Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ირაკლი ალასანია - ჩვენ გვაქვს პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა "ოცნების" ხელისუფლებასთან

ირაკლი ალასანია - ჩვენ გვაქვს პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა "ოცნების" ხელისუფლებასთან

2016-01-21 12:23:00

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკაში ვიზიტი დაასრულა. ალასანიამ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე, ინვესტიციებსა და კონტრტერორისტული ცენტრისთვის მეტი მხარდაჭერის მიღებაზე ისაუბრა. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პასიურობისთვის აკრიტიკებს და ახალ პრემიერ-მინისტრს რჩევებს აძლევს. ირაკლი ალასანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებებითაც უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ეს "ვიღაცის ინტერესებში შედის". ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ესაუბრა. - ორი დღის წინ ამერიკაში ვიზიტი დაასრულეთ. რომ შეაჯამოთ, რა სახის შეხვედრები გქონდათ პარტნიორ ქვეყანაში? არსებობს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი უმაღლესი ტრიბუნებიდან აღარ ისმის. იყო თუ არა ეს თქვენი შეხვედრებისას საუბრის თემა და როგორია განწყობა სტრატეგიულ ქვეყანაში საქართველოს მიმართ?- ჩემი ვიზიტი, პირველ რიგში, ემსახურებოდა სწორედ საქართველოსა და მასთან დაავშირებული საკითხების დაბრუნებას პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში. მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, პენტაგონში. ამერიკაში ძირითადად იმავე საკითხებზე სასაუბროდ ჩავედი, რომლითაც ერთი წლის წინ ჩავდიოდი, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ოპოზიციაში ვართ, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის პრიორიტეტები არ შეგვიცვლია. საუბარი შეეხებოდა თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას. ვისაუბრეთ ტერორიზმის კუთხით იმაზე, რომ ამერიკამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენი კონტრტერორისტული ცენტრის მხარდასაჭერად; ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკაზე. მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში აუცილებელია. მქონდა საუბარი კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ამერიკელი ბიზნესმენები, მათ შორის საშუალო ბიზნესი, რომ საქართველოში ინვესტირება განახორციელონ და მე მივუთითე რამდენიმე სფერო – წარმოების, ტურიზმის და ენერგეტიკის. ამრიგად საუბარი ძირითადად იყო იმაზე, თუ როგორ უნდა წავწიოთ წინ საქართველოს ეკონომიკა, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ასოცირების შეთანხმება ევროპასთან; ასევე, დავიწყეთ საუბარი იმ შესაძლებლობაზე, რომ როცა ამერიკა-ევროპას შორის ასოცირების შეთანხმება გაფორმდება, ამ სიკეთით ისარგებლოს საქართველომაც, როგორც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყანამ. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "თავისუფალი დემოკრატები" ვგეგმავთ, რომ ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებაში ვიქნებით და ამიტომ ამერიკელ კოლეგებთან წინასწარი სამუშაო მოვნიშნეთ. - თავდაცვითი შეიარაღება ახსენეთ, რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი?- ჩემი თავდაცვის მინისტრობის პირველივე დღიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები ამერიკასთან ანტისატანკო შეიარაღების გადმოცემის შესახებ. პრაქტიკულად ყველა უწყება, რომლის ჩართვაც საჭირო იყო, ეთანხმება ამ შესაძლებლობას და ახლა გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზეა მისაღები; იმედი მაქვს, ასეც იქნება. რაც შეეხება ინვესტიციებს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტიციების სააგენტოსთან ერთად დაიწყოს პირდაპირი კავშირების ძიება ამერიკელ ბიზნესმენებთან. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს მთავრობა დაუღალავად, მთელი ძალ-ღონით უნდა ეძებდეს ინვესტორებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ და ამერიკულ ბიზნეს-საზოგადოებებში. ამის მაგივრად კი სრულებით აშკარაა მსგავსი აქტიურობის დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მხრიდან. მე რატომღაც ძალიან მიკვირს, რომ ხელისუფლება ამერიკიდან და ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვაში შრომას არ დებს. მინდა ახალ პრემიერსაც ვუსურვო, რომ გარკვეული სამუშაოები თვითონ ჩაატაროს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვაზეც იზრუნოს, პირადად ჩაერთოს ამ საქმეში.- რაც შეეხება ახალ პრემიერს. როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ მაინცდამაინც გიორგი კვირიკაშვილი? რამდენად შეძლებს ახალი პრემიერი და მისი გუნდი გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას?- როცა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი კვირიკაშვილი სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკაში არსებულ რთულ ვითარებაზე ისევე, როგორც ყოფილი პრემიერი და ბიძინა ივანიშვილიც. მთავრობა რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ – შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით, რამდენად არის დაცული მოქალაქეების უსაფრთხოება, პირადი თავისუფლება და დემოკრატია. ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს მეტნაკლები წარმატებაც და წარუმატებლობაც. ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველომ ვერ მიაღწია ვერანაირ წარმატებას, პირიქით მოხდა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონე გაუარესდა, ვალუტა გაუფასურდა, პირდაპირი ინვესტიციები შემცირდა, ფასები გაიზარდა. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ არსებობს. მე მახსოვს, როცა ერთი წლის წინ "თავისუფალი დემოკრატები" ვსაყვედურობდით ხელისუფლებას, რომ ასეთი კრიზისული გეგმა არ არსებობს, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ არ არსებობს კრიზისი.- ამაში არც ახლა გეთანხმებიან...- საქართველოს მოსახლეობის 80% მეთანხმება, რომ საქართველოში კრიზისია. ხალხს უჭირს ცხოვრება და მათი პირობები გაუარესებულია. რაც შეეხება დემოკრატიას, მე ვიცნობ კვირიკაშვილს, პიროვნულად პატივს ვცემ და ვიცი, რომ მას ექნება სურვილი, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სრული დეპოლიტიზაცია მოახდინოს, რაც დღემდე არ არის მიღწეული. მე მახსოვს, რომ შარშან, შარშანწინ პროკურატურა იყო პოლიტიკური იარაღი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ე.წ. კაბელების საქმე, რომელშიც დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი იყო. მაგრამ შეძლებს თუ არა კვირიკაშვილი, ასეთი გავლენა მოახდინოს აღნიშნულ სტრუქტურებზე, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროზე, ამას დრო გვიჩვენებს. საბოლოოდ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ გარდამტეხ ცვლილებებს ქვეყნის მართვის ფილოსოფიაში, რადგან ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი ხსნის და ნიშნავს პრემიერებს და ეს დემოკრატიულ ღირებულებებთან და პრინციპებთან შეუთავსებელია. ჩვენ ამას ყველა ერთად დავასრულებთ 2016 წელს არჩევნებზე. მანამდე კი მშვიდად, დიდი პოლარიზაციის გარეშე უნდა მივიდეს ქვეყანა - ეს, ჩემი აზრით, ბატონი კვირიკაშვილის მთავარი ამოცანაა და ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ამ საქმეში მას მხარში ვუდგავართ. - როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილი არ არის დამოუკიდებელი ბიძინა ივანიშვილისგან?- რა თქმა უნდა – არა და ვერც იქნება, რადგან ის "ქართუს" იმპერიის ნაწილია. კვირიკაშვილი პრემიერმინისტრად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დანიშნული და არა კოალიციის და უმრავლესობის მიერ. მიუხედავად ამისა, მე მასში ვხედავ პიროვნულ ძალას, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყოს, რაც, ჩემი აზრით, ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნისა და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. გამოუვა ეს კვირიკაშვილს თუ არა, დიდწილად თავად მასზეა დამოკიდებული. მე ვთქვი, რომ პრემიერმა მოქალაქეებს უნდა დაუჯეროს და არა მხოლოდ ერთ მოქალაქეს. ამის სურვილი რომ ექნება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. დიდი იმედი მაქვს, ამ ერთი წლის განმავლობაში მოვახერხებთ არჩევნებამდე ისე მისვლას და ისეთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო შეკრავს და გააძლიერებს. მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. - კვირიკაშვილის გუნდის "ძველი ახალი" წევრის, დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება მინდა შეაფასოთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ზალკალიანის დაბრუნება ხომ არ ნიშნავს, რომ მან ხელისუფლებიდან თქვენი წასვლის მაშინდელი მიზეზი ერთგვარად გააბათილა და რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის ეს გადაწყვეტილება? - ეს არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. უკვე ერთი წელია, ზალკალიანი პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის მაინც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან პროკურატურაში პოლიტიკური დაკვეთით დაწყებული საქმე ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ზალკალიანი, თუკი ეს საქმე იმავე პოლიტიკური დაკვეთით იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამ ხელისუფლების მიერ ჩვენი ეროვნული ინტერესების ასევე გაუთვალისწინებლად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები "გაზპრომთან" დაკავშირებით. ეს, ჩემი აზრით, ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლებიდან ვიღაცის პოლიტიკური ინტერესები შეიძლება იყოს აქ ჩართული, ამიტომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჩნდება ჩვენი ქვეყნის ორიენტაციის თაობაზე. კიდევ ერთი გარემოებაა მნიშვნელოვანი, ხელისუფლებიდან პიროვნული შეთავსება-შეუთავსებლობის გამო არ წამოვსულვართ, ჩვენ წამოვედით პრინციპული ღირებულებითი შეუთავსებლობის გამო, რადგან სასამართლოს და პროკურატურას ისევ ხელისუფლება აკონტროლებდა. მე არ ვიცი, ბატონ ზალკალიანს მურუსიძის სასამართლო ან ეს პროკურტურა მოწონს თუ არა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ დათო ზალკალიანი თავისი საქმის პროფესიონალია. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი იქ დაბრუნებით გაძლიერდება. რადგან აირჩია, რომ საჯარო პოლიტიკიდან წავიდეს და დაბრუნდეს საჯარო სამსახურში, ჩემი აზრით, მისი ადგილი სწორედ იქ არის. ჩვენ მეგობრობაც გვაკავშირებს, ამიტომ კონტაქტი ბუნებრივია გვქონდა, მაგრამ ამ საკითხებზე მე პირადად მასთან აღარ ვსაუბრობ.- რაც შეეხება "გაზპრომს", თქვენ თქვით, რომ მოლაპარაკებებში ხელისუფლებიდან ვიღაცის ინტერესები იკვეთება. ვის გულისხმობდით "ვიღაცაში" და საფრთხეებზეც რომ გვითხრათ. რატომ ეწინააღმდეგებიან "თავისუფალი დემოკრატები" "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს?- აქ საკვანძო მოთამაშე ენერგეტიკის სამინისტრო და მისი მინისტრია. უდიდესი პოლიტიკური ტვირთის და წონის მატარებელია გადაწყვეტილება, როცა ის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყველაზე მიუღებელია პირველ რიგში ის, რომ ეს ხდება არატრანსფარანტულად და ფარულად, შეხვედრების შინაარსი მოქალაქეებისთვის არ არის ცნობილი, ეს ცუდი არჩევანია, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა. მაეჭვებს ისიც, რომ მთავრობამ გადაავადა ჩვენი გაწევრიანება ევროპის ენერგოგაერთიანებაში. არადა, ეს დეკლარირებული გვქონდა. ევროგაერთიანებაში გაწევრიანება მოგვცემდა საშუალებას, გაგვეკონტროლებინა ტარიფების ფასი იმით, რომ ეს იქნებოდა ღია პროცესი, დაექვემდებარება კონკრეტულ სტანდარტებს და აქედან გამომდინარე ყველას წაერთმეოდა იმის შესაძლებლობა, რომ რამე ფარული გარიგებები დაედო რომელიმე ენერგეტიკულ კომპანიასთან. დღეს ბაზარი არეგულირებს ფასს, ხოლო როცა ენერგობაზარი გამჭვირვალეა, საშუალება გვეძლევა, ფასების წარმოქმნა უკვე ახლებურ, კონკურენტულ გარემოში წარიმართოს ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში. ეს კი არ აწყობს იმ ადამიანებს, რომლებსაც ფარული გარიგებები სჭირდებათ, რადგან სურთ, ხელი მოითბონ ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. ხელისუფლებამ გადაავადა გაწევრიანება ევროპის ენერგოგაერთიანებაში, მიდის მოლაპარაკებები, რომლის შესახებაც პარლამენტარებიც კი არ არიან ინფორმირებული - ეს ბადებს ეჭვს, რომ აქ პირადი და პოლიტიკური ინტერესები იმალება. როცა არჩევანი გაქვს, აზერბაიჯანისგან კიდევ უფრო გაიზარდოს გაზის მიღება ან ჰიდროენერგიის გამოყენებაზე დაიწყო მუშაობა, ამ ყველაფერს რატომ ამჯობინებ "გაზპრომთან" ურთიერთობას? ამ შეკითხვებზე უნდა გასცეს პასუხი არა მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრმა, არამედ პრემიერმაც. ჩვენ აქ ვხედავთ საფრთხეებს, თორემ თუ ქვეყანას დასჭირდა, ნებისმიერ ენერგოკომპანიასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა; ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის დაუფარავად ახსნილი. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა და რატომ კეთდება. ეს არის შეკითხვები, რომლებიც "თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს.- ვისი ინტერესები შეიძლება იყოს ამ ყველაფრის უკან?- მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილის გარეშე ეკონომიკური და ენერგეტიკული ხასიათის გადაწყვეტილებები არ მიიღება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის მოლაპარაკებებში ჩართული იქნებოდა. - თუმცა, ენერგეტიკის მინისტრი ირწმუნება, რომ "სხვა გზა არ არის" და აზერბაიჯანს მეტი გაზის მოწოდება არ შეუძლია.- ამ დროს აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მას იმდენი გაზი აქვს, რომ საქართველოსაც ეყოფა და ევროპასაც, მე არ მინდა დავუჯერო რომელიმე განცხადებას, მე მინდა პროფესიონალური განხილვა და ნათელი განმარტება, რომელიც უნდა მოგვცეს ენერგეტიკის სამინისტრომ იმის შესახებ, თუ რამდენი გაზი სჭირდება საქართველოს და როგორია პროგნოზი საქართველოს ეკონომიკისთვის. - ანუ არ გამორიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები აუცილებელი იყოს და კალაძე მართალს ამბობდეს?- არავითარ შემთხვევაში. როცა მოლაპარაკება ფარულად მიდის, მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ ძაღლის თავი სულ სხვაგან შეიძლება იყოს ჩამარხული და არა იქ, სადაც ხელისუფლება გვეუბნება. ფარული მოლაპარაკება არის ძირითადი ინდიკატორი ჩემთვის, რომ საუბარი არ ეხება და არ ითვალისწინებს მოქალაქეების ინტერესებს. მაგრამ ამას ფართო განხილვა სჭირდება, რაც მხოლოდ პარლამენტში მინისტრის მისვლით და მის მიერ დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემთხვევაში მოხდება.- ე.წ. კაბელების საქმეს რაც შეეხება. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოვლინდა, საუბარია "დელტაკომის" შეთავაზების გამოქვეყნებაზე. თუმცა, თავად კომპანია ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ შეთავაზება მას არ ეკუთვნოდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის საქმის არსს ახალი გარემოება და საბოლოოდ, რას ელოდებით, როგორ დასრულდება ეს საქმე?- მტკიცების ტვირთი ყოველთვის არის ბრალდებაზე და მე მინდა გაგახსენოთ, თუ როგორ მოხდა სამხედროების დაკავება. ეს ხუთი ადამიანი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა თავდაცვით შეიარაღებაზე მოვაწერე ხელი. ღარიბაშვილმა, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, მაშინ მითხრა, რომ ხელი არ უნდა მომეწერა და სწორედ ამიტომ, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისთვის დააკავეს სამხედროები. მაშინ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა არც ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ მტკიცებულებები მოპოვებული, ამიტომ მათი არგუმენტები უსუსური იყო. ამ პროცესში დადასტურდა, რომ პროკურატურა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე მუშაობდა, მათ ეგონათ, რომ მოსამართლეებზე მოახდენდნენ ზეწოლას და სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მაგრამ გამწესრიგებელი მოსამართლე, ბატონი ჯუღელი, ძალიან პრინციპული აღმოჩნდა, მან გაუძლო ყველა ზეწოლას, მათ შორის უმაღლესი დონის ხელმძღვანელების მხრიდან და მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ახლა ეს ადამიანები გარეთ არიან და მუშაობენ. მთავრობა პროცესს ვერ ასრულებდა, რადგან ეშინოდათ იმ შეუსრულებელი დაპირების, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მისცეს "კაბელების საქმეზე". სწორედ ამ საქმეზე დაჰპირდა ივანიშვილი შოთაძეს, რომ ის გახდებოდა მთავარი პროკურორი, თუ ამ და რამდენიმე სხვა პოლიტიკურ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ამ დროს მოხდა ისიც, რომ სწორედ მურუსიძე დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში. ესეც იმის შედეგია, რომ საერთო სასამართლოების იმედი აღარ აქვთ, რადგან მათი კონტროლი აღარ შეუძლიათ და ახლა გადავიდნენ მურუსიძეების ხელით სააპელაციოს გაკონტროლებაზე. მე მგონია, რომ ხელისუფლების ტაქტიკა "კაბელების საქმეში" მისი მაქსიმალურად გაჭიმვა იქნება, მაგრამ ეს, ბოლო მტკიცებულება, რომელიც მოსამართლემ წარმოებაში მიიღო, პრაქტიკულად ცხადჰყოფს, რომ მთელი ბრალდება მხოლოდ ტყუილზეა აგებული. ტენდერში "დელტაკომის" გამარჯვებით ღარიბაშვილის ნათესავები იყვნენ დაინტერესებული, სწორედ მათი ინტერესი იყო, რომ მომხდარიყო თავდაცვის სამინისტროს "სილქნეტთან" თანამშრომლობის დისკრედიტაცია. მე მგონია, რომ საბოლოოდ საქმე პოზიტიური შედეგით დასრულდება. მე მწამს, რომ საქართველოში არიან ისეთი მოსამართლეები, როგორიც ბატონი ჯუღელია. სხვათა შორის, სწორედ ჯუღელს უთხრეს სააპელაციოში მიღებაზე უარი და მურუსიძე დააბრუნეს. ანუ უპრინციპო, მონური ფსიქოლოგიის მოსამართლეებს აბრუნებენ და პრინციპულ მოსამართლეებს გარეთ ტოვებენ, ეს არის ძველი სისტემა, რომელიც ახლაც აგრძელებს მუშაობას. მე მაქვს სასამართლოს იმედი. დღეს "თეთრზე შავის" თქმა აღარ გამოვა, ამას საზოგადოება აღარ მიიღებს და თუ გადაწყვეტილება სამართლიანი არ იქნება, ეს ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასად დაუჯდება ივანიშვილის ხელისუფლებას.- უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატებმა", პრეზიდენტმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა შექმენით კოალიცია, რომელიც სპეციალურად "ქართული ოცნების" სპიკერების წინააღმდეგ იყო მიმართული და სწორედ ამ კოალიციას დაუკავშირა ბესელიამ ალეკო ელისაშვილის განცხადება, "შეწყალების საქმესთან" დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატომ გაიჟღერა ამ ყველაფერში "დემოკრატების" სახელმა და რას უპასუხებდით ბესელიას ბრალდებებს?- ვერაფერს ვუპასუხებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ფრაქციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბრალდებები ან გაქარწყლდეს, ან პროკურატურამ შეისწავლოს, ვინაიდან საუბარია ვიცე სპიკერზე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე. ამ საქმეში მტყუან-მართალს ვერავის დავარქმევ, რადგან ეს გამოძიების საქმეა, უბრალოდ ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა მოხდეს. მე პირადად ვიცნობ ბატონ ელისაშვილს, ორი-სამი კვირის წინ შეხვედრაც მქონდა მასთან და მჯერა, რომ შესაბამისი მტკიცებულები და მიზეზი ჰქონდა იმის სათქმელად, რაც საჯაროდ განაცხადა. შეხედრისას მიამბო ეს ისტორია, თუ როგორ აწუხებდნენ, როგორ ხდებოდა ზეწოლა მასზე და ა.შ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, რათა გახდეს ცნობილი, თუ რასთან გვაქვს საქმე, რადგან აქ ზიანი ადგება უშუალოდ შეწყალების ინსტიტუტს, ზოგადად კი მნიშვნელოვნად ზიანდება საზოგადოების ხელისუფლებისადმი ნდობა. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს! ქალბატონ ბესელიას და ქალბატონ კობახიძის მიმართ პოზიტიური განწყობა მქონდა, როცა ოპოზიციაში ერთად ვიყავით, მაგრამ ადამიანები იცვლებიან თანამდებობაზე, სურთ მეტი, ძალაუფლებაც მეტი უნდათ. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო. - 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებია. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, "თავისუფალი დემოკრატები" კვლავ "ქართულ ოცნებაში" ვიხილოთ. არსებობს თუ არა ამის შესაძლებლობა, ან ვისთან ერთად შეიძლება ვიხილოთ თქვენი პარტია? და იმ შემთხვევაში, თუ მარტო გადაწყვიტეთ კენჭისყრა, რა შანსები აქვს "თავისუფალ დემოკრატებს" იმ ფონზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალური განწყობები მხარდაჭერილი მაინცდამაინც არ არის.- ლიბერალური ღირებულებები მხარდაჭერილი ვერ იქნება, როდესაც 70 წლიანი საბჭოთა წარსული გვაქვს, ამან მძიმე დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას, ამიტომ, ჩემი აზრით, ლიდერების ვალია აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ამ მთავარი ღირებულებების სწორად დამკვიდრებაზე იმუშაონ. სწორედ ასეთი ლიდერები ვართ "თავისუფალ დემოკრატებში". მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად გავდივართ ამ არჩევნებზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ გვაქვს პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხის მხრიდან საკმარისი ნდობა და საკუთარი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ პროფესიონალი მთავრობა ჩამოაყალიბოს, "თავისუფალი დემოკრატები" ვართ. ელექტორატის 60%-ს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ძველ და უფრო ძველ ხელისუფლებებს მხარს არ დაუჭერენ. ამ 60%-ში ვხედავთ გამარჯვების და წარმატების დიდ შანსს. ყველამ, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, ხალხთან კავშირი დაკარგა, მოსახლეობა შეხვედრებზე გვეუბნება, რომ მათ არავინ ხვდება, ხელისუფლებამ ადამიანებს ზურგი შეაქცია. ამიტომაც დავდივართ სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ, რომ ეს ნდობა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის გავაჩინოთ. არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება და მე "თავისუფალი დემოკრატების" გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.- როცა ხელისუფლებაში იყავით, მაშინ არ გქონდათ ხალხთან კონტაქტი გაწყვეტილი? ხშირად ხვდებოდით მოსახლეობას?- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული დღის წესრიგი მქონდა, ყოველთვის ვახერხებდი მივსულიყავი ჯარისკაცებთან, მათ ოჯახებთან, მაქსიმალურად ვცდილობდი "კაბინეტიდან გავსულიყავი", რადგან ეს არის ის, რაც მუდმივად გახსენებს, თუ ვის სამსახურში ხარ. რა თქმა უნდა, არსებობს ხიბლი იმისა, რომ ჩაიკეტო და მხოლოდ დადებითი მოისმინო; და სწორედ აქედან გამომდინარე ნელდება კავშირი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. სწორედ ეს შეცდომა დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამ შეცდომას უშვებს "ქართული ოცნებაც", ეს "თავისუფალი დემოკრატებისთვის" გაკვეთილი იქნება. მინდა თქვენს მკითხველებს ვუთხრა, რომ საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვერ გამოვიყვანოთ და ვერ ვუშველოთ, მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ ის არის, რომ მეტად ვენდოთ ადამიანები ერთმანეთს, მეტად დავინახოთ ერთმანეთში პარტნიორები. შეიძლება რაღაც საკითხებში ვერ ვთანხმდებოდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ძლიერი ქვეყნის შენებაში თანამოაზრეები უნდა ვიყოთ. მე მგონია, რომ შემდეგ არჩევნებზე ასეთი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი.ინგა მურუსიძე"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 362782 [title] => ირაკლი ალასანია - ჩვენ გვაქვს პრინციპული და ღირებულებითი შეუთავსებლობა "ოცნების" ხელისუფლებასთან [alias] => irakli-alasania-chven-gvaqvs-principuli-da-ghirebulebithi-sheuthavsebloba-qocnebisq-khelisuflebis-mimarth [title_alias] => [introtext] => [fulltext] => "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ამერიკაში ვიზიტი დაასრულა. ალასანიამ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე, ინვესტიციებსა და კონტრტერორისტული ცენტრისთვის მეტი მხარდაჭერის მიღებაზე ისაუბრა. ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე პასიურობისთვის აკრიტიკებს და ახალ პრემიერ-მინისტრს რჩევებს აძლევს. ირაკლი ალასანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებებითაც უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ ეს "ვიღაცის ინტერესებში შედის". ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ესაუბრა. - ორი დღის წინ ამერიკაში ვიზიტი დაასრულეთ. რომ შეაჯამოთ, რა სახის შეხვედრები გქონდათ პარტნიორ ქვეყანაში? არსებობს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი უმაღლესი ტრიბუნებიდან აღარ ისმის. იყო თუ არა ეს თქვენი შეხვედრებისას საუბრის თემა და როგორია განწყობა სტრატეგიულ ქვეყანაში საქართველოს მიმართ?- ჩემი ვიზიტი, პირველ რიგში, ემსახურებოდა სწორედ საქართველოსა და მასთან დაავშირებული საკითხების დაბრუნებას პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში. მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, პენტაგონში. ამერიკაში ძირითადად იმავე საკითხებზე სასაუბროდ ჩავედი, რომლითაც ერთი წლის წინ ჩავდიოდი, როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დღეს ოპოზიციაში ვართ, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის პრიორიტეტები არ შეგვიცვლია. საუბარი შეეხებოდა თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემის თაობაზე გადაწყვეტილებას. ვისაუბრეთ ტერორიზმის კუთხით იმაზე, რომ ამერიკამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენი კონტრტერორისტული ცენტრის მხარდასაჭერად; ბუნებრივია, ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკაზე. მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში აუცილებელია. მქონდა საუბარი კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ ამერიკელი ბიზნესმენები, მათ შორის საშუალო ბიზნესი, რომ საქართველოში ინვესტირება განახორციელონ და მე მივუთითე რამდენიმე სფერო – წარმოების, ტურიზმის და ენერგეტიკის. ამრიგად საუბარი ძირითადად იყო იმაზე, თუ როგორ უნდა წავწიოთ წინ საქართველოს ეკონომიკა, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ასოცირების შეთანხმება ევროპასთან; ასევე, დავიწყეთ საუბარი იმ შესაძლებლობაზე, რომ როცა ამერიკა-ევროპას შორის ასოცირების შეთანხმება გაფორმდება, ამ სიკეთით ისარგებლოს საქართველომაც, როგორც ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მქონე ქვეყანამ. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "თავისუფალი დემოკრატები" ვგეგმავთ, რომ ერთი წლის შემდეგ ხელისუფლებაში ვიქნებით და ამიტომ ამერიკელ კოლეგებთან წინასწარი სამუშაო მოვნიშნეთ. - თავდაცვითი შეიარაღება ახსენეთ, რა სახის შეიარაღებაზეა საუბარი?- ჩემი თავდაცვის მინისტრობის პირველივე დღიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები ამერიკასთან ანტისატანკო შეიარაღების გადმოცემის შესახებ. პრაქტიკულად ყველა უწყება, რომლის ჩართვაც საჭირო იყო, ეთანხმება ამ შესაძლებლობას და ახლა გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზეა მისაღები; იმედი მაქვს, ასეც იქნება. რაც შეეხება ინვესტიციებს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტიციების სააგენტოსთან ერთად დაიწყოს პირდაპირი კავშირების ძიება ამერიკელ ბიზნესმენებთან. ჩემი აზრით, დღეს საქართველოს მთავრობა დაუღალავად, მთელი ძალ-ღონით უნდა ეძებდეს ინვესტორებს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ და ამერიკულ ბიზნეს-საზოგადოებებში. ამის მაგივრად კი სრულებით აშკარაა მსგავსი აქტიურობის დეფიციტი ჩვენი ქვეყნის მხრიდან. მე რატომღაც ძალიან მიკვირს, რომ ხელისუფლება ამერიკიდან და ევროპიდან ინვესტიციების მოზიდვაში შრომას არ დებს. მინდა ახალ პრემიერსაც ვუსურვო, რომ გარკვეული სამუშაოები თვითონ ჩაატაროს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვაზეც იზრუნოს, პირადად ჩაერთოს ამ საქმეში.- რაც შეეხება ახალ პრემიერს. როგორ ფიქრობთ, რატომ გადადგა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ მაინცდამაინც გიორგი კვირიკაშვილი? რამდენად შეძლებს ახალი პრემიერი და მისი გუნდი გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას?- როცა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეა საუბარი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი კვირიკაშვილი სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკაში არსებულ რთულ ვითარებაზე ისევე, როგორც ყოფილი პრემიერი და ბიძინა ივანიშვილიც. მთავრობა რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ – შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით, რამდენად არის დაცული მოქალაქეების უსაფრთხოება, პირადი თავისუფლება და დემოკრატია. ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს მეტნა
იხილეთ მსგავსი სიახლეები :