Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გინესის სამედიცინო რეკორდები



დაავადება, რომელიც ყველაზე სწრაფად ჭამს სხეულსმასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა 1994 წელს ამ დაავადებას "ორგანიზმის მშთანთქმელი ცეცხლი" უწოდეს. მანეკროზირებელი ფასცილიტი - ასე ჰქვია მედიცინის ენაზე ამ იშვიათ და სასიკვდილო საფრთხის შემცველ სენს. დაავადება პირველი მსოფლიო ომის დროს აღმოაჩინეს. მას იწვევს განსაზღვრული სახის ბაქტერია, რომელიც თავდაპირველად ცოცხალი ქსოვილის კანქვეშა მიდამოს უტევს და მის განგრენას აჩენს. ამ უკანასკნელისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სხეულის დასნებოვნებული და დაზიანებული ადგილის ქირურგიული წესით მოცილება. უშუალოდ მანეკროზირებელი ფასცილიტით გამოწვეული სიკვდილიანობა 15%-ს არ აღემატება, მაგრამ სტრეპტოკოკული ტოქსიკური სინდრომისა და შოკის (ძლიერი ტკივილით და ციებ-ცხელებით) დართვისას (სამწუხაროდ, დაავადება უმეტესად სწორედ ასე მიმდინარეობს) ლეტალური შედეგი 70%-ს აღწევს. დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ეპიდემიურ აფეთქებასჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1998-1999 წლებში (მონაცემები მოძველებული არ გახლავთ, რადგან ასეთი სტატისტიკა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ იქმნება) მსოფლიოში ყველაზე ხშირად (45-ჯერ) ქოლერის ინფექციის აფეთქება მოხდა. მეორე ადგილზე დგას პოტენციურად საშიში ზურგის ტვინის მენინგოკოკცემიური ინფექცია - 29 რეგისტრირებული აფეთქება. სამუშაო, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მოიტანამერი მელონი, იგივე მერი ბრაუნი, იგივე ტიფიანი მერი (ნამდვილი სახელი - მარია ანა კადუფი) დაიბადა ტირონში (ირლანდიის საგრაფო), ხოლო თხუთმეტი წლისა აშშ-ში გადასახლდა. ის ძირითადად მზარეულად მუშაობდა. მერი მელონი იქცა მუცლის ტიფის 53 აფეთქების მიზეზად, რომელთა დროსაც ითაკაში (ნიუ-იორკი, აშშ) 14 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა და რამდენიმე დაიღუპა. მერი, თავად ჯანმრთელი, ინფექციის მატარებელი გახლდათ. ის პირველად სამი წლის მანძილზე იყო კარანტინში ქალაქის საავადმყოფოში, რის შემდეგაც ფიცი ჩამოართვეს, რომ საზკვების საწარმოებს აღარ გაეკარებოდა, მეორედ კი სამუდამო კარანტინი მიესაჯა. სიცოცხლის ბოლო ოცდასამი წელი მან კუნძულ ნორდ ბროთერზე (ისტ რივერი, ნიუ-იორკი, აშშ) გაატარა და ბრონქოპნევმონიით გარდაიცვალა. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობაამით სამი დაავადება გამოირჩევა - შიდსი, ცოფის თავის ტვინის ფორმა და შავი ჭირი. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) გადამდები ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), ადამიანის იმუნური სისტემის დათრგუნვას იწვევს. იგი უტევს იმუნურ სისტემას და ადამიანს სხვა ინფექციების წინაშე დაუცველს ტოვებს. შიდსი აივ ინფექციის გვიანი სტადიაა. ცოფიც ვირუსული ინფექციაა, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს. ის ადამიანს ცოფიანი ცხოველის ნაკბენით გადაეცემა. ცოფის ყველაზე მეტი შემთხვევა გარეული ცხოველების (ენოტი, მელია, ღამურა) წილად მოდის. ამ დაავადების ადრეული ნიშნებია ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, შემდეგ იწყება ჰალუცინაციები, უძილობა, მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ჰიდროფობია (წყლის შიში). ადამიანი სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ კვდება, მაგრამ თუ პრევენცია კბენისთანავე დაიწყო, გადარჩენის ალბათობა დიდია. შავი ჭირი - ამ ინფექციური დაავადების ყველაზე საშინელმა ეპიდემიამ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი იმსხვერპლა. მხოლოდ 1347-დან 1351 წლებში შავმა ჭირმა, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, საერთო ჯამში 75 მილიონი ადამიანი შეიწირა. ყველაზე გადამდები დაავადებაასეთი გახლავთ დენგე, ვირუსული დაავადება, რომელიც მოსკიტს გადააქვს. მისი გაცილებით მძიმე ვარიანტია დენგეს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც შესაძლოა ყველაზე გავრცელებული მორეციდივე დაავადებაც იყოს. 1998 წელს აღირიცხა დენგეს დაავადების 1,2 მილიონი შემთხვევა. 15 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ადამიანისთვის ყველაზე საშიში ფრინველის დაავადებაფრინველის გრიპმა, ინფლუენცას (გაციებით გამოწვეული სასუნთქი გზების მწვავე ანთება, მოძვ. ფორმა) სახესხვაობამ, რომელიც მანამდე მხოლოდ ფრინველებს ასნებოვნებდა, 1997 წელს ჰონგკონგში 16 ადამიანი დააავადა (ოფიციალურად აღრიცხული რიცხვი). 4 მათგანი გარდაიცვალა. ეს პირველი ვირუსი გახლავთ, რომელიც ადამიანს უშუალოდ ფრინველისგან გადაედო. ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ...სადღეისოდ მსოფლიო ჯანდაცვის უდიდესი პრობლემა სიგარეტია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ის დაავადებები, რომლებიც სიგარეტის წევას უკავშირდება, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა, ფილტვებისა და სასუნთქი გზების სნეულებები, უფრო მეტ სიკვდილიანობას გამოიწვევს, ვიდრე შიდსი, ტუბერკულოზი, თვითმკვლელობა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ერთად. მათი სიკვდილიანობის ყოველწლიური მაჩვენებელი დაახლოებით 7 მილიონს გაუტოლდება. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას: მწეველთა საერთო რაოდენობის 85% ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობს. ამ დაავადებებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის წლიური დანახარჯი მთელ მსოფლიოში 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზიგულის კორონარული სისტემის დაავადება უეცარი სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი გახლავთ. მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და მავნე ქოლესტერინის მომატება ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული რისკფაქტორებია.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :