Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მსოფლიოს პოპულარული საზღვაო კურორტები და მათი სასარგებლო თვისებები

მსოფლიოს პოპულარული საზღვაო კურორტები და მათი სასარგებლო თვისებები



ადრიატიკის ზღვაპოპულარული კურორტები: ხორვატია, ჩერნოგორია, იტალია, სლოვენია. გამორჩეული თვისებები: სუფთა გრილი წყალი (საშუალო ტემპერატურა - 19-25°C) და ზომიერად ცხელი ხმელთაშუა ზღვის კლიმატი სამედიცინო ჩვენებები: ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, რევმატიზმის მკურნალობა, ზედა სასუნთქი გზების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური და ნერვული სისტემების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სიმსუქნე. ბალტიის ზღვაპოპულარული კურორტები: გერმანია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, შვედეთი, ესტონეთი. ეს ერთ-ერთი დაბალმარილიანი ზღვაა. მისი ტემპერატურა იშვიათად იწევს 20°ჩ-ზე მაღლა. სანაპირო ზოლში წიწვოვანი ტყეების არსებობის გამო ჰაერი მდიდარია ფიტონციდებით. სამედიცინო ჩვენება: ასთმის მკურნალობა და პროფილაქტიკა. წითელი ზღვაპოპულარული კურორტები: ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია. ეს ზღვა ძალიან თბილი და მარილიანია, გამოირჩევა წყალმცენარეების სიმრავლით, რომლებიც წყალს წითელ ელფერს აძლევს. სუბტროპიკული კლიმატი მშრალი თბილი ზაფხულითა და ბრომით გაჯერებული ჰაერით ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად იდეალურ პირობებს ქმნის. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი გზების, ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დარღვევათა თერაპია. მკვდარი ზღვაპოპულარული კურორტი: ისრაელი. ეს ლეგენდარული ზღვა შეიცავს 10-ჯერ მეტ მინერალურ მარილს, ვიდრე მსოფლიო ოკეანის წყლები. უჩვეულოდ სუფთა, ჟანგბადითა და ბრომის შენაერთებით მდიდარი ჰაერის დაბალი ფარდობითი ტენიანობა მომატებული ატმოსფერული წნევის ფონზე უნიკალურ სამკურნალო მიკროკლიმატს ქმნის. თავისი წვლილი შეაქვს თერმულ ტალახსა და გოგირდის ცხელ წყაროებს. სამედიცინო ჩვენებები: კანის დაავადებების, განსაკუთრებით ფსორიაზის მკურნალობა (სიცხის გამო ივლის-აგვისტოში ასეთი თერაპია უკუნაჩვენებია!), ზოგიერთი ონკოლოგიური და უროლოგიური დაავადება, ალერგია, სახსრების ანთება, სასუნთქი გზების დაავადებები. ხმელთაშუა ზღვაპოპულარული კურორტები: ეგვიპტე, ესპანეთი, იტალია, მონაკო, მალტა, ტუნისი, საფრანგეთი. ხმელთაშუა ზღვა ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მარილიანი ზღვაა. დღეისთვის იგი მიიჩნევა კლასიკური თალასაოთერაპიის სამშობლოდ. სამკურნალო ჩვენებები: ასთმისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა და პროფილაქტიკა, მშობიარობისშემდგომი რეაბილიტაცია, ესთეტიკური მედიცინა და სპა-პროცედურები. შავი ზღვაპოპულარული კურორტები: საქრთველო, ბულგარეთი, რუსეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი. შავი ზღვის შემადგენლობაში შედის არა მარტო წყალი ქლორისა და იოდის მაღალი შემცველობით, არამედ სამკურნალო ტალახი და მინერალური წყლებიც. ჰაერის ტენიანობა 100%-ია. სამკურნალო ჩვენება: კანის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა. ეგეოსის ზღვაპოპულარული კურორტები: საბერძნეთი, თურქეთი. წყალი ნაკლებად მარილიანია, ხოლო კლიმატი - მშრალი და საკმაოდ ცხელი (საშუალო ტემპერატურა - 30°ჩ). სამედიცინო ჩვენება: ზოგადგამაჯანსაღებელი, სპა-კურორტოლოგია. კუნძულებზე დასვენებაკუნძულზე დასვენება ზღვაზე დასვენების მსგავსია, ერთი განსხვავებით - ის ცივილიზაციისგან სრულ ან ნაწილობრივ იზოლაციას გულისხმობს. კუნძულთა სახეობები არქიპელაგიპოლინეზია, მიკრონეზია, კარიბი, ოკეანეთი, მალდივი, სეიშელი, გალაპაგოსი და სხვა. არქიპელაგის კუნძულები, როგორც წესი, დიდი არ არის. დასახლებულია მათი მხოლოდ ნაწილი, ამიტომ მეზობლად შეიძლება ნამდვილი დაუსახლებელი კუნძული აღმოჩნდეს. დიდ კუნძულებზე, როგორც წესი, რამდენიმე სასტუმრო და სოფელი ან პატარა ქალაქია, პატარა კუნძულები კი უმეტესად კუნძულ-სასტუმროებს წარმოადგენს და შესაძლოა, თქვენსა და კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდა იქ არავინ იყოს. საექსკურსიო პროგრამა, როგორც წესი, ტყეში ან კატერით გასეირნებით შემოიფარგლება. კუნძულებიტენერიფე, კვიპროსი, იბიცა, კუბა, მალტა და სხვა. დიდი კუნძულები ხშირად ცალკე სახელმწიფოს წარმოადგენს. ერთ კუნძულზე შეიძლება იყოს რამდენიმე საკურორტო ზონა, ამდენად, გასართობის ნაკლებობა არ შეგაწუხებთ. ტურისტული პროგრამა ფართოა. რა წავიღოთ კუნძულზე: გარუჯვისა და დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებები; მცირე ზომის აფთიაქი; ერთი ხელი თბილი ტანსაცმელი ადრიანი ან ღამის ექსკურსიებისთვის.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :