Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მომავლის ტაქსი - ჩინეთში მფრინავი უპილოტო ტაქსი შექმნეს

2016-03-05 18:31:00

ჩინურმა კომპანია Ehang-მა უპილოტო საჰაერო ტაქსი შექმნა. საფრენ აპარატს შეუძლია პილოტის გარეშე გადაიყვანოს 100 კილოგრამამდე წონის მგზავრები და ბარგი. მცირე ზომის მფრინავი ტაქსით გადაადგილება ნებისმიერს შეუძლია და ამისათვის პილოტის ლიცენზია არ არის საჭირო. მას ავტომატური ნავიგაციის სისტემა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრი ასვლის დროს უბრალოდ, უთითებს რუკაზე იმ ადგილს, სადაც სურს წასვლა, ჯდება და ელოდება დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას.საფრენი აპარატი ელემენტებზე მუშაობს, რის გამოც მას მაქსიმუმ 30 წუთით შეუძლია ფრენა.რაც შეეხება უსაფრთხოებას, უპილოტო ტაქსი აღჭურვილია მრავალჯერადი სარეზერვო სისტემით. ამიტომაც, მაშინაც კი, თუ მისი ყველა ძრავი გაფუჭდება, მას შეუძლია უსაფრთხოდ დაეშვას მიწაზე დარჩენილი ენერგიით.უპილოტო საფრენი აპარატის ფასი დაახლოებით 200 000-დან 300 000-მდე იქნება. იგი გაყიდვაში წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს.იხილეთ ვიდეო მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :