Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ჰაბლის" ტელესკოპმა ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინა

2016-03-05 18:31:00

"ჰაბლმა" აქამდე აღმოჩენილ გალაქტიკებს შორის, ყველაზე შორს მდებარე გალაქტიკა, სახელწოდებით - GN-z11 აღმოაჩინა. იგი დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ჩვენგან დაახლოებით, 13,4 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული, - ნათქვამია ნასას ოფიციალურ გვერდზე.GN-z11 - 25-ჯერ უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ჩვენი მზის სისტემა და "ირმის ნახტომთან" შედარებით, მასში ვარსკვლავების რაოდენობა 1%-ს უდრის.მეცნიერების თქმით, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკაში ამჟამად, ვარსკვლავების წარმოშობის პროცესი მიმდინარებს.სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ GN-z11-ის აღმოჩენა "ჰაბლის" ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. შეგახსენებთ, რომ ტელესკოპს სახელი "ჰაბლი" გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომის ედუინ ჰაბლის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც გარე გალაქტიკები და ე.წ. ჰაბლის კანონი აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც სამყაროს გაფართოების ტემპის დადგენა გახდა შესაძლებელი.2018 წელს "ჰაბლს" ორბიტალური ულტრაწითელი ობსერვატორია "ჯეიმს უები" შეცვლის, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, გალაქტიკა GN-z11-ის შესახებ დამატებითი მონაცემები მიიღონ.იხილეთ ვიდეო მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :