Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მინერალური ქვები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - სამოქალაქო პრესა

მინერალური ქვები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - სამოქალაქო პრესა

2014-04-25 21:21:00

უამრავი საინტერესო და კარგი კომბინაცია არსებობს მინერალურ ქვებსა და ზოდიაქოს შორის. თითო ზოდიაქოს რამოდენიმე ქვა შეესაბამება ხოლმე. აქ მოყვანილია ერთ-ერთი კომბინაცია, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ამა თუ იმ თვისებას აძლიერებენ ან ასუსტებენ. მაშ, ასე: ამეთვისტო-ვერძი: ამეთვისტო ამშვიდებს ვერძის ფეთქებად ბუნებას, ასუსტებს მის ეგოიზმს, უხსნის დაძაბულობას, ხელს უშლის მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები, რითაც იგი უფრო კეთილგონიერი ხდება. კურო-ქალცედონი: ქალცედონი კუროს ჩუქნის სიხარულს და ეხმარება სტრესული სიტუაციების გადატანაში, ხელმომჭირნე კუროებს კი ასწავლის გაცემას. ტყუპები-ტოპაზი: ტოპაზი ტყუპებს იცავს სახიფათო ვნებისაგან, ფსიქიკური და ნერვული აშლილობისაგან, ეხმარება უძილობის დაძლევაში. კირჩხიბი-კატის თვალი (ქრიზობერილი): კატის თვალი კირჩხიბს უქრობს პესიმიზმს, ასევე ეხმარება თავი დააღწიოს სხვა ადამიანის ზეგავლენას. მოაქვს სიყვარული და გამძლეობა. ლომი-ტოპაზი: ტოპაზი ამდაბლებს ლომის ეგოიზმს და აუმჯობესებს მის მატერიალურ კეთილდღეობას. ქალწული-ნეფრიტი: ნეფრიტი ქალწულს ამაღლებს სულიერად, მატებს კეთილშობილებასა და უშუალობას. სასწორი-ოპალი: ოპალი სასწორს ეხმარება დაარეგულიროს ცვალებადი ხასიათი, ებრძვის მის სკეპტიციზმსა და მერყეობას. მორიელი-ძოწი: ძოწის საშუალებით მორიელი ხდება უფრო მხიარული და მეგობრული. ეს ქვა ეხმარება დაარეგულიროს ემოციონალური ბალანსი და გახდეს უფრო ლმობიერი. მშვილდოსანი-ამეთვისტო: ამეთვისტოს წყალობით მშვილდოსანი უფრო სერიოზული და ჩამოყალიბებულია. ეს ქვა იცავს ღვიძლის დაავადებებისგანაც. თხის რქა-მალაქიტი: მალაქიტი აუმჯობესებს და ამაგრებს თხის რქის ძვლოვან სისტემას, ეხმარება გულცივობის დაძლევასა და თავის უკეთ გამოხატვაში. მერწყული-ცირკონი: ცირკონი აუმჯობესებს მერწყულის გონებრივ შესაძლებლობებს. მას მატებს კონსერვატულობას. თევზები-აკვამარინი: აკვამარინი თევზებს აჯილდოებს გაბედულებით და მატებს ღირსების გრძნობას. წყარო: http://geoastro.ge/zodiaqos-nishnebi/203--.html
იხილეთ მსგავსი სიახლეები :