Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ჯარისკაცებს არჩევანის უფლებას უზღუდავენ

ჯარისკაცებს არჩევანის უფლებას უზღუდავენ

2012-10-01 00:16:00

მას შემდეგ, რაც ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე და ხმა ჩემთვის სასურველ პოლიტიკურ პარტიას და მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატს მივეცი, მთაწმინდა-კრწანისის რაონში რამდენიმე საარჩვენო უბანი შემოვიარე. მოაქალაქეთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე საკმაოდ მაღალია და საარჩევნო უბნებთან ამომარჩეველთა ხახლმრავალი რიგები დგას. ამის მიუხედავად, არჩვნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე უცნაურ შემთხვევას, როცა მაგალითად ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის მაგივრად ”მეტრომანი” წარადგინა, ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა კი გულუბრყვილოდ იკითხა: ივანიშვილი აქ არისო?საარჩვენო უბნებთან აქტიურობენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტები და წინასწარ ”დაბევებულ” ამომრჩევლებს, რომელთა სიები შედგენილი აქვთ, ტელეფონით უკავშირდებიან და საარჩვენო უბანზე მისვლასა და დაპირებისამებრ ხმის მიცემას სთხოვენ.ხალხმრავლობაა ჩიტაძის ქუჩაძე მდებარე ძალოვან უწყებებთან, სადაც ასევე საარჩევნო უბნებია მოწყობილი და სადაც შინგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლები აძლევენ ხმას. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა არც ყაზარმულ რეჟიმზე იმყოფება და იურიდიული საცხოვრებელი მისამართის მიხდვით, საარჩვენო სიებში სხვადასხვა საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, ხმის მიცემა ხელმძღვანელობის მიერ მითითებულ საარჩვენო უბანზე დაევალათ.ძალოავნი უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა, თავდაცვის სამინისტროს 2 ათასამდე თანამშრომელი, მათ შორის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი, გუშინ საღამოს, კოჯორში, #1 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც მთელი ღამე გააჩერეს. ყაზარმაში შესვლამდე მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და ”ურჩიეს” დილით, საარჩვენო უბნის გახსნისას, მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მიეცათ ხმა: ”გვითხრეს, რომ ყველა ბიულეტენი დანომრილია, სიაში ამომრჩველის ნომრის შესაბამისად და ცესკო-ში გადაგზავნამდე ბიულეტენებს ადგილზე გახსნიან და დაითვლიან და ვინც არასასურველ პოლიტიკურ ძალას შემოხაზავს, შემდეგ პრიბლემები შეექმნებაო. მეთაურებმა ისიც გვითხრეს, რომ ჯარი ყოველთვის მთავარსარდალს ემორჩილებაო. ასე იყო შევარდნაძის დროსაც და ახლაც ასეაო.” - გვითრხა ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :