Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მშობლების განწყობა და მომავალი ბავშვი

მშობლების განწყობა და მომავალი ბავშვი



მართალია თუ არა, რომ მომავალი ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს მშობელთა განწყობა და მისდამი დამოკიდებულება, კერძოდ, რამდენად სასურველია იგი მათთვის? გაინტერესებთ, რა განსაზღვრავს თქვენი მომავალი შვილის ხასიათს? თითოეული ბავშვი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით იბადება, რაც ინდივიდუალობას ანიჭებს მას და განუმეორებელს, ყველასგან გამორჩეულს ხდის. რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვის ხასიათზე ჩასახვამდე ახდენს გავლენას მისდამი მშობლების განწყობა. ბავშვის გაჩენას მშობლების უმრავლესობა სიხარულით ელის, მაგრამ ისეც ხდება, რომ ბავშვი დედ-მამისთვის არასასურველია. ბავშვის გაჩენის ყველაზე დიდი მიზეზი ცოლ-ქმრის სიყვარულია. ხანდახან წყვილი ბავშვის ბედს მათ ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მიხედვით წყვეტს. ეს ფაქტორები უშუალო გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათზე. როცა დედა ყოყმანობს, ბავშვი თავს ცუდად გრძნობს და გამოხატავს კიდეც ამას: მუცელში წრიალებს, უკვე ახალშობილი კი ხშირად ტირის, ჭირვეულობს, ჭამაზე უარს ამბობს, თითქოს პროტესტს აცხადებს. ის ბავშვი კი, რომელსაც მოუთმენლად ელიან, დაბადებამდეც უყვარდათ და შეჰხაროდნენ, იშვიათად ტირის, კარგად იკვებება და მშვიდად სძინავს. კიდევ რა ახდენს გავლენას ბავშვის ხასიათზე? აქ უმნიშვნელოვანესია მემკვიდრეობითი ფაქტორი. ბავშვი, რომელიც თვალის, კანისა და თმის ფერით მშობლებს ჰგავს, ხასიათსაც მნიშვნელოვანწილად მათგან იღებს. სპეცილისტები ამტკიცებენ, რომ პატარა ქვეყანას პოტენციური მემკვიდრეობითი ხასიათით ევლინება, მერე კი გარემო, გარშემო მყოფი ადამიანები გავლენას ახდენენ მისი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. როგორ განვავითაროთ ბავშვი ერთ წლამდეერთი წლის ბავშვი ფეხზე უნდა დადგეს და გავლა სცადოს. სასურველია, მანამდე გავაკეთებინოთ ვარჯიშები, რომლებიც მის სხეულს განვითარებაში დაეხმარება. ეს ვარჯიშები საჭიროა ზურგის, ფეხისა და მხრების კუნთების გასამაგრებლად. თუ ვარჯიშს თამაშად აქცევთ, ბავშვსაც დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ და მასთან ერთად თქვენც არანაკლებ სასიამოვნო წუთებს გაატარებთ. დაიწყეთ მარტივი თამაშებით. უყიდეთ ბავშვს ფერადი ბუშტები, გაბერეთ და მაღლა აისროლეთ. უთხარით პატარას, რომ ბუშტი იატაკს არ უნდა შეეხოს, გამუდმებით უნდა აისროლოს ზემოთ. ეს მას ძალიან გაახალისებს და ხელის კუნთებს გაუვარჯიშებს, ხოლო თუ ბუშტისთვის ხელის აკვრისას შეხტება კიდეც, ფეხის კუნთებიც გაუმაგრდება. მეორე თამაში, რომელიც მას გაართობს, გაახალისებს და ფიზიკურადაც მოამაგრებს, მაიმუნის მიბაძვაა. ბავშვი დასვით ხალიჩაზე, გადააწვინეთ და სთხოვეთ, გამართული ფეხები რაც შეიძლება მაღლა ასწიოს, მერე საჩვენებელი თითი ფეხის თითებთან მიუტანეთ და სთხოვეთ, თითები მოგიჭიროთ. მერე ეს ვარჯიში უფრო და უფრო სწრაფად გაიმეორეთ. აკრობატული თამაშებიდაწექით საწოლზე და სთხოვეთ ბავშვს, ხელები გაშალოს, ფეხებით კი თქვენს ხელისგულებზე დადგეს. მის ფეხებს კარგად ჩასჭიდეთ ხელი და ფრთხილად ასწიეთ. ეს ვარჯიში პატარებს ძალიან მოსწონთ, ჰგონიათ, დაფრინავენ. ამ დროს თქვენც ვარჯიშობთ, ბავშვი კი წონასწორობის შენარჩუნებას ეჩვევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის სიამოვნებაა, ბავშვი მშობელთან სიახლოვისას რომ განიცდის. არსებობს ვარჯიში, რომელიც ბავშვს კისრისა და ზურგის კუნთებს უვარჯიშებს. სთხოვეთ პატარას, ოთხზე დამდგარი მაგიდის ქვეშ გაძვრეს. შემდეგ მაგიდას სკამი მიადგით და პატარას შესთავაზეთ, იატაკიდან სკამზე აძვრეს, სკამიდან - მაგიდაზე, მერე იმავე გზით უკანვე ჩამოვიდეს და ისევ მაგიდის ქვეშ გაძვრეს. ეს ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ. შემდეგ თქვენ თვითონ დადექით ოთხზე და `ცხენოსნობანა~ ითამაშეთ. შეისვით ბავშვი ზურგზე და რაც შეიძლება სწრაფად იარეთ ოთხზე. ბავშვი წონასწორობის დაცვას შეეჩვევა და სიარული აღარ გაუჭირდება. შეიძინეთ ტანმოვარჯიშის ჯოხი, ჰორიზონტალურად დაიჭირეთ იატაკის სიახლოვეს და შესთავაზეთ პატარას, ოთხზე დამდგარი გაძვრეს მის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოს. ეს კარგად ავარჯიშებს ზურგისა და ფეხის კუნთებს. სასურველია, ვარჯიშები რიტმული და სასიამოვნო მუსიკის ფონზე შეასრულოთ. თუ გსურთ, გონიერი შვილი გყავდეთგაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები, რომლებიც წლების განმავლობაში სწავლობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიას, მისი ნიჭისა და უნარების განვითარების ხერხებს: 1. ბავშვის ყოველ შეკითხვას მოთმინებით და გულწრფელად უპასუხეთ. იყავით პატიოსანი მასთან ურიერთობაში.2. იქონიეთ დაფა, სადაც ბავშვი შეძლებს თავისი ნამუშევრების გამოფენას;3. არასოდეს გაუწყრეთ ბავშვს მის ოთახში ან მაგიდაზე არსებული უწესრიგობის გამო, თუ ეს უწესრიგობა შემოქმედებით სამუშაოსთანაა დაკავშირებული და მუშაობა ჯერ არ დაუმთავრებია;4. თუ ბავშვს თავისი ოთახი არ აქვს, გამოუყავით კუთხე მხოლოდ მისი საჭიროებისთვის;5. ბავშვს ჩაუნერგეთ, რომ ის საყვარელია;6. მიაჩვიეთ ბავშვი, რამეზე გაგეგზავნოთ;7. დაეხმარეთ გეგმების შედგენასა და გადაწყვეტილების მიღებაში;8. ატარეთ თან მოგზაურობისას;9. არასოდეს უთხრათ, რომ ის სხვა ბავშვებზე უარესია;10. მოუგროვეთ მისი საყვარელი საქმიანობისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები;11. მიაჩვიეთ დამოუკიდებელ აზროვნებას;12. უკითხეთ რეგულარულად;13. ეცადეთ განუვითაროთ ფანტაზია;14. ყოველდღე გამონახეთ დრო მასთან ურთიერთობისთვის;15. მიეცით უფლება, მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმიანობაში;16. არასოდეს დასცინოთ შეცდომებისთვის;17. შეაქეთ ყოველი დასწავლილი ლექსის, სიმღერისა თუ მოთხრობის გამო;18. ასწავლეთ უფროსებთან თავისუფალი ურთიერთობა;19. გულწრფელად და პატიოსნად შეაფასეთ შვილისადმი საკუთარი გრძნობები. თუ ამ რჩევების 20% თქვენთვის მისაღებია, ალბათ დანარჩენებზეც მოგიწევთ დაფიქრება. მაგრამ თუ მათ მთლიანად ან 90%-ით ეთანხმებით, მაშინ ნუ შეზღუდავთ ნურც ბავშვს და ნურც საკუთარ თავს და სასიკეთო შედეგიც არ დააყოვნებს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :