Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გიორგი ადამია: საქართველო და აზერბაიჯანი ევრო 2020-ს უმაღლეს დონეზე ჩაატარებენ

გიორგი ადამია: საქართველო და აზერბაიჯანი ევრო 2020-ს უმაღლეს დონეზე ჩაატარებენ

2012-03-12 16:00:00

აგდამის "ყარაბახის" ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ადამიამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ლენქორანის "ხაზართან" გამარჯვებასა და "გაბალასთან" მომავალ სათასო შეხვედრაზე ისაუბრა."ყარაბახმა" "ხაზართან" ადამიას გოლით 1:0 იმარჯვა.- როგორ წარიმართა "ხაზართან" მატჩი?- რთულ მატჩს ველოდით, მაგრამ მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ორივე გუნდს რაც შეიძლება სწრაფად და ბევრის გატანა სურდა და ბევრს უტევდა. საბოლოოდ ერთი ბურთის სხვაობით მოვიგეთ. სასიამოვნოა, "პირველ ექვსეულში" გამოსვლის მოგებით დაწყება.- საკუთარ გოლზე რას იტყოდი?- მცველმა ჩემთვის ხელის შეშლა სცადა, მაგრამ მოვატყუე და ბურთი შორეულ კუთხეში გადავგზავნე. მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს გამარჯვება მოვუტანე. ბოლო ოცი წუთის განმავლობაში "ხაზარმა" ჩვენი კარის მიმართულებით საკმაოდ ბევრი დარტყმა განახორციელა.- ოთხშაბათს "ყარაბახი" აზერბაიჯანის თასზე ითამაშებს. გუნდი ასეთი გრაფიკისთვის მზადაა?- "ხაზართან" მატჩი ჯერ კიდევ არ დაგვვიწყნია. დავისვენებთ და "გაბალასთან" შეხვედრაზე დავფიქრდებით. მათ საბრძოლო შემადგენლობა ჰყავთ, რამაც შესაძლოა, პრობლემები შეგვიქმნას. მით უმეტეს, რომ ბოლო მატჩებში საკმაოდ დამაჯერებელ თამაშს აჩვენებენ.- გაბალაში ჩატარებული მატჩის შედეგმა არ გაგაკვირვათ?- ბაქოს "ნეფთჩი" კარგი გუნდია. დიდი ხანია, არ წაუგია, მაგრამ ფეხბურთში მუდმივად გამარჯვება შეუძლებელია. სხვათა შორის, არ მეგონა, რომ "გაბალა" დიდი ანგარიშით მოიგებდა - 4:1 მაინც გამანადგურებელი შედეგია.- როგორ შეაფასებდი "გაბალასთან" თასზე "ყარაბახის" შანსებს?- მეოთხედფინალურ სტადიაზე გაჩერება არცერთ გუნდს სურს. თასზე ყველაფერს ორი მატჩი წყვეტს. გვინდა პირველი მატჩი მოვიგოთ, რათა უპირატესობა მოვიპოვოთ. მიმაჩნია, რომ "ყარაბახს" ორ ფრონტზე ბრძოლა შეუძლია.- საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე ერთობლივი განაცხადის წარდგენას აპირებენ. როგორ აფასებთ ამ განაცხადის შანსებს?- შანსების შეფასება მიჭირს. საქართველოში სტადიონებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია. დიდი სტადიონი ცოტა გვაქვს. ასევე არ არის საკმარისი რაოდენობის ხარისხიანი მოედნები. თუმცა მჯერა, რომ თუ უეფა ჩვენს ერთობლივ განაცხადს ენდობა, საქართველო და აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ევროპის ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარონ.მომზადებულია www.azerisport.com-ის მიხედვით
იხილეთ მსგავსი სიახლეები :