Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერენტი...

მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერენტი...

2016-02-09 10:38:00

"როდესაც პროექტი დასრულდება, ნიუ-იორკში მყოფი ბიზნესმენი ლონდონის ოფისში შეტყობინებების გაგზავნას დაუბრკოლებლად შესძლებს. კაბინეტიდან გაუსვლელად, მას პლანეტის ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანთან შეეძლება დაკავშირება. ჯიბის საათის ხელა, იაფი მოწყობილობა მის მფლობელს წყალსა და ხმელეთზე ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორებით გადმოცემული მუსიკის, სიმღერების და პოლიტიკოსების გამოსვლების მოსმენის საშუალებას მისცემს. ამავე მოწყობილობით ის გამოსახულებას, სიმბოლოს, ნახატსა თუ ტექსტს ერთი წერტილიდან მეორეში გააგზავნის. მილიონობოთ ასეთ მოწყობილობას მხოლოდ ერთი სადგური გააკონტროლებს", - 1908 წელს სწორედ ასე აღწერა ნიკოლა ტესლამ ინფორმციის უსადენო გაცვლის გლობლური სისტემა. მსგავსი სისტემების გამოჩენას არა მხოლოდ გენიოსი მეცნიერები წინასწარმეტყველებდნენ. უსადენო კავშირი და ზემძლვრი კომპიუტერები, რომლებიც თანამედროვე ინტერნეტ-სერვერების პროტოტიპების როლში გამოიდიოდნენ, არაერთი მწერლი-ფანტასტის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორის იყვნენ აიზეკ აზიმოვი და ძმები სტრუგაცკები. თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ გამოგონება, რომელსაც ისინი საკუთარ ნაშრომებსა და წიგნებში დეტალურად აღწერდნენ, ადამიანის ცხოვრებას ძირფესვინად შეცვლიდა.ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. კაცობრიობის ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება სხვა ისეთი გამოგონება, რომელიც მასზე ადამიანის დამოკიდებულებით ინტერნეტს შეედრებოდა. ადამიანების გარდა, ინტერნეტზე და ქსელურ სისტემებზე დამოკიდებულია სახელმწიფოებიც. მათზეა დაფუძნებული საბანკო სისტემები, კავშირი, უსაფრთხოება, შეიარაღებული ძალები, ასობით სახელმწიფო და კერძო უწყება. ყველაფერი 1950-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ცივი ომის პირობებში აშშ-ის თავდაცვის უწყებას სწრაფი და საიმედო კავშირის სისტემა დასჭირდა. პერსპექტიულ მიმართულებად კომპიუტერული ქსელი ჩაითვალა. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტს და სტენფორდის კვლევით ცენტრს შესაბამისი სისტემა სწორედ მის ბაზაზე უნდა შეექმნა. ARPANET-ის პირველი სერვერი 1969 წლის 2 სექტემბერს შემუშავდა. მისი ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ 24 კილობაიტი იყო. იმავე წლის 29 ოქტომბერს ლოს-ანჟელესიდან სტენფორდში შიდა ქსელით პირველი შეტყობინება გაიგზავნა. სპეციალისტები ინტერნეტის დაბადების დღედ სწორედ ამ თარიღს მიიჩნევენ.1971 წელს ARPANET-ს ელექტრონული ფოსტის გაგზავნის პროგრამა შეემატა, რომელიც უმალ პოპულარული გახდა. ორი წლის შემდეგ, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე გაჭიმული კაბელით სისტემასთან ბრიტანეთის და ნორვეგიის დაკავშირებით, მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. 1970-იან წლებში, მომხმარებლები სისტემას ძირითადად ელექტრონული ფოსტის გაგზავნისთვის იყენებდნენ. მას უკვე ჰქონდა საფოსტო ბმულები და რეკლამის განსათავსებელი ადგილები. 1984 წელს, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შექმნილი NSFNet-ის სახით ARPANET-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. გაცილებით მოსახერხებელი NSFNet უფრო დიდი გამტარიანობით გამოირჩეოდა. ერთი წლის თავზე მისი მომხმარებლების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.1988 წელს სპეციალისტებმა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ჩათის პირველი ვარიანტი - Internet Relay Chat შექმნეს. ამიერიდან ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთთან საუბარი რეალურ დროში შეეძლოდ. ორი წლის თავზე ARPANET-ი საერთოდ გაქრა სამომხმარებლო ბაზრიდან. 1996 წელს კი ტერმინი - ინტერნეტი საზოგადოებაში საბოლოოდ დამკვიდრდა. იმავე წლის 4 ივლისს (აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს) პირველი კომერციული საფოსტო სერვისი Hotmail-ი ამოქმედდა. 1997 წლისთვის ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რიცხვმა 10 მლნ-ს გადააჭარბა. უკიდეგნო სამყარო, რომლის კარიც სამმაგი WWW-ს აკრეფით იღება, ნებისმიერ ადამიანს აუარებელი მოცულობის ინფორმაციის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. დღეს ინტერნეტი You must have Flash Player installed in order to see this player. არა მხოლოდ ჩათია. აქაა ფორუმები, ბლოგები, ვიკი-ენციკლოპედიები, ინტერნეტ მაღაზიები და აუქციონები, სოც-ქსელები, ინტერნეტ რადიო და ტელევიზია, რეკლამა, ონლაინ თამაშები, საძიები ქსელი, მესინჯერები... ინტერნეტის ფართო გავრცელებამ ბეჭდვით მედიას დიდი დარტყმა მიაყენა. სტატისტიკურად, მსოფლიოში გზეთების მკითხველთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. მხოლოდ აშშ-ში 1989 წლიდან 2009 წლამდე გაზეთების დღიური ტირაჟი 62-დან 49 მილიონ ეგზემპლიარამდე შემცირდა. ნუკრი მგელაძეAMBEBI.GE
იხილეთ მსგავსი სიახლეები :