Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მოხდება თუ არა ''მასტერას'' საქართველოში ექსტრადიცია - სამოქალაქო პრესა

მოხდება თუ არა ''მასტერას'' საქართველოში ექსტრადიცია - სამოქალაქო პრესა

2014-07-03 11:55:00

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის იგივე "მასტერას" სასამართლო პროცესი ნიდერლანდების სამეფოში დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება. მისი უცხოელი ადვოკატის განცხადებით, პირველივე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ნიდერლანდების ხელისუფლებას გიორგი დგებუაძისთვის თავშესაფრის მოთხოვნით მიმართავს. მიშელ კოლეტი აცხადებს, რომ მას საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ადვოკატის განცხადებით, დგებუაძე თავს უდანაშაულოდ თვლის და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და აპირებს, მის მიმართ წაყენებული ბრალი ნიდერლანდების სასამართლოში გაასაჩივროს. "მოამბესთან" სატელეფონო საუბარში მიშელ კოლეტი აცხადებს, რომ ის დაამტკიცებს გიორგი დგებუაძის უდანაშაულობას და მისი ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება. შეგახსენებთ, რომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მან საქართველო 2012 წელს დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. დგებუაძე 19 ივნისს ნიდერლანდების პოლიციამ ერთერთ საცხოვრებელ სახლში დააკავა. სასამართლო პროცესის გამართვამდე, დგებუაძე ციხეში იმყოფება.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :