Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"კამელინი" კვლავ უცხოელი მეცნიერების ყურადღების ცენტრშია

"კამელინი" კვლავ უცხოელი მეცნიერების ყურადღების ცენტრშია



მოგეხსენებათ, 26 მაისს, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში, სასტუმრო Marriott Marqius”-ის სამეჯლისო დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაცია BID - “BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS” (პრეზიდენტი ხოსე პრიეტო)-ის ექსპერტთა ჯგუფის მიერ სხვადსხვა ქვეყნებიდან შერჩეული კომპანიების სხვადსხვა ნომინაციებში დაჯილდოების ცერემონიალი. აღსანიშნავი ფაქტია ის , რომ საქართველოდან , ფარმაცევტულ კომპანია "კამელინს“ ხვდა ჯილდოდ უმაღლეს კატეგორიათა შორის ერთერთი და მიენიჭა პრიზი “QUALITY SUMMIT” -ოქროს კატეგორია. პრიზი “QUALITY SUMMIT” ენიჭება კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ QC 100-ის კრიტერიუმებს, რომელიც ეფუძვნება კომპანიების ტექნოლოგიურ განახლებას, ეფექტური და მოქნილი საქმიანობის მოდელს, პროდუქციის ხარისხის მუდმივ ამაღლებას და სხვა.   ორგანიზაცია BID - “BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS” 28 წლის განმავლობაში ავრცელებს QC 100-ის ხარისხის მოდელს მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში, ასევე წარმოადგენს ხარისხის კულტურის გავრცელების ლიდერს მსოფლიოში.   "კამელინი" კვლავ უცხოელი მეცნიერების ყურადღების არეალში რჩება, ფარმაცევტული კომპანია "კამელინის" დირექტორი , სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, პროფესორი კობა გურიელიძე მიწვეულია ჩიკაგოში 20-22 ოქტომბერს ონკოლოგიური მეცნიერებისა და თერაპიის მე-4 საერთაშორისო კონგრესზე. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები არიან ამერიკის სხვადასხვა ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები: მიჩელ რესკი (ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლა), მასაოჩი იამაგუჩი (ემორის სამედიცინო უნივერსიტეტი), იოშიაკი ომურა( ნიუ-ორკის სამედიცინო კოლეჯი) და საფრანგეთიდან სალემ ჩოუაიბი (გუსტავ როუსის ონკოლოგიის უნივერსიტეტი)... ბ-ნი კობა მოხსენებას გააკეთებს პრეპარატ "კამელინზე" წარმოებულ ექსპერიმენტულ-კლინიკურ კვლევებზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო-კლინიკურ ცენტრებში კობა გურიელიძე: -2004 წლიდან პრეპარატ "კამელინის“ ავტორის, ქირურგის, ბატონ ძაგული მაღლაკელიძის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით დაფუძვნდა თანამედროვე სტანდარტების ფარმაცევტული კომპანია "კამელინი“ , შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი და დაიწყო პრეაპარატ "კამელინის“ უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა. ამ დროიდან დაწყებული “კამელინმა” უმოკლეს დროში მოიარა უცხოეთის ცნობილი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები."კამელინზე“ განხორციელებულმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატის დიდი პოტენციალი , როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. "კამელინის“ სუბსტანციაზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვა) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. "კამელინი“ 100 %-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური, ჰიპოალერგიულია, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. 2010 წლის იანვარში ესპანეთში გამართულ სიმპოზიუმზე “internerional conference on antimicrobial research” წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომი პრეპარატ “კამელინზე”, რომელიც შემდგომ დაიბეჭდა გამომცემლობა “World Scientifik”- ის მიერ გამოცემულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო წიგნში სათაურით “evaluation of in vitro and in vivo antibacterial and anti-fungal activity of “Camelyn m “. "კამელინის“ სუბსტანციაზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვა) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. "კამელინის“ იმუნომოდულირებელი თვისების გამოვლენამ საშუალება მოგვცა მისი ეფექტურობის მექანიზმის ახსნა არსებითად განსხვავებული დაავადებებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. პრეპარატს არცერთი კვლევისას არ გამოუვლენია უკუჩვენებები და მისი შეთავსება შესაძლებელია ყველა სამკურნალო საშუალებასთან. დღითიდღე იზრდება “კამელინის” მომხმარებელთა და მადლიერ პაციენტთა რაოდენობა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. პრეპარატ "კამელინის“ 5 ფორმა უკვე "კამელინ მ1“- ინექცია, "კამელინ მ2“- კაფსულა, "კამელინ მ3“-მალამო, "კამელინ მ 4"- სანთლები და "კამელინფლუ-სპრეი უკვე დარეგისტრირებულია ყირგიზეთშიც. მოამზადა მაია ცომაიამ კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.    
იხილეთ მსგავსი სიახლეები :