხის თაობაზე ქართველ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მწვავეC ჰეპატიტის შესწავლაში. არსებობს მოსაზრება და კვლევებიც ადასტურებს, რომ სიმპტომური მწვავეC ჰეპატიტის დროს ორგანიზმში გაცილებით ძლიერი იმუნური პასუხი ვითარდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმპტომურიC ჰეპატიტის დროს ორგანიზმი უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევს ვირუსს და ადრეულ ეტაპზევე ამარცხებს მას. უსიმპტომოC ჰეპატიტის დროს კი ინფექცია შედარებით ჩუმად და შემპარავად ვითარდება, ორგანიზმის მხრიდან ძლიერ რეაქციასა და წინააღმდეგობას არ იწვევს. ამ შემთხვევაში ვირუსს მეტი საშუალება ეძლევა, გადალახოს მწვავე სტადია და ინფექციაც ქრონიკულ ხასიათს იღებს. - რატომ არის, რომ ანტივირუსული მკურნალობის შედეგად მწვავეC ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ხოლო ქრონიკულიC ჰეპატიტის შემთხვევაში ასეთი მაღალი არ არის? - ანტივირუსული მკურნალობით მწვავეC ჰეპატიტისგან განკურნება ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაშია შესაძლებელი. ზუსტი მექანიზმი არც აქ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ადრეულ ეტაპზე (მწვავე სტადიაზე)C ჰეპატიტის ვირუსს ორგანიზმი გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს, ხოლო ანტივირუსული პრეპარატი (პრეპარატები) ორგანიზმს ეხმარება და ვირუსის მიმართ მის წინააღმდეგობას უფრო მეტად ზრდის. ასეთი გაძლიერებული წინააღმდეგობისას ვირუსის დამარცხების ალბათობა იმატებს.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :