Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

კანის მოვლა 50 წლიდან

კანის მოვლა 50 წლიდან



კანი 25 წლიდან იწყებს დაბერებას, მისი მოვლა უფრო და უფრო რთულდება, ხოლო 50 წლისთვის პრობლემები პიკს აღწევს. კანი ეშვება, შესამჩნევად ნაოჭდება, პიგმენტური ლაქების დაფარვა მეტად და მეტად ჭირს... თუ ჯეროვნად მოუვლით, კანი 50 წლის ასაკშიც კი მიმზიდველი დარჩება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას.თვალების მოსავლელადთვალების ირგვლივ კანის მოსავლელად გამოიყენეთ კრემები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რეტინის მჟავას და ნეიროპეპტიდებს. ეს ინგრედიენტები მას სიგლუვეს შეუნარჩუნებს და თავიდან აგვაცილებს “ჩამქრალი” მზერის ეფექტს. შეარჩიეთ მკვებავი კომპონენტების შემცველი კოსმეტიკა. საუკეთესოა ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტები, მაგალითად, E ვიტამინი. იძინეთ მაღალ სასთუმალზე, რათა ძილის დროს თავი აწეული გქონდეთ. ეს თავიდან აგვაცილებს ქუთუთოებში სითხის დაგროვებას, შეშუპებას და თვალების ირგვლივ მუქი ჩრდილების გაჩენას.ღაბაბის მოსაცილებლადდაიზილეთ კისერი და ნიკაპისქვეშა არე სკრაბით, რომელიც შეიცავს ალფაოქსიმჟავას, მაგალითად, გლიკოლის ან რძის მჟავათი. ეს ასტიმულირებს კოლაგენის რეგენერაციას. მასაჟისთვის გამოიყენეთ შრატი, რომლის შემადგენლობაში შედის რეტინოლი და პეპტიდები კოლაგენისა და ელასტიკური ბოჭკოების გასამაგრებლად. სტრუქტურების გაძლიერების შედეგად კანი იჭიმება და სიმკვრივედაკარგული ლოყები აღარ ჩამოეშვება. კანის დასანოტივებლად გამოიყენეთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კრემი, მაგალითად, კოენზიმ Q10-ის, C ვიტამინის, ალფა-ლიპოის მჟავას შემცველი. ეს ნივთიერებები ებრძვის კოლაგენის დამშლელ თავისუფალ რადიკალებს, მატებს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან ულტრაიისფერი სხივები აბერებს, ადუნებს კანს, მოშვებული კანი კი უსიამოვნოდ ჩამოეკიდება.სახის ფერიპირსაბანი საშუალებები უფრო რბილი უნდა იყოს და ნაკლებად ქაფდებოდეს - რაკი ასაკთან ერთად კანი შრება და თხელდება, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მასზე მექანიკური ზემოქმედება, მათ შორის - დაბანის დროს ხახუნი და ზეწოლა. სამი წუთის განმავლობაში დაბანის შემდეგ მსუბუქი დარტყმითი მოძრაობით წაისვით კანზე დამატენიანებელი კრემი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას. რეტინოიდების შემცველი დამანოტივებელი კრემი კი კანს გაღიზიანებისგან დაიცავს.კვება50 წლიდან განსკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანის კვებას. მისი სიმშრალე და სისათუთე ლიპიდების ნაკლებობის ბრალია. დეფიციტის შევსებაში დაგვეხმარება კრემის შემადგენლობაში არსებული ცხიმი. ასე რომ, შეარჩიეთ საშუალებები, რომლებსაც უფრო მკვრივი ცხიმოვანი სტრუქტურა აქვს. ნაოჭების გასასწორებლად, კონტურების აღსადგენად კანს ღრმა ზემოქმედება სჭირდება. მრავალი კოსმეტოლოგიური კომპანია უშვებს კოსმეტიკის ხაზს 50+, რომელიც სწორედ ამ ასაკსა და მისთვის დამახასიათებელ პრობლემებზეა ორიენტებული. კრემის შეძენამდე გაეცანით შემადგენლობას და მოხმარების წესს. ყურადღება მიაქციეთ ვადას. სასურველია, კრემის შემადგენლობაში შედიოდეს კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, ელასტინი, ამინმჟავები. თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. აქ უნდა წავისვათ ლიფტინგეფექტის მქონე შრატი. თუ შერჩევაში პროფესიონალ კოსმეტოლოგსაც დაიხმარებთ, შედეგი საუკეთესო იქნება. კანის მოვლის კარგი საშუალებებია ნიღბები - მკვებავი და დამანოტივებელი. შინ შეიძლება მოამზადოთ ისინი მცენარეული ზეთისგან, არაჟნისგან, კვერცხის გულისგან, თიხისგან. აუცლებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება, რადგან ჯანსაღი და ახალგაზრდული კანი სწორი კვების შედეგია. ჩართეთ რაციონში ვიტამინებით მდიდარი, ახალი, ნატურალური პროდუქტები.მასაჟი და ვარჯიშიმრავალი კოსმეტოლოგი აღიარებს, რომ ნაოჭებთან ბრძოლის მთავარი იარაღია სახის კანის რეგულარული მასაჟი. ტექნიკა მარტივია: საჩვენებელი და შუა თითების ნაზი, წრიული მოძრაობით “გადაასწორეთ” ნაოჭები. დაიწყეთ შუბლის შუა ხაზიდან, ნაზად და რბილად ჩამოდით საფეთქელსა და ქუთუთოებზე, გადადით ცხვირსა და ლოყებზე. პირის ირგვლივ, სადაც მიმიკური ნაოჭი ყველაზე მეტია, უფრო თავდაჯერებულად იმოქმედეთ. სახის მასაჟი დაასრულეთ ნიკაპზე, მერე კი კისერს მიხედეთ. პროცედურის დასასრულს წაისვით ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ყველამ იცის, რომ ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველდღიური დატვირთვა. ვარჯიში კანსაც სჭირდება.  მას ყოველდღიურად 10-15 წუთს თუ დაუთმობთ, ცვლილებებს ერთ თვეში შეამჩნევთ. სახის კანის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარჯიშია ჩვეულებრივი მთქნარება. ამ დროს მოქმედებაში მოგვყავს სახის რამდენიმე კუნთი, რის გამოც სისხლის მოდენა ძლიერდება, ჩქარდება ცვლის პროცესები უჯრედულ დონეზე, რაც ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გადასწორებას.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :