Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მორაგბეები, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი გაუმართავთ მსოფლიოს თასზე

მორაგბეები, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი გაუმართავთ მსოფლიოს თასზე

2014-07-06 11:00:00

2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც ინგლისში გაიმართება, რიგით მე-8 უდიდესი სარაგბო ფორუმია. მიუხედავად იმისა, რომ "ვებ ელისის" თასის ისტორია დიდი ხნის არაა, რაგბის სამყაროში მრავლად დაგროვდნენ ისეთი მორაგბეები, რომლებსაც სამ და მეტ მსოფლიოს თასზე უასპარეზიათ.Planetrugby-მ სწორედ ამ მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, ოღონდ სათავეში ის მორაგბე მოაქცია, ვინც მსოფლიოს თასის გათამაშებებში ყველაზე მეტი მატჩი გამართა. ეს ინგლისის ნაკრების ლეგენდარული შერკინების ბურჯი ჯეისონ ლეონარდია, რომელმაც მსოფლიოს რაგბის ოთხ უდიდეს ფორუმზე იასპარეზა (1991, 1995, 1999 და 2003 წლები). მის ანგარიშზე 22 მატჩია. 2003 წელს ავსტრალიაში, მან "ვებ ელისის" თასიც აღმართა. ახლახან კი თბილისში იმყოფებოდა ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ერთად. ლეონარდი ამჟამად ინგლისის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტია.ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს თასზე სამოელ ბრაიან ლიმას უთამაშია. მან მსოფლიოს რაგბის ექვს უდიდეს ფორუმში მიიღო მონაწილება (1991, 1995, 1999, 2001, 2003 და 2007 წლებში) და 18 მატჩი გამართა. ის ჯერჯერობით აბსოლუტური რეკორდსმენია.სიაში არიან ასევე სხვა უდიდესი მორაგბეებიც. ესენია: ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია), ჯონი ვილკინსონი (ინგლისი), მარტინ ჯონსონი (ინგლისი), ფელიპე კონტეპომი (არგენტინა), ლოურენს დალალიო (ინგლისი), შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია), ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია) და ჯონ სმიტი (სამხრეთი აფრიკა).აღსანიშნავია, რომ ამ რეკორდსმენებთან ახლოს არიან ქართველი მორაგბეებიც. მერაბ კვირიკაშვილს, ირაკლი მაჩხანელს და გიორგი ჩხაიძეს მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში უასპარეზიათ და დიდი შანსი აქვთ, 2015 წელს მეოთხედ ითამაშონ. ამათგან ყველაზე მეტი მატჩი კვირიკაშვილს აქვს გამართული. მან "ბორჯღალოსნების" კვართი 12-ჯერ მოირგო. ჩხაიძემ ერთით ნაკლებ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მან 2003 წელს სამოასთან შეხვედრა გამოტოვა. 10-ჯერ ითამაშა მსოფლიოს თასზე მაჩხანელმა. მან 2011 წელს ახალ ზელანდიაში ინგლისის ნაკრებთან მატჩში ტრავმა მიიღო და ჯგუფური ტურნირის ბოლო ორ შეხვედრაში, რუმინეთთან და არგენტინასთან აღარ უთამაშია.მსოფლიოს თასზე სამჯერ ასპარეზობის შანსი აქვთ, მამუკა გორგოძეს, დავით კაჭარავას, დავით ზირაქაშვილს, დავით ხინჩაგიშვილს, ლევან დათუნაშვილს და შალვა სუთიაშვილს.რეკორდსმენები1. ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი) - 22 მატჩი (1991-2003)2. ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია) - 20 მატჩი (1995-2007)3. მაიკ ქეთი (ინგლისი) - 19 მატჩი (1995-2007)4. ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - 19 მატჩი (1999-2011)5. რაფელ იბანესი (საფრანგეთი) - 18 მატჩი (1999-2007)6. მარტინ ჯონსონი (ინგლისი) - 18 მატჩი (1995-203)7. მარიო ლედესმა (არგენტინა) - 18 მატჩი (1999-2011)8. ბრაიან ლიმა (სამოა) - 18 მატჩი (1991-2007)9. ლუის მუდი (ინგლისი) - 18 მატჩი (2003-2011)17 მატჩი - ფელიპე კონტეპომი (არგენტინა), ლორენს დალალიო (ინგლისი), შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია), ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია), ჯონ სმიტი (სამხრეთი აფრიკა), ჟან ბატისტ პუ (საფრანგეთი), ორელიან რუჟერი (საფრანგეთი).ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :