Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ინტიმურ-ლაზერული გაახალგაზრდავება - ახალი ბუმი თბილისში

ინტიმურ-ლაზერული გაახალგაზრდავება - ახალი ბუმი თბილისში

2014-04-10 10:37:00

ბოლო დროს უცხოელი ვარსკვლავები უარს ამბობენ პლასტიკურ ქირურგიაზე და უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებენ. თუმცა პლასტიკური ქირურგიის შესაძლებლობები დღითიდღე უფრო ამოუწურავი ხდება. თუ აქამდე თბილისში მკერდის, ტუჩის, ცხვირის და თვალის ჭრილის შეცვლა იყო ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია, ბოლო დროს მანდილოსნები ინტიმურ ლაზერულ გაახალგაზრდავებას ანიჭებენ უპირატესობას. რას ნიშნავს ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავება, ამის შესახებ ერთ-ერთი ცნობილი ესთეტიკ-ცენტრის დამფუძნებელი გვესაუბრება.- რას ნიშნავს ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავება?- ეს არის საშოს შიგნითა ზედაპირის განახლება, რომლის მეშვეობით ხდება სექსუალური სფეროს დარეგულირება, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის. ეს მეთოდი აპრობირებულია მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავება. ჩვენს წამოწყებას უწყვეტი ზარები მოჰყვა, მანდილოსნებს ამ პროცედურის გაკეთების დიდი სურვილი აქვთ. ადრე მხოლოდ ოპერაციული ჩარევით იყო შესაძლებელი საშოს დაპატარავება, ახლა კი ეს ლაზერით კეთდება და უმტკივნეულოა.– როგორ ხდება ინტიმური გაახალგაზრდავება ლაზერის მეშვეობით?– ეს პრობლემა თითქმის ყველა ქალის ცხოვრებაში დგება და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი მშობიარობაა. მედიცინაში არსებობს ასეთი ტერმინი: საშოს რელაქსაციის სინდრომი, როცა კუნთები კარგავს ტონუსს და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცეში რამდენიმე კლინიკაში კეთდება მსგავსი ტიპის პროცედურები. მათ შორის ვართ ჩვენც, საქართველო. ინტიმური ლაზერული გაახალგაზრდავების დროს ხდება დაპატარავება, კუნთების ტონუსში მოყვანა, რა დროსაც წარმოიშობა კოლაგენი; ხდება საშოს შიდა ფენის ლაზერით დამუშავება და კანის განახლება, რის შემდეგაც ხდება შეგრძნებების განახლება. ეს არის 25-წუთიანი პროცედურა. ხუთ დღეში შესაძლებელია სექსუალური ურთიერთობა. ადრე კი ეს ოპერაციით კეთდებოდა და რამდენიმე კვირით იყო აკრძალული სექსუალური კავშირი. სულ 3–4 პროცედურის ჩატარებაა საჭირო, რომელიც რამდენიმეკვირიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს.– ძირითადად, რა ასაკის ქალები მოგმართავენ?– აქამდე, ძირითადად, 25–26 წლის გოგონები მოგვმართავდნენ, ბოლო დროს კი 35–40 წლამდე ასაკის მანდილოსნებიც დაინტერესდნენ. ძირითადად, გათხოვილი და რამდენჯერმე ნამშობიარევი ქალები მოდიან. მათი ანონიმურობა, ბუნებრივია, დაცულია. აღნიშნული პროცედურის ჩატარება 65 წლის ასაკამდე ნებისმიერი ქალისთვისაა შესაძლებელი. – შედეგი გარანტირებულია?– ყველა შემთხვევაში გვაქვს შედეგი.  საშოს შიდა განახლება ნამდვილად ხდება და შეგრძნებები სექსის დროს გიახლდებათ.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :