Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გიორგი ადამია: "ინტერი" მართლა მომეწონა

გიორგი ადამია: "ინტერი" მართლა მომეწონა

2012-09-04 12:32:00

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბაქოს "ინტერი" წლევანდელ ევროთასებზე ცუდად არ გამოიყურებოდა. გუნდი ევროპის ლიგას ისე დაემშვიდობა, შეხვედრა არ წაუგია: ბაქოელებმა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური "ტრანსის" ბარიერი იოლად გაიარეს (5:0, 2:0), ბერძნულ "ასტერასთან" კი ორივე შეხვედრა ფრედ (1:1) ითამაშეს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდნენ. ეს ის "ასტერასია", რომელმაც მომდევნო ეტაპზე გორის "დილას" მძლეველ "მარიტიმუსთან" ასევე პენალტების სერიით წააგო. წლეულს კახა ცხადაძემ გუნდში აზერბაიჯანის პრემიერლიგის 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი ადამია დაიმატა. ადამიამ პრემიერლიგის "ყარაბახში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, მაგრამ აგდამელებთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა, მაისში კი ბაქოელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიამ უფრო მდიდარი კლუბების შემოთავაზებები იუარა, მათ შორის, ბაქოს "ნეფთჩის", რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.თბილისში შეკრებაზე მყოფ ბაქოს "ინტერის" ქართველ ლეგიონერს "ლელომ" ინტერვიუ ჩამოართვა.- ახალ კლუბში შენი გადასვლა არც ისე მოულოდნელი იყო - ქართველების "ინტერს" აშკარად აკლდი.- სიმართლე გითხრათ, ბევრი არც მიფიქრია, რადგან ვიცოდი, რა კლუბი იყო და მისი ფეხბურთი მომწონდა. - ბევრად მდიდარი კლუბები იწვევდნენო...- წინადადებები იყო, მაგრამ "ინტერი" ყველა დანარჩენს მერჩივნა, რადგან ჩემთვის ასე სჯობდა. - დამაინც, რომელი კლუბები დაინტერესდნენ?- აზერბაიჯანის რამდენიმე წამყვანი კლუბი, მაგრამ არავისთან მილაპარაკია: სეზონის შემდეგ ვიცოდი, რომ "ინტერში" უნდა გადავსულიყავი და სიმართლე გითხრათ, აღარც დავინტერესებულვარ, ვის რა ინტერესი ჰქონდა.- აზერბაიჯანული მედია წერს, რომ "ინტერი" ყველასაგან განსხვავებულ ფეხბურთს აჩვენებს და ასეც რომ არ იყოს, ახალ კლუბთან შესაგუებლად დრო აუცილებელია. - ეს თავისთავად ცხადია. "ყარაბახის" სტილი "ინტერისგან" აბსოლუტურად განსხვავდება. კახა ცხადაძე უფრო თანამედროვე მოთხოვნებს გვიყენებს, მაგრამ ფეხბურთელის კარიერაში ასეთი ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვადასხვა სტილის გუნდებს სწრაფად უნდა შეეჩვიო. ჩემი აზრით, ამას ნელ-ნელა ვახერხებ, მწვრთნელისა და სათამაშო სქემის მოთხოვნები ჩემთვის გასაგებია.- აზერბაიჯანის ლამის ყველა წამყვან კლუბში გითამაშია და შენი აზრით, "ინტერს" ჩემპიონობის რესურსი გააჩნია?- სხვათა შორის, წლეულს მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი შეიკრა. გარკვეულ პოზიციებზე გავძლიერდით. "ინტერის" ფეხბურთი მსიამოვნებს და თამაშის ხარისხიც მომწონს. - თუმცა 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა გაქვთ...- ეს იმიტომ, რომ ბევრი ახალწვეული ვართ და შეთამაშება გვჭირდება, მაგრამ გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ადრე თუ გვიან, შედეგსაც გამოვასწორებთ. - აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ "ასტერასთან" წასაგები თამაში არ გქონდათ. - საბერძნეთის კლუბს აზერბაიჯანული თანაბრად რომ ეთამაშება და არ წააგებს, მიმაჩნია, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა. შემდეგ ეტაპზე გასვლა რეალურიც იყო. ბერძნებმა ვერ გვაჯობეს, მაგრამ პენალტების სერიაში აშკარად არ გაგვიმართლა. (იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:კახა ცხადაძე - სტუმრად სამშობლოშიქართველი ლეგიონერები აზერბაიჯანში - დაბრუნდით სახლებში!"აზერბაიჯანულ ფეხბურთს კახა ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება!"
იხილეთ მსგავსი სიახლეები :