Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ჯამში, ფარული ჩანაწერების ამსახველი 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი

ირაკლი ღარიბაშვილი - საერთო ჯამში, ფარული ჩანაწერების ამსახველი 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია აღმოჩენილი

2013-07-21 10:39:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამალავებში აღმოჩენილი ფარული ვიდეო და აუდიო ფაილების საერთო რაოდენობას ასახელებს. როგორც შს მინისტრმა გუშინ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, სამალავებში 8 კასრის გარდა კიდევ 4 კასრია აღმოჩენილი და საერთო ჯამი, 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილია. მისივე თქმით, მასალებზე ასახულია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საქმიანობის ამსახველი ჩანაწერები."სამალავებში აღმოჩენილ მასალაზე დაიწყო გამოძიება. აღმოჩენილია ადამიანების წამების ძალიან მძიმე ვიდეო კადრები. იმ დამატებით 8 კასრთან ერთად კიდევ 4 კასრი ამოვიღეთ, რომლებშიც მოთავსებული იყო 405 დისკი, უამრავი მასალაა ასეულობით ადამიანზე. რაც შეეხება ბოლო თვეების განმავლობაში მოგროვებულ მასალებს, ბოლო მონაცემებით, საერთო რაოდენობა შეადგენს 17 ათას 500 აუდიო-ვიდეო ფაილს, სადაც მოცემულია როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალები, ასევე ჩანაწერებში არის ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის, გამოჩენილი ადამიანის, ჟურნალისტის საქმიანობის ამსახველი მასალები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.მისივე თქმით, სპეციალური კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე და ელოდება თომას ჰამერბერგის რეკომენდაციას."კომისია მსჯელობს მასალების განადგურების საკითხზე. ამჟამად, ველოდებით თომას ჰამერბერგის საბოლოო რეკომენდაციას, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :