Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

''მოვა დრო, როცა ასეთ აქციებზე ყოფნას, არც შეგრცხვებათ, ისე დაიბრალებთ''

''მოვა დრო, როცა ასეთ აქციებზე ყოფნას, არც შეგრცხვებათ, ისე დაიბრალებთ''

2015-07-19 14:36:00

ხელცქვიტამ – 500 კაცი იყოო, მთვრალებიო, რაღაცეებს ყვიროდნენო, უსაქმურებიო და ა.შ.სულ ახლახანს არ ვწერდი, რომ ხელისუფლება, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან ყველას ხელისუფლებაა და აღარ წარმოადგენს მხოლოდ თავის პარტიას და მომხრეებს. ის მათიცაა, ვინც მისი წინააღმდეგია!ვერ გაიგო ხელცქვიტამ! რა ქნას unsure ემოციავერც ის გაიგო, სასამართლომდე რომ პრემიერ–მინისტრმა არ შეიძლება ვინმეს დამნაშავე უძახოს ან ციხეში მოისაკლისოს!თვლაც 500–მდე ცოდნია მარტო ნიჭიერს! unsure ემოციარა ქნას ხელცქვიტამ, თვითონ ხო არ დაუნიშნავს მანდ თავი და არის რა ესე, მიათრევს პრემიერის ჭაპანს...ცოტა უფრო განვითარებულებს კი, ვინც თვლა მაინც იცის, შევახსენებ:რამდენიმე ათასი კი არა, იმ თემისთვის, რასაც რუსეთის აგრესიის გაპროტესტება ჰქვია, მილიონიც ცოტაა, ჩვენ რომ სახელმწიფო ვიყოთ!სიმართლე მისი მთქმელის რაოდენობით არ იზომება და სიმართლე ის ცნება არაა, კენჭისყრით რომ გამოავლინოთ.სიმართლე სიმართლეა აბსოლუტურ უმცირესობაშიც და მაშინაც, როცა ის არავინ არ იცის. ის ჩვენს გარეშეც არსებობს...სიმართლე იმარჯვებს იქ, სადაც მას უმრავლესობა აღიარებს!18 ივლისის აქციაზე მყოფი რამდენიმე ათასი ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არის უმრავლესობა, ამიტომ 500–მდე დათვლით თუ იმდენს, რამდენიც იყო, მნიშვნელობა არა აქვს - დღეს სიმართლე გამარჯვებული არ არის და მათი მიკვირს, ვისაც ეს უხარია!მოვა დრო, როცა ასეთ აქციებზე ყოფნას, არც შეგრცხვებათ, ისე დაიბრალებთ, როგორც არჩევნების დროს იბრალებთ ხოლმე მიღებული ხმების რაოდენობას, აუცილებლად დაიბრალებთ, რადგან თქვენ უმრავლესობაში ყოფნას ხართ მიჩვეულები.გაიზრდებიან ჩვენი შვილები და სიმართლე გაიმარჯვებს!აუცილებლად გაიმარჯვებს! და თქვენ 500–იც აღარ იქნებით!!!სტატუსი დისიდენტურია wink ემოციაP.S. ვინც არ იცით, დისიდენტი რას ნიშნავს, უმრავლესობის მოყვარულებო, დაგუგლეთ, უფრო მიხვდებით, რა დავწერე wink ემოცია
იხილეთ მსგავსი სიახლეები :