Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მნიშვნელოვანი საზრუნავი ოფლის სუნი



ყველამ, ვინც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, იცის, რა არის სხეულიდან წამოსული არომატი. შესაძლოა, ცხოველთა სამყაროში ასეთი სუნი ერთგვარ უპირატესობადაც კი ითვლებოდეს, რასაც ვერ ვიტყვით ცივილიზებულ სამყაროზე - აქ უსიამოვნო სუნს "შანელი #5-ითაც" კი ვერ ჩავახშობთ. სხეულის სუნი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანი ეჭვობს, ავად ხომ არ ვარო. სინამდვილეში კი დამნაშავე მემკვიდრეობითი ფაქტორი ან არასათანადო ჰიგიენაა. მათი უმრავლესობა, ვისაც სხეულის მკვეთრი სუნი აქვს, ან დაბადებიდანვეა დაჯილდოებული აქტიური აპოკრინული ჯირკვლებით, ან ჯეროვნად არ უვლის სხეულს. ამ შემთხვევაში კანზე იბუდებენ ბაქტერიები, რომლებიც ოფლს უსიამოვნო სუნს აძლევენ. ოფლის სუნმა შეიძლება გააღიზიანოს არა მარტო ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ პიროვნების თვითშეფასებასაც მიაყენოს დარტყმა.   ცოტა რამ ისტორიიდანოფლის სუნს ადამიანი უძველესი დროიდან ებრძოდა. მაგალითად, რომაელები იღლიის ქვეშ არომატული ბალახით სავსე სპეციალურ თოფრაკებს ითავსებდენენ. პირველი მადეზოდორირებელი საშუალება ჩვეულებრივი სოდა გახლდათ - ის ანეიტრალებდა ბაქტერიების სიცოცხლისთვის აუცილებელ მჟავე გარემოს. შემდეგ ალუმინის მარილების შემცველი პასტების გამოყენება დაიწყეს, ხოლო ტერფებსა და ხელისგულებს ჭიანჭველას მჟავას ხსნარით ან მუხის ქერქის ნახარშით იმუშავებდნენ. მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში მოახერხეს მეცნიერებმა პირველი დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების ფორმულების შემუშავება, თანამედროვე დეზოდორანტები კი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა. არ დაიჯერებთ და ოფლი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი გამოყოფა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, წყალმარილოვან ბალანსს, გამოაქვს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის საშიში, ტოქსიკური პროდუქტები, მონაწილეობს თერმორეგულაციაში. მძიმე ფიზიკური დატვირთვისას და სიცხეში ოფლია ერთადერთი საშუალება, რომელიც ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. ძუძუს დვრილების, ჭიპის ირგვლივ, იღლიებსა და სასქესო ორგანოების მიდამოში მდებარეობს განსაკუთრებული ჯირკვლები - სუნის ჯირკვლები. სწორედ ისინი აფრქვევენ ჩვენთვის ქვეცნობიერ დონეზე აღსაქმელ არომატს - სხეულის სუნს. როცა ადამიანი უგუნებოდ არის, ეს სუნი უსიამოვნოა (ეს ცხოველებისგან მემკვიდრეობით მიღებული თავდაცვითი, შემაშინებელი ფუნქციაა), თუ კარგ გუნებაზეა - პირიქით.   როდის უნდა მივმართოთ ექიმს? როდესაც სუნი, მიუხედავად აქტიური ჰიგიენური ღონისძიებებისა, არ ქრება და მას ირგვლივ მყოფებიც შეიგრძნობენ; როდესაც სუნი იმდენად ძლიერია, რომ თავადაც შევიგრძნობთ; თუ ოფლს დაჰკრავს მოტკბო ან ხილის არომატის მსგავსი სუნი; თუ ბავშვს სქესობრივ სიმწიფემდე არ მიუღწევია, მაგრამ სუნიანი ოფლი აქვს. ხშირია ტერფებისა და იღლიების ჰიპერჰიდროზი, რაც ადგილობრივი თბორეგულაციის დარღვევის შედეგს წარმოადგენს. მისი მიზეზი შეიძლება იყოს: მოუხერხებელი, უხარისხო, პლასტიკის ან ვინილის ფეხსაცმელი; ბრტყელტერფიანობა; მჭიდრო და მკვრივი ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც ჰაერს ცუდად ატარებს; გარემოს ტემპერატურისა და ტენიანობის მომატება; თრომბოფლებიტი; ინსულტის შემდგომი მდგომარეობა. გაძლიერებულ ოფლდენას ხშირად სდევს თან სუნი, თანაც უმეტესად - ახალგაზრდა მამაკაცებში. ახალგაზრდა ქალებში სუნიანი ოფლი ზოგჯერ მენსტრუალური ციკლის დარღვევებს უკავშირდება.ითვლება, რომ ოფლის სუნს ოფლის შემადგენლობაში შემავალი რამდენიმე ამინომჟავა (ლეიცინი, თიროზინი), ცხიმოვანი მჟავები, ბაქტერიები, ოფლის დაშლის პროდუქტები განაპირობებს.იღლიის ჭარბი ოფლიანობა უმეტესად მემკვიდრეობით არის გამოწვეული და ორივე სქესის ადამიანებში გვხვდება, თუმცა უმეტესად ახალგაზრდა, იშვიათად - ხანდაზმულ მამაკაცებს აწუხებთ და არ აღენიშნებათ ბავშვებს. ჭარბი ოფლიანობა საოფლე ჯირკვლების მომატებულ აქტივობას უკავშირდება. თითოეულ იღლიისქვეშა ფოსოში დაახლოებით 25 ათასი ასეთი ჯირკვალია განლაგებული. ემოციურად მეტად მძიმეა ხელისგულებისა და ტერფების მომატებული ოფლიანობა - აკროჰიდროზი. ხელისგულების ოფლიანობისას ყოველთვის მკაფიოდ არის გამოხატული ემოციური და ასაკობრივი ფაქტორები. აკროჰიდროზის განვითარებას ხელს უწყობს ნევროზი, ალკოჰოლიზმი, პოლინეიროპათია.ჰიპერჰიდროზი ხელს უწყობს კანის დაავადებების, განსაკუთრებით ტერფის სოკოვანი სნეულებების განვითარებას. სხეულის სუნთან ბრძოლის უმთავრესი კომპონენტებია აპოკრინული ჯირკვლების სეკრეციის შესუსტება, ოფლის თანმხლებ ბაქტერიათა რაოდენობის შემცირება და მავნე ფაქტორების აღმოფხვრა. ჭარბი ოფლიანობის მკურნალობა რთული პროცესია და იშვიათად მთავრდება სრული განკურნებით. მთავარი ჰიპერჰიდროზის მიზეზის გამოვლენა და აღმოფხვრა გახლავთ. ზოგადი მკურნალობა ითვალისწინებს დამამშვიდებელი საშუალებების (ვალერიანის, ბარამბოს პრეპარატების) მიღებას. იყენებენ იმ საშუალებებს, რომლებიც ატროპინს და პაპავერინს შეიცავს. ემოციურ ნიადაგზე განვითარებული ჰიპერჰიდროზის დროს ინიშნება ტრანკვილიზატორებიც. იყენებენ ასევე კალციუმის პრეპარატებს, A, E, B1, B12 ვიტამინებს, სალბის ნაყენს. ზომიერი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ინიშნება გარეგანი, ადგილობრივი თერაპია.ადგილობრივი საშუალებები იყოფა დეზოდორანტებად და ანტიპერსპირანტებად. პირველი ჯგუფი აფერხებს ოფლის დაშლას და პარფიუმერიული დანამატების საშუალებით ნიღბავს სუნს, მეორე კი თრგუნავს საოფლე ჯირკვლების ფუნქციას. დეზოდორანტები შეიცავს ანტიმიკრობულ კომპონენტებს, პარფიუმერიულ დანამატებსა და დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც ზოგჯერ დერმატიტის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ალერგიისადმია მიდრეკილი.   თუ ტანი გიოფლიანდებათ: ყოველდღე იბანეთ. გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საპონი. ეცადეთ, დღის განმავლობაში იღლიისქვეშა და ნაოჭების მიდამოები ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით გაისუფთაოთ. ამ გზით მოიშორებთ მკვდარ ქსოვილებს და ბაქტერიებს, რომლებიც სუნის წარმოშობაში მთავარ როლს ასრულებენ. გამოიყენეთ დეზოდორანტები. გამოიყენეთ საშუალებები, რომლებიც აქვეითებენ ოფლის სეკრეციას. გამოგადგებათ ტალკი, საჭმელი სოდა, საბავშვო ტალკი, კარტოფილის ფქვილი - თუ მათ პრობლემურ ადგილებზე მიიფრქვევთ, სისველეს შთანთქავენ და სუნს ჩაახშობენ. ეცადეთ, ჩაიცვათ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი (განსაკუთრებით - საცვლები). გარეცხეთ ისეთი საშუალებებით, რომლებიც სუნს სპობს. აუცილებლობის შემთხვევაში ქვედა საცვალი გამოიცვალეთ უშუალოდ შინიდან გასვლის წინ. აუცილებლად მოიშორეთ თმა იღლიისქვეშა ფოსოდან - სწორედ მასზე გროვდება ოფლი და ბაქტერიებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ერიდეთ ცხარე და ტკბილ საკვებს. ნივრიანი და კვლიავიანი საკვების მიღების შემდეგ ოფლს მკვეთრი სუნი ეძლევა. ზოგჯერ ეს ეფექტი საკვების მიღებიდან 24 საათის განმავლობაშიც კი გრძელდება.   თუ ფეხები გიოფლიანდებათ: ყოველდღე იბანეთ თბილი წყლით. ატარეთ სუფთა, ნატურალური ქსოვილის წინდები. გამოიცვალეთ ყოველდღიურად. ტერფებზე წაისვით კრემი, რომელიც შეიცავს მკვებავ და მადეზოდორირებელ ნივთიერებებს, მაგალითად, გლიცერინს. მოათავსეთ წინდაში რამდენიმე ჩაის ფოთოლი. ჩადეთ ფეხსაცმელში და 1-2 დღე დატოვეთ. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნი გაქრება. ეფექტიანია ფეხის სპეციალური დეზოდორანტიც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ისხუროთ იგი თითებს შორის ეცადეთ, ფეხები ყოველთვის ნატურალური ქსოვილის ტილოთი გაიმშრალოთ. გადაივლეთ ფეხებზე მუქი ჩაის ნაყენი. ჩაიში შემავალი ტანინები ამცირებენ ოფლის გამოყოფას.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :