Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრების მაისურით სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრების მაისურით სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება

2014-06-03 10:55:00

"ბორჯღალოსნების" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებშია მიწვეული. გუნდის საბოლოო შემადგენლობა მწვრთნელებმა 2 ივნისს დაასახელეს.მსოფლიოს ნაკრები 7 ივნისს კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ პლანეტის საუკეთესოთა კრებულს სწორედ სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები ნიკ მალეტი და ალან სოლომონსი ხელმძღვანელობენ. მათ გუნდში ახლახან "ბარბაროსების" შემადგენლობაში მოთამაშე რამდენიმე მორაგბე მიიწვიეს. ესენი არიან: ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთ აფრიკა), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია) და ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე, საფრანგეთი).საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ნაკრებში მორაგბეები ცხრა ქვეყანამ მიავლინა. ესენია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, სამოა, ტონგა და საქართველო.ივნისის ტესტებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა "ბოკეს" თავკაცმა ჰეინკე მეიერმა. სამხრეთაფრიკელთა გუნდში კვლავ აღდგება მეორეხაზელების უძლიერესი დუეტი, ბაკის ბოთა-ვიქტორ მეტფილდი. ამასთან ერთად, "ბოკეს" ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენია: პატრიკ ლამბიე, სტეფან ესტებესი, ფრანს მალერბი, ჩილიბოი რელეპელე, ფრიკ კირსტენი, ფრანკო ფან დერ მერვე, არნო ბოთა, პიერ სპისი და ხიო ეპლონი.მსოფლიოს ნაკრებიშერკინება: სტეფონ არმითიჯი (ტულონი, ინგლისი), ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), როჯერ ვილსონი (ალსტერი, ირლანდია), მამუკა გორგოძე (მონპელიე, საქართველო), ალისტერ ჰარგრეივსი (სარასენზი, სამხრეთ აფრიკა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთ აფრიკა), კეიგ ბარდენი (ტულონი, სამხრეთ აფრიკა), ენდრიუ ჰორი (უგუნდო, ახალი ზელანდია), სხალკ ფერეირა (ტულუზი, სამხრეთ აფრიკა), სონა ტაუმოლოლო (პერპინიანი, ტონგა), ჯულიან რედელინჰაუზი (ლაიონზი, სამხრეთ აფრიკა), კარლ ჰეიმანი (ტულონი, ახალი ზელანდია).უკანა ხაზი: ჯეიმზ ოკონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), დრიუ მიტჩელი (ტულონი, ავსტრალია), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), სიტივენი სივივატუ (კლერმონი, ახალი ზელანდია), ორელიან რუჟერი (კლერმონი, ახალი ზელანდია), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია), მეთ გიტო (ტულონი, ავსტრალია), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე, საფრანგეთი), რორი კოქოთი (კასტრი, სამხრეთ აფრიკა), ჯიმი ქოუანი (გლოსტერი, ახალი ზელანდია).სამხრეთ აფრიკავილემ ალბერტსი, ბაკის ბოთა, სხალკ ბრაიტსი, სხალკ ბურხერი, მარსელ კუცია, დამიან დე ალენდე, ლოდევიკ დე იაგერი, ბისმარკ დუ პლესი, იანი დუ პლესი, ფური დუ პრი, ჯეი ჯეი ენგელბერხტი, ჯონ გუსენი, ბრაიან ჰაბანა, კორნალ ჰენდრიქსი, ფრანსუა ჰუგარი, ზან კირჩნერი, სიია კოლიზი, ვილი ლე რუ, ფანუსა ლოუ, ვიკტორ მეტფილდი, ტებიჰო ოუპა, ტყენდაი მათავარირა, ლვაზი მვოვო, კონი ოოსტჰუიზენი, რუან პინარი, ჯეი პი პიტერსენი, იან სერფონტეინი, სბურა სიტოლე, ხუთრო სტენკამპი, ფრანსუა სტეინი, მორნი სტეინი, ფლიპ ფან დერ მერვე, მარსელ ფან დერ მერვე, დუეინ ვერმულენი, კელი ვისაჯი.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ: "დიდი ქართველის" გარდამტეხი ლელო - მამუკა გორგოძემ ინგლისს გაუტანა [VIDEO]
იხილეთ მსგავსი სიახლეები :