Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მორაგბეებმა შიშველ გულშემატკივრს სცემეს - sportsmen.ge

მორაგბეებმა შიშველ გულშემატკივრს სცემეს - sportsmen.ge

2014-10-08 11:20:00

„ნიუკასლისა“ და „ნორთუმრიის“ უნივერსიტეტების სარაგბო გუნდების მატჩის დროს მოედანზე შიშველი გულშემატკივრის შეჭრას მასიური ჩხუბი მოჰყვა. შიშველი ფანი „ნიუკასლის“ ბურთიანი მოთამაშის შეჩერებას შეეცადა და შეძლო კიდეც, რისთვისაც მორაგბის თანაგუნდელებმა სცემეს. შიშველ ქომაგს „ნორთუმრიის“ გუნდის წევრები გამოესარჩლნენ და ხელჩართული ჩხუბი ატყდა. თავად გულშემატკივარმა კი დრო იხელთა და გაიქცა. ინციდენტის მთავარი გმირის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, შეხვედრა კი ნორთუმრიელთა გამარჯვებით 29:10 დასრულდა.      
იხილეთ მსგავსი სიახლეები :