Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა!

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში მოხვდა!

2014-05-14 09:52:00

7 ივნისს სამხრეთ აფრიკის ნაკრები კეიპთაუნში მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტია, რომელმაც პლანეტის საუკეთესო მორაგბეების სია გამოაქვეყნა.მალეტის რჩეულთა შორისაა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც წლეულს, ისევე, როგორც აქამდე, შესანიშნავ სეზონს ატარებს. მსოფლიოს ნაკრებში ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, სამოას, ტონგას, საფრანგეთისა და ირლანდიის კიდევ 22 მოთამაშე მოხვდა."ის მოთამაშეები, რომლებიც ამ მატჩისთვის შევარჩიე, არა მარტო გამოცდილები არიან, არამედ ამჟამადაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მოუთმენლად ველი, როცა ყველა ამ ნიჭიერ მორაგბეს თავს მოვუყრი. ვფიქრობ, მათთან საერთო ენის გამონახვა არ გამიჭირდება.წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი "ბოკეს" სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს" - თქვა ნიკ მალეტმა.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ახალზელანდიელი ენდრიუ ჰორია, რომელმაც ეროვნულ გუნდში 83 კეპი მოიხვეჭა. მას კვალში უდგას ფრანგი უკანახაზელი ორელიან რუჟერი, რომელმაც "ლე ბლოს" შემადგენლობაში 71 მატჩი გამართა. გუნდში ორი ისეთი მორაგბეც მოხვდა, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს უთამაშიათ. ორივე სამხრეთაფრიკელია: რორი კოკოთი და სხალკ ფერეირა. მსოფლიოს ნაკრებში მოხვედრილი სამხრეთაფრიკელებიდან ყველაზე მეტი, 25 კეპი ბი ჯეი ბოთას აქვს მოხვეჭილი.შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში 51 მატჩი გამართა.მსოფლიოს ნაკრებიშერკინებასტეფონ არმითიჯი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), როჯერ ვილოსნი (ალსტერი, ირლანდია), მამუკა გორგოძე (მონპელიე, საქართველო), ალისტერ ჰარგრეივსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთი აფრიკა), სხალკ ბრაიტსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ენდრიუ ჰორი (ახალი ზელანდია), სხალკ ფერეირა (ტულუზი, სამხრეთი აფრიკა), სონა ტაუმოლოლო (პერპინიანი, ტონგა), ბი ჯეი ბოთა (მანსტერი, სამხრეთი აფრიკა), კარლ ჰეიმანი (ტულონი, ახალი ზელანდია)უკანა ხაზიჯეიმზ ოკონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), დრიუ მიტჩელი (ტულონი, ავსტრალია), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), სიტივენი სივივიატუ (კლერმონი, ახალი ზელანდია), ორელიან რუჟერი (კლერმონი, საფრანგეთი), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია), მეთ გიტო (ტულონი, ავსტრალია), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), რორი კოკოთი (კასტრი, სამხრეთი აფრიკა), ჯიმი ქოუანი (გლოსტერი, ახალი ზელანდია).ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :