Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ლიმფური სისტემა

ლიმფური სისტემა



ლიმფური სისტემა ორგანიზმის თხიერი გარემოს შემადგენელი ნაწილია. იგი მოიცავს ლიმფურ ძარღვებს, რომლებშიც გამუდმებით მოძრაობს ლიმფა - უჯრედშორისი სითხე. იგი ორგანოებიდან გამოედინება და ვენურ კალაპოტში ჩაედინება. ლიმფური სისტემის კალაპოტში ლიმფის მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმში ქსოვილოვანი სითხის ბალანსს. ლიმფალიმფა თითქმის უფერული, ოდნავ მოყვითალო ფერის სითხეა, რომელიც წარმოადგენს ტუტე რეაქციის მქონე კოლოიდურ ხსნარს. იგი შეიცავს ლიმფოციტებს. გამონაკლისია წვრილი ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფა, რომლის შემადგენლობაში შემავალი ემულგირებული ცხიმი მას რძისებრ ელფერს სძენს. ნაწლავებიდან მომდინარე ლიმფაში უხვად არის ცილები და ლიმფოციტები. მთავარი ძალა, რომელიც ლიმფის გადაადგილებას უწყობს ხელს, არის ლიმფანგიონი - მილოვანი ლიმფური ტუმბო. არსებობს მისი მოძრაობის განმსაზღვრელი მეორეხარ­ისხოვანი ძალაც: ქსოვი­ლ­ოვანი სითხის მუდმივი წარმ­ოქმნა და ორგანო­თა აქტივობ­ი­ს თანმდევი კუნთების შეკუმშვა. ჩასუნთქვისას გულმკერდის მოცულობის გაზრდა ასევე უწყობს  ხელს ლიმფის მიწოვას ლიმფურ ძარღვებში და საჭირო მიმართულებით მათ შემდგომ დენას. ლიმფის დინების სიჩქარე ლიმფურ ძარღვებში 5 მმ/წმ-ია.ლიმფის ფუნქციები ხელს უწყობს უჯრედშორისი სითხის შემადგენლობისა და მოცულობის მუდმივობას; ახდენს საკვებ ნივთიერებათა ტრანსპორტს; გადააქვს ლიმფოციტები; წარმოადგენს სითხის დეპოს. ლიმფური სისტემის კომპონენტები სისტემა მოიცავს:1. ლიმფურ კაპილარებს;2. ლიმფურ ძარღვებს;3. სადინარებსა და ღეროებს; 4. ლიმფურ კვანძებს, რომლებიც ლიმფური ძარღვების გავრცელების გზაზე მდებარეობს.ლიმფურ სისტემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ლიმფოიდური ორგანოები: ნუშურა ჯირკვლები, ნაწლავებისა და ელენთის ერთეული და ჯგუფური ლიმფური ფოლიკულები. ლიმფური ქსელი ყველგან ერთნაირი არ არის. იგი განსაკუთრებით კარგადაა განვითარებული ფილტვებში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში, ორგანოთა სეროზულ, ლორწოვან და მფარავ გარსებში. იქ, სადაც სისხლძარღვოვანი ქსელი არ არის, ლიმფურ კაპილარებსა და ძარღვებს ვერ ნახავთ. მათ არც ცენტრალური ნერვული სისტემა შეიცავს.ლიმფური კაპილარებილიმფური კაპილარები სისტემის საფუძველს ქმნიან. მათში ქსოვილებიდან შეიწოვება ცილები, წყალი, კრისტალები, უცხო სხეულები. ისინი სისხლძარღვოვანი სისტემის კაპილარებისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ იხსნებიან უჯრედშორის არეში, აქვთ ბრმა დასასრული, მათი კედელი გაცილებით თხელია და ნაკლებ განვლადი, დიამეტრიც - ნაკლები.ლიმფური კვანძები ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების 150-ზე მეტი ჯგუფია. ეს კვანძები მრგვალია ან ოვალური, ზომა უმეტესად 0,5მმ-დან 1 სმ-მდე მერყეობს, თუმცა არსებობს გაცილებით დიდი ზომის კვანძებიც. ლიმფური კვანძი ერთგვარი ბოჭკოსმაგვარი არაფორმირებული ქსოვილოვანი კაფსულაა. შეიცავს გლუვ მიოციტებს (კუნთოვან უჯრედებს), რომლებიც ხელს უწყობს ლიმფის აქტიურ მოძრაობას საჭირო მიმართულებით. მის შემადგენლობაში შედის კაფსულიდან გამომდინარე ტრაბეკულებიც - ხარიხები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება და ლიმფურ კვანძს ერთგვარ კარკასს უქმნის. კაფსულასა და ხარიხოვან კარკასს შორის სივრცე რეტიკულური ქსოვილით არის ამოვსებული. ლიმფურ კვანძში განასხვავებენ ორ ზონას: პერიფერიულს - ქერქოვან ნივთიერებას და ცენტრალურს - ტვინოვან ნივთიერებას. ქერქოვანსა და ტვინოვან ნივთიერებებს შორის ე.წ. ღრმა ზონა მდებარეობს. ლიმფურ კვანძს გარს აკრავს სინუსები - ლიმფური ძარღვების შეერთებანი, რომლებშიც მოძრაობს ლიმფა. ლიმფური კვანძების ფორმებიადამიანის სხეულში ლიმფური კვანძები 8-10-წევრიან ჯგუფებად არის განლაგებული. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ: კისრის, კეფის, ყბისქვეშა, ნიკაპქვეშა, ლავიწზედა, ლავიწქვედა, შუასაყარის, იღლიისქვეშა, იდაყვის, მუცლის, საზარდულის, მუხლქვეშა არეების ლიმფურ კვანძებს. კვანძებს განასხვავებენ იმის მიხედვითაც, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობს და რომელ ტოპოგრაფიულ ზონაში აგროვებს ლიმფას. ამ ნიშნით გამოყოფენ ვისცერულ, სომატურ, პარიეტალურ და შერეულ კვანძებს. ვისცერულ კვანძებში ლიმფა შინაგანი ორგანოებიდან გროვდება, რაზეც მათი დასახელებაც მეტყველებს: ტრაქეობრონქული, მეზენტერული და სხვა. სომატურთა რიცხვს მიეკუთვნება მუხლისა და მაჯის ლიმფური კვანძები, რომლებშიც გროვდება ლიმფა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატიდან. ღრუთა კედლებიდან ლიმფა პარიეტალურ ლიმფულ კვანძებში გროვდება. შერეულ კვანძებში გროვდება როგორც შინაგანი ორგანოებიდან, ისე სხეულის ღრუებიდან მომდინარე ლიმფა. ასეთებია კისრის ღრმა ლიმფური კვანძები. კისრის კვანძებიკისრის ლიმფური კვანძები ადამიანს სხვადასხვა ტიპის სიმსივნეებისა და ანთებითი პროცესებისგან იცავს. მათი ნაწილი ქსოვილებში ღრმად მდებარეობს, მეორე ნაწილი კი შედარებით ზედაპირულად. კისრისა და კეფის ლიმფური კვანძები ერთგვარ ჯაჭვს - ლიმფურ ძეწკვს ქმნიან.იღლიისქვეშა ლიმფური კვანძებიმსგავსად კისრის კვანძებისა, მათი ნაწილი ზედაპირულად მდებარეობს, ნაწილი კი ქსოვილთა სიღრმეშია. შესაბამისად, განირჩევა იღლიისქვეშა ზედაპირული და ღრმა ლიმფური კვანძები.საზარდულის ლიმფური კვანძებიეს კვანძები მენჯის ორგანოთა მკვებავ მსხვილ არტერიათა სიახლოვეს არის განლაგებული მცირე ჯგუფებად. ასეთი განლაგება ლიმფურ კვანძებს საშუალებას აძლევს, მენჯისა და სასქესო ორგანოთა დაზიანების შემთხვევაში დროულად გაგზავნონ სიგნალები, რათა დროულად მოხდეს დაავადების მიზეზის ლიკვიდირება. აღსანიშნავია, რომ ლიმფური კვანძები ისეა განლაგებული, რომ ყოველი ჯგუფი ახლომდებარე ორგანოთა დაზიანების დროულად აღმოჩენაზეა  პასუხისმგებელი. ლიმფური კვანძის ფუნქციები კვანძებში ლიმფა მდიდრდება ლიმფოციტებით, რომლებიც იქ მრავლდება. აქვე ხდება ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა. ლიმფური კვანძი წარმოადგენს სადგურს, სადაც ყოვნდებიან და ფაგოციტოზით ნადგურდებიან მიკროორგანიზმები და ლიმფაში შეტივტივებული სხვადასხვანაირი ნაწილაკები, რომლებიც იქ ლიმფური ძარღვების გავლით ქსოვილებიდან ხვდება. ყოველი ლიმფური კვანძი ან კვანძთა ჯგუფი ლიმფას აგროვებს და აკონტროლებს სხეულის განსაზღვრულ ნაწილს. ლიმფური კვანძი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, რაც იმით გამოიხატება, რომ იქ ხდება ლიმფოციტების დიფერენცირება. აქვს ბარიერულ-დამცავი ფუნქცია, მრავლობითი მაკროფაგის დახმარებით უამრავ მიკრობს ანადგურებს. მონაწილეობს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებში. აქვს დრენაჟული ფუნქცია - ქსოვილებიდან აგროვებს ლიმფას. ამ ფუნქციის დაქვეითების ან მოშლის შედეგად ვითარდება პერიფერიული შეშუპება. დეპო ფუნქცია - ნორმალურ ვითარებაში ლიმფურ კვანძებში საერთო ლიმფური კალაპოტიდან ყოველთვის დეპონირდება განსაზღვრული ოდენობის ლიმფა. ამრიგად, ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია. ლიმფურ კვანძებში მწიფდება ორგანიზმის იმუნოლოგიური უჯრედები, გარდა ამის, იქ ხდება სისხლის თეთრი სხეულაკების აქტივაცია, რათა მათ უფრო მწვავედ შეუტიონ ინფექციის გამომწვევებს. თუ ორგანიზმში ვირუსი მაღალი კონცენტრაციით მოხვდა, ლიმფურ კვანძში იწყება ურთულესი ბუნებრივი პროცესები, რომლებიც აძლიერებს ლეიკოციტებსა და ლიმფოციტებს და მავნე მიკრობთა განადგურებას იწყებს. ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ან ანთებითი პროცესების თაობაზე ეჭვის მიტანა. ნორმალურ მდგომარეობაში ლიმფური კვანძები არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, ანთებისას კი ისინი მტკივნეული ხდება და დიდდება, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :