Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"მის სახელს უკავშირდება უოტერგეიტის პოლიტიკური სკანდალის გახსნა"

"მის სახელს უკავშირდება უოტერგეიტის პოლიტიკური სკანდალის გახსნა"

2014-10-22 12:38:00

გუშინ, 21 ოქტომბერს, “The Washington Post”-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი ბენ ბრედლი გარდაიცვალა.     “The Washington Post”-ის ინფორმაციით, ბენ ბრედლი გუშინ თავის სახლში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 93 წლის ასაკში.     მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგლოვიარო პოსტი გამოქვეყნდა აშშ-ს საელჩოს საქართველოში ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.      "დღეს ჩვენ ბენ ბრედლის, ვაშინგტონ პოსტის ლეგენდარული რედაქტორის გარდაცვალებას ვგლოვობთ. მის სახელს უკავშირდება უოტერგეიტის პოლიტიკური სკანდალის გახსნა. ბრედლიმ საზოგადოებასა და მთავრობაში არსებული პრობლემების წარმოჩენაში თავისუფალი პრესის მნიშვნელობა დაგვანახა. გუშინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, „ბენჯამენ ბრედლისთვის ჟურნალისტიკა პროფესიაზე მეტი იყო, ეს იყო ჩვენი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო სიკეთე".     ბენ ბრედლი, “The Washington Post”-ს 1968-1991 წლებში ხელმძღვანელობდა, მისი ხელმძღვამნელობის დროს გაზეთი ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთი გახდა ამერიკაში და შემდგომში არა მარტო ამერიკაში, მსოფლიო მაშტაბით.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :