Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მცირემიწიანი ფერმერები აგრობარათებს წელსაც მიიღებენ

2016-03-21 17:35:00

PLAYER_GET_VIDEOFLASH"მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" ერთი წლით გახანგრძლივდა. სამ წელზე გაწერილი ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ბარათების პროგრამა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი მიმართვიანობა ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რის გამოც მთავრობამ მიწების დამუშავებისთვის თანხები წელსაც გამოჰყო. პროგრამის პირობები უცვლელია - მცირე მიწების მქონე ფერმერები ხვნის მომსახურებასა და სასოფლო­-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად აგრობარათებს წელსაც მიიღებენ. პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 760 ათასია, ბიუჯეტი კი გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და 48 მილიონ ლარს შეადგენს.იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :