Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გორან პანდევის ძმა: "ჩიხურას" დაუფასებლობა არ შეიძლება

გორან პანდევის ძმა: "ჩიხურას" დაუფასებლობა არ შეიძლება

2014-07-03 16:04:00

3 ივლისს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" მაკედონიაში ტურნოვოს "ჰორიზონტს" ეწვევა."ტურნოვოს" კაპიტანი საქვეყნოდ ცნობილი გორან პანდევის უმცროსი ძმა საშკო პანდევია, რომელიც 27 წლის ფორვარდია.პანდევმა მაკედონიურ "სპორტ მედიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არ შეიძლება მეტოქის შეუფასებლობა. "ჩიხურა" სოლიდური გუნდია, ხარისხიანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. ამიტომ არაფრით არ შეიძლება მეტოქის დაუფასებლობა და ჩვენ ამას არც ვაპირებთ. უნდა გავიდეთ მოედანზე და მაქსიმუმი გავიღოთ, რომ საქართველოში გამგზავრების წინ კარგი შედეგი დავიბევოთ", - განაცხადა "ნაპოლის" მაკედონიელი ლეგიონერის ძმამ. 
იხილეთ მსგავსი სიახლეები :