Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

მამაკაცის პირადი ჰიგიენა

მამაკაცის პირადი ჰიგიენა



მამაკაცის ცხოვრებაში პირადი ჰიგიენა დიდ როლს ასრულებს. ის, გარდა იმისა, რომ პეწს მატებს გარეგნობას, ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილების  შესაძლებლობასაც იძლევა, ამიტომ აუცილებელია, თითოეულმა მამაკაცმა გამოიმუშაოს თავის მოვლის განსაზღვრული რიტუალი, რომელიც არ შეზღუდავს მას, მაგრამ, ამასთანავე, ყველა ჰიგიენური სტანდარტის შესაბამისი იქნება. პირის ღრუს მოვლაარცთუ იშვიათად მამაკაცებს პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნი აწუხებთ. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადება იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ შესაბამისი დარგის სპეციალისტს და მისი რეკომენდაციით ჩაიტაროთ განსაზღვრული გამოკვლევები. უსიამოვნო სუნს პირის ღრუსა და კბილების მოუვლელობაც იწვევს. პირის ღრუში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია დღეში ორჯერ მაინც კბილების გახეხვა. სასურველია, ეს პროცედურა დილა-საღამოს ჩაიტაროთ. ზედმიწევნით უნდა დაიცვათ კბილების წმენდის ტექნიკა, რათა კბილების მთელი ზედაპირი დაიმუშაოთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ ენის ზედაპირს და ლოყების შიგნითა ლორწოვან გარსს - სწორედ აქ გროვდება უფრო მეტი ბაქტერია. დღის განმავლობაში, განსაკუთრებით - კვების შემდეგ, სასურველია, პირის ღრუში გამოივლოთ ის სპეციალური სავლები ხსნარები, რომლებიც ანტისეპტიკებს და კბილის მინანქრისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მიირთვათ ისეთი ხილიც, რომელიც აქარწყლებს უსიამოვნო სუნს, მაგალითად, ვაშლი.სხეულის მოვლასაიდუმლო არ არის, რომ მამაკაცები ქალებზე მეტად ოფლიანდებიან, ამიტომ ოფლის უსიამოვნო სუნი შესაძლოა პრობლემად იქცეს. ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად გრძნობდეთ თავს, საჭიროა, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, მიიღოთ შხაპი. ამ დროს არ არის აუცილებელი იმ დასაბანი საშუალებების გამოყენება, რომლებიც კანზე მოქმედ აგრესიულ კომპონენტებს შეიცავს - ოფლის ჩამოსაბანად საკმარისია წყლის ჭავლი. შხაპის მიღების შემდეგ აუცილებელია ანტიპერსპირანტის წასმა. ეს კოსმეტიკური საშუალება სპეციალურად იმისთვის არის დამზადებული, რომ დააქვეითოს ოფლის გამომუშავება, რაც მკვეთრად განასხვავებს მას დეზოდორანტისგან, რომელიც მხოლოდ ნიღბავს უსიამოვნო სუნს. ანტიპერსპირანტი იღლიის ფოსოების სუფთა და მშრალ კანზე უნდა წაისვათ.ფეხების მოვლამამაკაცისთვის პრობლემად იქცევა ფეხების უსიამოვნო სუნიც. ესეც მამაკაცის ორგანიზმის უფრო ინტენსიურ ოფლიანობას უკავშირდება. თუმცა თავად ოფლი უსიამოვნო სუნის მიზეზი არ გახლავთ - დამნაშავეები აქაც ის ბაქტრიები არიან, რომლებიც აქტიურად მრავლდებიან ასეთ გარემოში და გამოყოფენ ცხოველმოქმედების განსაკუთრებულ პროდუქტებს. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა პათოლოგიური პროცესის ორივე კომპონენტზე ზემოქმედება. პირველი: შეიძლება შევიძინოთ ტერფების მოსავლელი საშუალებები, რომლებიც ამცირებს ოფლის გამოყოფას ან იწოვს ჭარბს. ასე ფეხები უფრო მეტხანს დარჩება მშრალი. და მეორე - თავიდან ვერ აიცილებთ ქვედა კიდურების რეგულარულ ბანას. შეიძლება ფეხის აბაზანების მიღებაც, მაგალითად, ჭინჭრით, რომელიც ტერფების სისხლმომარაგებას აუმჯობესებს. შეიძლება გამოვიყენოთ ბაქტერიციდული ეფექტის მქონე ის ანტიპერსპირანტები და დეზოდორანტებიც, რომლებიც მიკროორგანიზმების განვითარებას თრგუნავს.ინტიმური ჰიგიენაუცნაურია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცის ინტიმური ჰიგიენა ტაბუდადებული თემაა, მის შესახებ ცოტას თუ ლაპარაკობენ. არადა, სულ ტყუილად. ინტიმური ჰიგიენის დაცვა მამაკაცის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას გვაცილებს თავიდან. სასქესო ორგანოები ყოველდღიურად - სასურველია, დილა-საღამოს - უნდა დაიბანოთ. დასაბანად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები, ისე ჩვეულებრივი საპონიც. ასევე სასურველია სასქესო ორგანოების დაბანა ყოველი დეფეკაციის აქტის შემდეგ. უსიამოვნო შეგრძნების ან უჩვეულო გამონაყოფის შემჩნევისას მიმართეთ სპეციალისტს. აუცილებელია პენისის ყოველდღიური დაბანა საპნით, დღეში რამდენჯერმე - როგორც ბიჭუნებისთვის, ასევე მამაკაცებისთვისაც.წინადაცვეთაექიმების უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ წინადაცვეთა მამაკაცის ინტიმური ჰიგიენის დაცვის ყველაზე სწორი გზაა. დასავლეთის ქვეყნების მრავალმა ექიმმა ეს მეთოდი პრაქტიკაში დანერგა. ჩვენში წინადაცვეთის ტრადიცია არ არსებობს, არადა ის შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი ხერხია.საცვლებიძველი თაობის ბევრ უროლოგს მიაჩნია, - და მათ თანამედროვე ექიმებიც ეთანხმებიან, - რომ ისეთი ტრუსის ჩაცმა, რომელიც მჭიდროდ ეკვრის და ზემოთ სწევს სათესლე ჯირკვლების პარკს, მავნებელია. ეს მართლაც არასასურველ გავლენას ახდენს ბიჭუნების სწორ განვითარებაზე. რბილი და თბილი საცვალი კი არც პატარებისთვის და არც ზრდასრულებისთვის არ არის მავნებელი.გამათბობელი სავარძლებიარსებობს აზრი, რომ მძღოლებისთვის არასასურველია გამათბობელი სავარძლების გამოყენება. გაგახარებთ: ამ ტიპის სავარძლები მხოლოდ იმით არის მავნებელი, რომ სიცივეში არ გეთმობა.ექიმთან - სიმპტომების გარეშესაბედნიეროდ, მამაკაცები 30-40 წელს ისე აღწევენ, რომ ექიმი არც კი ახსენდებათ. აი, 40 წელი კი ის ასაკია, როცა უროლოგთან ყოველ მიზეზგარეშე უნდა მიხვიდე, განურჩევლად იმისა, გაწუხებს თუ არა რაიმე. ესეც პირადი ჰიგიენის აუცილებელი წესია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით მამაკაცი მიიღებს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. ეს შეიძლება იყოს ყოველწლიური გამოკვლევა ან ექიმთან განმეორებითი  ვიზიტი ორი თუ ხუთი წლის შემდეგ. ოჯახური ისტორიააქ კიდევ ერთი შენიშვნა უნდა გაკეთდეს: ექიმები ამბობენ, რომ პროსტატის კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი ცხოველური ცხიმების ჭარბი მოხმარებაა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი არანაკლებ სერიოზული ფაქტორი - მემკვიდრეობა. თუ მამას, ბაბუას ან უფროს ძმას პროსტატის კიბო ჰქონდა, ასეთი მამაკაცისთვის უროლოგთან გამოკვლევა აუცილებელია და ის ჩვეულებრივზე ადრე, 30-35 წლის ასაკში, უნდა ჩატარდეს. როგორ ტარდება პირველი პროფილაქტიკური გამოკვლევა? ის სამ კომპონენტს ითვალისწინებს: 1. სისხლის ანალიზს პროსტატასპეციფიკურ ანტიგენზე, ეგრეთ წოდებულ პი-სი-აის (ეს ანტიგენი პროსტატის კიბოს მარკერია); 2. თითით რექტალურ გასინჯვას და 3. აუცილებლობის შემთხვევაში - ულტრაბგერით გამოკვლევას. თუ უროლოგთან იყავით, მაგრამ ეს კვლევები არ ჩაგიტარდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უროლოგთან არ ყოფილხართ. გახსოვდეთ, არსებობს ინფექციები, რომლებიც სქესობრივი გზით გადაეცემა და ისინი უფრო და უფრო მრავლდება. როგორი იყო წინათ ეს დაავადებები? ესენი გახლდათ ბანალური მწვავე ინფექციები, რომლებიც მალევე ვლინდებოდა და სწრაფად იკურნებოდა. სადღეისოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება არცთუ იშვიათად ქრონიკული ინფექციაა და დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. რაც მთავარია, ამ სნეულებათა შესახებ არც მამაკაცმა იცის რამე და არც ქალმა. საუბარია დაავადებების საკმაოდ ფართო სპექტრზე, ქლამიდიოზით დაწყებული, რომელიც ათიდან თითქმის 6 შემთხვევაში საერთოდ არ იჩენს თავს, და დამთავრებული ვირუსული ინფექციებით, ჰეპატიტებითა და აივ ინფექციით. და თუ წინათ ეს ვირუსები უმთავრესად ნემსის მეშვეობით გადაეცემოდა, სადღეისოდ მათი გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივია. გახსოვდეთ პრეზერვატივის არსებობაც - ეს ტრადიციული მეთოდი საკმაოდ კარგად იცავს ადამიანს ზემოხსენებული ინფექციებისგან.წონის შენარჩუნებახაზი უნდა გაესვას იმ საკითხს, რომ აქ საუბარი არც კი იქნება სიმსუქნეზე, რომელიც უდიდეს მეტაბოლიტურ პრობლემას წარმოადგენს. ჭარბი წონაც კი მეტად მავნებელია. 100 სანტიმეტრზე მეტი წელის გარშემოწერილობა ძლიერ სწევს მაღლა ერექციის დარღვევის რისკს. უპირველესად იმიტომ, რომ ამ დროს ირღვევა მენჯის მიდამოს სისხლმომარაგება, და მეორე - კანქვეშა ცხიმი ჭარბად იზიდავს ტესტოსტერონს. ასე რომ, ჰოლივუდური მუცელი მხოლოდ ესთეტიკურად არ არის მომხიბვლელი. დაიცავით წესები!ინტიმური ჰიგიენის წესების დარღვევას ჯანმრთელობის დარღვევა მოსდევს. რა უნდა ახსოვდეთ მამაკაცებს?წესი 1. ხშირად მიიღეთ შხაპი და რეგულარულად იბანეთ სასქესო ორგანოებისა და შორისის კანი. ქვედა საცვალზე შარდის წვეთების მოხვედრის შემდეგ ამ მიდამოში არსებული სითბოს გავლენით იწყება ბაქტერიების გამრავლება. ამიტომ მოშარდვის შემდეგ აუცილებელია ასოს თავის დაბანა ჰიგიენური საპნით, რის შემდეგაც ასო კარგად უნდა გაიმშრალოთ. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სველი ჰიგიენური საწმენდი. მამაკაცის ქვედა საცვალი უნდა იყოს მსუბუქი ბამბის ქსოვილისა, რომელიც ადვილად იწოვს სისველეს. ერიდეთ მჭიდრო და სინთეტიკურ საცვლებს: ისინი არ ატარებენ ჰაერს და ვერ უზრუნველყოფენ საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას. სპეციალისტები სასქესო ორგანოებისთვის არც ტალკის გამოყენებას გვირჩევენ - რა თქმა უნდა, ისიც იწოვს სისველეს, მაგრამ ამასთანავე ავსებს კანის ფორებს, რამაც შემდგომ გამონაყარი, უფრო მეტიც - პოტენციის პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს. თუ დროის უმეტეს ნაწილს საჭესთან ატარებთ, ავტომობილის სავარძელზე სპეციალური ჰაერგამტარი სა­დები დააგეთ - ეს გადახურებისა და ოფლის გამოყოფის გაძლიერებისგან დაგიცავთ. დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, აუცილებლად მიიღეთ შხაპი. საქმე ის არის, რომ დღის განმავლობაში სასქესო ასოს თავზე, ჩუჩის ქვეშ და ლაგამის ნაკეცებში გროვდება სმეგმა - ბაქტერიებისთვის იდეალური პლაცდარმი. აუცილებლად მიიღეთ შხაპი სქესობრივ ურთიერთობამდე და მის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შარდსასქესო სისტემის ანთებით დაავადებას გამოჰკრათ ხელი.წესი 2. ბოროტად ნუ გამოიყენებთ ცხელ აბაზანას, ყველაფერს თავისი წესი აქვს. ცხელ აბაზანაში მამაკაცმა მცირე ხანი უნდა დაჰყოს. სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა მთელი ორგანიზმის ტემპერატურაზე დაახლოებით 4 გრადუსით ნაკლებია. თუ მან თუნდაც მცირე ხნით მოიმატა, სპეტმატოზოიდების გამომუშავება ფერხდება. ამრიგად, განაყოფიერების უნარი შესაძლოა დაახლოებით  ნახევარი წლით დაირღვეს.წესი 3. თავი არიდეთ სქესობრივ ურთიერთობას მენსტრუაციის დროს და პარტნიორის ორსულობის პირველი 2-3 თვის განმავლობაში. მენსტრუაციის დროს საკმაოდ იწევს მაღლა ორივე პარტნიორის სასქესო ორგანოებში ინფექციის გამომწვევების მოხვედრის რისკი. გარდა ამისა, ასეთმა ურთიერთობამ ქალბატონებში შესაძლოა გაძლიერებული სისხლდენაც კი გამოიწვიოს. ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრება ორსულობის დაწყებიდან 2-3 თვის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს და მშობიარობამდე 2 თვით ადრე ისევ შეწყდეს, ხოლო მშობიარობის შემდეგ მისი განახლება 6-8 კვირაზე ადრე არ არის რეკომენდებული.წესი 4. ყურადღება მიაქციეთ სასქესო ორგანოების ნებისმიერ ცვლილებას. ფეხზე მდგომმა შეისწავლეთ სათესლე პარკის გარეგანი შესახედაობა, კანის ფერი და ფაქტურა, ორივე სათესლე ჯირკვლის ლოკალიზაცია. რეგულარულად მოისინჯეთ და ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ცვლილებას. თუ შემკვრივებული, მით უმეტეს - მოსინჯვისას მტკივნეული ადგილი აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ: ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ნებისმიერი, ვიმეორებთ, ნებისმიერი დაავადება ადვილად ემორჩილება მკურნალობას, ხოლო მკურნალობა სრული გაჯანსაღებით მთავრდება. დაბოლოს, ისიც გახსოვდეთ, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტარულ წესებს დაიცავთ, ყოველთვის, ყოველგვარ ვითარებაში, ნამდვილ მამაკაცად იგრძნობთ თავს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :