Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდები



ფარმაკოთერაპიაფარმაკოთერაპია სამკურნალო პრეპარატებით სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობას, მათ დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკას ისახავს მიზნად. სამკურნალო საშუალება შეიძლება იყოს როგორც სინთეზური, ისე ბუნებრივი წარმოშობისა და ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა - აბებისა, კაფსულებისა, ხსნარისა, მალამოსი... ნებისმიერი მედიკამენტი გამოყენების წინ აუცილებლად გადის კლინიკურ გამოკვლევას. მხოლოდ ამის შემდეგ რთავენ ფართო სამედიცინო პრაქტიკაში მისი გამოყენების ნებას. სამკურნალო საშუალებათა ტიპებიქიმიური აგებულების მიხედვით განასხვავებენ ფურფუროლის, იმიდაზოლის, პირიმიდინის და სხვა ნაერთთა წარმოებულებს. წარმოშობის მიხედვით მედიკამენტები შეიძლება იყოს ბუნებრივი, სინთეზური და მინერალური. ფარმაკოლოგიურ ჯგუფებად წამლებს ყოფენ ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ნიშნით. ნოზოლოგიური კლასიფიკაცია სამკურნალო საშუალებების სამიზნე დაავადებათა მიხედვით დაყოფას ითვალისწინებს. ცნობილია მედიკამენტების ანატომიურ-თერაპიულ-ქიმიური დაყოფაც. ეს საერთაშორისო კლასიფიკაციაა, რომელიც ითვალისწინებს პრეპარატის ფარმაკოლოგიურ ჯგუფს, მის ქიმიურ ბუნებას და იმ დაავადების ნოზოლოგიას, რომლის სამკურნალოდაც იგი გამოიყენება. სამკურნალო საშუალებებს იღებენ: მცენარეებისგან - ბალახებისგან, ფოთლებისგან, ყვავილებისგან, თესლისგან, კენკრისგან, ფესვებისგან, ქერქისა და მათი გადამუშავების პროდუქტებისგან - ისეთებისგან, როგორებიცაა ცხიმოვანი ზეთები და ეთერზეთები, წვენი და სხვა; ცხოველური ნედლეულისგან - ცხოველების ჯირკვლებისა და ორგანოებისგან, ცხიმისგან, ფუტკრის ცვილისგან და სხვა; ორგანული წიაღისეულისგან - ნავთობისგან, ქვანახშირისა და მისი გადამუშავების პროდუქტებისგან; არაორგანული წიაღისეულისგან - მინერალებისა და მათი ქიმიური დამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტებისგან - ლითონებისგან. სამკურნალო ფიზკულტურასამკურნალო ფიზკულტურა მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ბუნებრივ ფაქტორებსა და ფიზიკურ ვარჯიშს იყენებენ. მეთოდი ეფუძნება მოძრაობას - ორგანიზმის ძირითად ბიოლოგიურ ფუნქციას. იგი მოიცავს მკაცრად დოზირებულ ვარჯიშებს სწორი სუნთქვის ფონზე. სამკურნალო ფიზკულტურა გულისხმობს სუნთქვით ვარჯიშს, სიარულს. მთავარი მეთოდი სამკურნალო ტანვარჯიშია, ანუ ნოზოლოგიების მიხედვით სპეციალურად დამუშავებული ვარჯიშები ამა თუ იმ დაავადების, მისი კლინიკური თავისებურებების, ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის, მისი ზოგადი ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით. მკურნალობა და პროფილაქტიკა ხორციელდება დილის ვარჯიშით, სამკურნალო ტანვარჯიშით, დოზირებული სიარულით, სამკურნალო ცურვით, ჰოდროკინეზოთერაპიით, მექანოთერაპიით, სპორტული თამაშებით, ტრენაჟორებზე ვარჯიშით, სწრაფი სიარულით და სხვა. მეზოთერაპიამეზოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეთოდია. იგი 1958 წელს ფრანგმა ექიმმა მიშელ პისტორმა შემოიღო და დანერგა სამედიცინო პრაქტიკაში. მან გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა: პროკაინისა და მისი წარმოებულების მეზოდერმაზე ზემოქმედება იმდენად არსებით შედეგებს იძლევა, რომ დროა, მედიცინაში ახალი ტერმინი - "მეზოთერაპია" - დავნერგოთო. თავდაპირველად მეზოთერაპია პროკაინისა და მისი წარმოებულების, როგორც ტკივილის გამაყუჩებელი დამატებითი საშუალებების, კანში შეყვანას გულისხმობდა. მოგვიანებით დაიწყეს მისი გამოყენება პერიფერული ნერვული სისტემის პათოლოგიათა სამკურნალოდ. გერონტოლოგები, რომლებიც მას სახის კანის ნევრიტების სამკურნალოდ იყენებდნენ, აღნიშნავდნენ კანის მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მეთოდმა გამაახალგაზრდავებელი დანიშნულებაც შეიძინა. დღეს მას იყენებენ ნებისმიერი ტიპის ტკივილისა და ანთების, ნერვული, იმუნური, სისხლძარღვოვანი და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატების დაავადებათა სამკურნალოდ, კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის, თმების, ფრჩხილების და ესთეტიკური კორექციისთვის. ფიტოთერაპიაფიტოთერაპია მცენარეებით მკურნალობაა. მათი მიღება დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, ტოქსინებისა და წიდისგან შინაგანი ორგანოების გათავისუფლებას, აძლიერებს მათ თავდაცვით ფუნქციებს, ფიტოპრეპარატების მოქმედების მექანიზმს მათში აქტიური ნივთიერებების: ალკალოიდების, გლიკოზიდების, ეთერზეთებისა და სხვათა - შემცველობა განსაზღვრავს. რატომ ირჩევენ ფიტოთერაპიას1. პაციენტებს სურთ, თავი აარიდონ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ანტიბიოტიკებითა და სხვა ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას ახასიათებს. მცენარეული პრეპარატები გაცილებით მსუბუქად მოქმედებს ორგანიზმზე და არ იწვევს მიჩვევას.2. მცენარეული სამკურნალო საშუალებები ზოგჯერ ეფექტიანია იქ, სადაც შესაძლოა ტრადიციული ანტიბიოტიკი, მიკროორგანიზმის მიჩვევის გამო, უძლური აღმოჩნდეს.3. მცენარეთა ეკოლოგიური უვნებლობა  ხელს უწყობს მათ ხანგრძლივ და უსაფრთხო გამოყენებას.4. მცენარეთა აქტიურ ნივთიერებებსა და ადამიანის ორგანიზმის აქტიურ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს შორის არსებობს გარკვეული მსგავსება, რის გამოც ორგანიზმი მათ უფრო ადვილად იღებს.5. მცენარეული ნედლეული და მათი პრეპარატები, ჩვეულებრივ, თავსებადია სინთეზურად მიღებულ სამკურნალო საშუალებებთან.6. სამკურნალო მცენარეები განსაკუთრებით ეფექტიანია ორგანიზმის ფუნქციური მოშლილობისას, დაავადების მსუბუქი ფორმისას, ზრდის სპეციფიკური თერაპიის სამკურნალო ეფექტს და აქვს კარგი ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.7. მცენარეთა დიდ ნაწილს ახასიათებს ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე, ზრდის მის დამცველობით ფუნქციებს და იმუნიტეტს.8. ზოგჯერ სამკურნალო მცენარეები ალტერნატიულ ქიმიურ წამლებზე გაცილებით უვნებელია. ფიზიოთერაპიაფიზიოთერაპია კლინიკური მედიცინის სპეციალური დარგია, რომელიც იყენებს ბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ფიზიკური ფაქტორების ფიზიოლოგიურ და სამკურნალო მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. ფიზიოთერაპიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებებია ლაზერთერაპია, დიადინამოთერაპია, ამპლიპულსთერაპია, მიოსტიმულაცია, კრიოთერაპია და სხვა. ელექტროფორეზი და ფონოფორეზიც ფიზიოთერაპიული პროცედურებია, რომლებიც ერთგვარად შუალედურ მდგომარეობას იკავებს ფიზიოთერაპიასა და ფარმაკოთერაპიას შორის - მათი მეშვეობით ელექტრული დენი და ულტრაბგერა გამოიყენება წამლის ორგანიზმში შესაყვანად კანისა და ლორწოვანი გარსების გზით. ფიზიოთერაპიული პროცედურების მთავარი მიზანია ძლიერი ეფექტის მიღწევა ორგანიზმის მინიმალური დატვირთვის გზით. ეს მეთოდი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს პოსტოპერაციული და პოსტტრავმული პათოლოგიების მკურნალობისას. გამოიყენება როგორც დამოუკიდებელ, ისე დამხმარე მეთოდად. ფიზიოთერაპიული პროცედურები დიაგნოზის, დაავადების მიმდინარეობის სტადიის, მისი სიმძიმის, პაციენტის ასაკის, სქესის, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის, გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით შეირჩევა. მასაჟიმასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილების თანაბარზომიერი მექანიკური გაღიზიანებაა, რომელიც მასაჟისტის ხელით ან სპეციალური აპარატისა თუ მოწყობილობის დახმარებით ხორციელდება. მასაჟი ქსოვილებზე მხოლოდ მექანიკურ გავლენას არ ახდენს - იგი ერთვება რთულ ფიზიოლოგიურ პროცესებში, სადაც წამყვან როლს ცენტრალური ნერვული სისტემა ასრულებს. კლასიფიკაციასახეობის, ფორმისა და ჩატარების მეთოდის მიხედვით მასაჟი რამდენიმე ქვეტიპად იყოფა. სახეობის მიხედვით განასხვავებენ სპორტულ, სამკურნალო, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს. ფორმის მიხედვით ცნობილია ზოგადი, ლოკალური, თვით, ურთიერთ- და ორთქლის მასაჟი. ჩატარების ტექნიკის მიხედვით განირჩევა: მასაჟი ხელით, აპარატით (ვიბრომასაჟი, პნევმომასაჟი, ჰიდრომასაჟი), მასაჟი ფეხით და კომბინირებული მასაჟი. მასაჟის ფორმებიზოგადი მასაჟი - ტარდება მთელ სხეულზე განსაკუთრებული მოძრაობების თანამიმდევრობის მკაცრი დაცვით. მას უმეტესად პროფილაქტიკური მიზანი აქვს და ემსახურება ორგანიზმის გამძლეობის გაზრდას, დაღლილობის შემაწუხებელი სიმპტომების სწრაფ მოხსნას. ლოკალური (ადგილობრივი) მასაჟი - ტარდება მხოლოდ სხეულის რომელიმე ნაწილზე. თვითმასაჟი - ამ დროს ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს მასაჟს. ორთქლის მასაჟი - ტარდება ორთქლის აბაზანაში დილის ვარჯიშის შემდეგ, სპორტული შეჯიბრების წინ ან დასასრულს. ურთიერთმასაჟი - ტარდება ტურისტულ ლაშქრობებში, ყოფა-ცხოვრებაში, ზოგიერთი სახის საწარმოში. ამ დროს ორი ადამიანი ერთმანეთს მონაცვლეობით უკეთებს მასაჟს.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :