Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას არ მოუხდენია სწრაფი რეაგირება სისტემურ დანაშაულზე, რითაც პრობლემის გართულების სტიმულირება მოახდინა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას არ მოუხდენია სწრაფი რეაგირება სისტემურ დანაშაულზე, რითაც პრობლემის გართულების სტიმულირება მოახდინა

2016-03-14 17:28:00

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.- "ქართული ოცნების" დაანონსებული პოლიტსაბჭოს სხდომა გადაიდო, თუმცა პრემიერს ინდივიდუალურ რეჟიმში საბჭოს წევრებთან ჰქონდა შეხვედრები. "ქართული ოცნების" არა ერთმა ლიდერმა არა ერთხელ განაცხადა - "კოალიცია უნდა დაიშალოს და "ქართული ოცნება" არჩევნებზე ცალკე უნდა გავიდეს". პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა: "შესაძლოა, ნოემბერში ამ თანამდებობაზე აღარ ვიყოო". კოალიციის დაშლა, თუკი ეს მოხდება, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ შეიძლება იქნას შეფასებული? - ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, კოალიციის დაშლა არა თუ შესაძლებელია, სასარგებლოცაა. ნეგატიურ ამოცანაზე ორიენტირებული კოალიციები იშლება. არა რაღაცის გასაკეთებლად, არამედ რაღაცის წინააღმედეგ შექმნილი კოალიციების დაშლაში უცნაური არაფერია. თავის დროზე, კოალიცია შეიქმნა რეჟიმის დასამარცხებლად ანუ, თავიდანვე ამოცანა ნეგატიური იყო. მაშინ მსოფლმხედველურ ერთიანობას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ახლა ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ ერთმანეთთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ძალების ერთიანობა. თუ ამ ტიპის ერთობა ვიღაცის წინააღმდეგ შესაძლებელია რაღაცის შესაქმნელად ანუ პოზიტივის მისაღწევად, მას იქედან გამომდინარე ექნება პრობლემები, რომ მსოფლმხედველური დაპირისპირების პირობებში შეუძლებელია სისტემურ საკითხებზე ერთიანი, კონსოლიდირებული გადაწყვეტილებების მიღება. ამ არასახარბიელო კონფიგურაციის შედეგებს ჩვენ წლებია მუდმივად ვიმკით. მიუხედავად იმისა, რომ კულისებში დაპირისპირების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა, იყო მცდელობა რომ ეს დაპირისპირება გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არჩევნების წინ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი ხელისუფლებაში ყოფნა, ბუნებრივია, რომ ახლა ყველა ეძებს საკუთარ ადგილს მზის ქვეშ და შესაბამისად, დაპირისპირება თავისთავად საჯაროვდება. დაპირისპირება არ არის მხოლოდ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის. კოალიციაში დაპირისპირება ბევრად უფრო მრავალწახნაგიანი პრობლემაა და ამ პროცესში ბევრად უფრო მეტი ადამიანია ჩართული. ეს ჩანს კიდევაც კოალიციაში შემავალი პირების განცხადებებიდან. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, უკვე ქვეყანა გადავიდეს ევროპული ტიპის მულტიპარტიულ დემოკრატიაზე ანუ, იმაზე, როცა ყველა პარტია ცალ-ცალკე მიდის არჩევნებზე, ყველა ხალხისგან, როგორც ძალაუფლების წყაროსგან მიიღებს იმდენ მანდატს, რამდენსაც მიიღებს და შემდეგ პარლამენტში შეიქმნება საპარლამენტო კოალიციები. კოალიციები იქმნება ერთიანი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმების ანუ პოზიტიური ამოცანების ირგვლივ და არა ნეგატივზე აშენებული კონგლომერატებისგან. გარკვეული რისკების მიუხედავად მოვლენათა ასეთი განვითარება სახელმწიფოს განვითარებისთვის სასარგებლო იქნება და ჩვენ გადავალთ განვითარების ახალ ეტაპზე, ანუ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისკენ ნაბიჯებს გადავდგამთ. - უნივერსიტეტში კანცლერის არჩევასთან დაკავშირებული ისტორია აშკარად გასცდა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ერთი კანცლერის არჩევის თემას. უცნაურია, ოპოზიციაში ყოფნისას "ქართული ოცნება" "ოდეერების" ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებდა. ისინი მეოთხე წელია ხელისუფლებაში არიან და ეს ინსტიტუტი ისევ არსებობს. თქვენი აზრით რატომ? კოალიციას მოეწონა სააკაშვილის მართვის სისტემა, ისევე როგორც პრემირების სისტემა თუ რა უნდა ვიფიქროთ? და კიდევ, თქვენ როგორ შეაფასებდით სტუდენტების აქტიურობას და მათ მიერ მიღწეულ შედეგს?- გეთანხმებით, რომ ხელისუფლების ვალდებულება იყო "ოდეერების" ინსტიტუტი, როგორც საბჭოური გადმონაშთი, გაეყვანა სახელმწიფოს მართვის სისტემიდან, მაგრამ როგორც სხვა მიმართულებებზე, ამ კუთხითაც ხელისუფლება წააწყდა მუდმივ პრობლემებს. სისტემას ხელისუფლება მძევლად ჰყავს. ხელისუფლება გრძნობს გარკვეულ კომფორტს არაჯანსაღი ინსტრუმენტების შენარჩუნების პირობებში. ამიტომ, დღეს კიდევ საკითხავია ვინ არის ხელისუფლებაში - "ქართული ოცნება" თუ კოლექტიური მურუსიძე. როდესაც მე კოლექტიურ მურუსიძეს ვამბობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ სასამართლო სისტემას. ვგულისხმობ ყველა იმ ნეგატივს, რაც წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა და რაც შეინარჩუნა დღევანდელმა ხელისუფლებამ. გახსოვთ, ალბათ, თუ როგორ თქვა უარი ამ ხელისუფლებამ მოსმენებზე და ამ სფეროში მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა. სასამართლოში განვითარებული მოვლენები, იგივე შანტაჟის თემები, რაც ბოლო პერიოდში აქტუალურია. სამწუხაროდ, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებული, როგორც ჩანს, იმავე საქმიანობით არიან დაკავებული. სისტემური პრობლემების უმრავლესობა, რასაც კოალიცია ებრძოდა წინასაარჩევნოდ, დღესაც აქტუალურია. რა თქმა უნდა, ეს "ოდეერსაც" ეხება. ყოვლად სკანდალური იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომლითაც მან, ფაქტობრივად, არა მარტო აღიარა უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობა, არამედ გაამართლა კიდევაც. ეს განცხადება აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ გახლდათ. რაც შეეხება სტუდენტების აქტიურობას, ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სტუდენტებს რაღაც რომც ეშლებოდეთ, ასეთი ტიპის აქტიურობა, საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურია, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა კარგი გაგებით ქვეყნის სერიოზული შეჯანჯღარება და სწორ გზაზე დაყენება. ჩვენ ერთიდა იგივე მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. როგორც ჩანს, ამ სფეროში რეალური სისტემური გარღვევა ახალმა თაობამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული რისკები ჩადებულია. მე რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნების უმრავლესობას ვიზიარებ. იგივე "ოდეერთან" დაკავშირებით, ასევე იმასაც, რომ არჩევნები უნივერსიტეტში ფორმალურადაა დემოკრატიული. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა თანამდებობებზე არჩევის პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოში ასე დამკვიდრდა - საქმე მუდმივად გვაქვს ორ მონოლოგთან. სინამდვილეში პრობლემა ორი მონოლოგის პირობებში არ წყდება. პირიქით, საზოგადოება კიდევ უფრო იხლიჩება და მხარეები მეტად დაპირისპირებული ხდებიან. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმაც უნდა ისწავლონ თუნდაც ძალიან სერიოზული პრობლემების დიალოგის ფორმატში გადაწყვეტა. რაღაც პოზიტიურის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, როდესაც სტუდენტები არიან აბსოლუტურად შეუვალები და არანაირი ტიპის დიალოგზე არ მიდიან. ფაქტიურად, ისინი ულტიმატუმის ენაზე საუბრობენ. ასე არაფერი გამოვა. იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, გარკვეული კომპრომისი უნდა მოიძებნოს თუნდაც იმისთვის, რომ უარესი პროცესები არ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანას ბალასტად აწევს, მათში ვერ შეაღწევენ და ახალგაზრდები მოახერხებენ თუნდაც მტერთან ლაპარაკს. დიალოგი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა. - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. უკვე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ერთდროულად ორ ტელევიზიაში, "მაესტროსა" და "რუსთავი-2"-ის წილის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს. მისივე მტკიცებით, იგი წლის ბოლომდე "რუსთავი-2-ის" წილებთან დაკავშირებით დასაბუთებულ პრეტენზიებს ლეგალურად დააყენებს. როგორ შეაფასებდით პოლიტიკაში ოქრუაშვილის სავარაუდო დაბრუნებასა და ტელევიზიებში მისავე წილებზე გაკეთებულ განცხადებებს? - ასეთი ფიგურების რეანიმირება არასწორად მიმაჩნია და სიმართლე გითხრად აქტუალურიც არაა. საერთოდ, პრინციპი - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფოებრივ საქმეში ამ ფორმულის გამოყენება სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად, დესტრუქციულ ქცევად მიმაჩნია. მე ოქრუაშვილს იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად არ ვთვლი, რომ მასზე ახლა მეტი რამ ვთქვა. - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით გავრცელებას ქართულ საინფორმაციო სივრცეში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სამართლიანადაც. "ინტერპრესნიუსმა" დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, კერძოდ იმისთვის, რომ საიტზე სულ რამდენიმე წუთით იყო განთავსებული ნიუსი იმის შესახებ, რომ ასეთი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა და სამწუხაროდ, ნიუსის ტექსტი პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. სააგენტოში განწყობა ასეთია - გაკვეთილისგან სათანადო დასკვნა გაკეთდება, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსებისაგან, მათ შორის კოლეგა ჟურნალისტებისაგან, რომლებსაც უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული, მორალისტობა და პროტესტი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო... მომხდარმა ფირების წარმომავლობასა და გამავრცელებლებზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. თქვენ როგორ შეაფასებდით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოჩენა და იმას, რაც ამ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა? - აქ გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენ მარტო პოლიტიკურ ელიტაში არა გვაქვს პრობლემები, არამედ ზოგადად საზოგადოებაში. ფსევდო მორალისტური ტალღა, რომელმაც "ინტერპრესნიუს" გადაურბინა, აბსოლუტურად გაუმართლებელი და ძალიან მძიმედ საყურებელი იყო. ფსევდომორალიზმს ვუწოდებ იმას, რომ ამ თვალსაზრისით აქტიურობდნენ ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში ბევრად უარესი შეცდომები დაუშვიათ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი თავიანთ შეცდომებს მომავალშიც გაიმეორებენ. ის მედიასაშუალებები, რომლებიც მთლიანად დაკვეთაზე მუშაობენ, ძალიან ბევრი ბინძური ჭორის მთავარი დისტრიბუტორები იყვნენ, ისინი იწყებენ მორალის კითხვას გამოცემისთვის, რომელსაც, მე არ მახსენდება მეორე შემთხვევა, როცა ამგვარი შეცდომა IPN-ს დაუშვია. ამ აჟიოტაჟს მეორე განზომილებაც აქვს. ეტყობა კონკურენტები IPN-ს ვერ უწევენ ჯანსაღ კონკურენციას და მათ იგრძნეს მომენტი, როდესაც შესაძლებელია IPN-სთვის პრობლემების შექმნა. მეც ვფიქრობ, რომ იყო დაშვებული შეცდომა, მაგრამ ის, რა რეაგირებაც მოახდინა IPN-მა ამ ყველაფერზე, ქართული სტანდარტით არა თუ საკმარისია, არამედ იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალებები აგრძელებდნენ რაღაცის ჯიუტად მტკიცებას ბევრად უარესი რამის გაკეთების შემდეგ. არც ერთ მედიასაშუალებას ასეთი სწრაფი რეაგირება ანუ შეცდომის აღიარება, მე არ მახსენდება. ვიმეორებ, ეს სავსებით საკმარისი იყო. ამის შემდეგ გამოცემის მისამართით ნიშნისმოგებით საუბრების გაგრძელება, აბსოლუტურად მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სახელმწიფო უწყებების მხრიდან რაღაც ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლაზე საუბრები აბსოლუტურად გაუგებარი იყო. - პრემიერმა კვირიკაშვილმა მომხდარი "სახელმწიფოზე დარტყმად" შეაფასა. მისივე თქმით, ვისი გადაღებულიც არ უნდა იყოს ჩანაწერი, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე". "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ინტერნეტით არა ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გავრცელდა, მაგრამ თითქმის არც ერთი არ გამოუძიებია სამართალდამცველებს. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამჯერად ტრადიცია დაირღვევა ანუ დადგინდება გახმაურებული ფირების გადამღებისა და გამავრცელებლის ვინაობა? - ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით არა ერთი შეცდომა დაუშვა. არ ვიცი, ეს შეგნებულად გაკეთდა თუ უნებლიედ. ყველა სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური პასუხი და ამასთანავე მყისიერად. როდესაც კასრები აღმოაჩინეს და "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური კომპანია დაიწყო, იმაზე არ უფიქრია, რომ მთავარი პოლიტიკური კამპანიის წარმოება კი არ იყო, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და იმ ადამიანების გამოვლენა და დასჯა, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. ამ უმსგავსობაზე ხელისუფლებას სისტემური პასუხი არ გაუცია. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი, რომელიც ამაში იყო ჩართული, დღესაც იმავე ორგანოებში, იმავე სპეციფიქით მუშაობს. შედეგად ჩვენ მივიღეთ წმინდა პოლიტიკური ბრძოლის განზომილება და არა სისხლის სამართლის განზომილება, რამაც კონტროლის შემცირების პირობებში შესაძლებელი გახადა ამგვარი ფირების მრავალპლანიანი დისტრუბიცია. თუ ადრე ამ სიბინძურის დისტრიბუტორი და მთავარი მომხმარებელი მარტო ხელისუფლება იყო, ახლა ამ ბინძური ტექნოლოგიების მომხმარებელი შესაძლოა გახდნენ პოლიტიკური ოპონენტებიც და გარკვეული ინტერესჯგუფებიც და არა მარტო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. სხვათა შორის, შეიძლება უცხოეთის სპეცსამსახურებიც გახდნენ მომპოვებლები. იმის გამო, რომ ამ ხელისუფლებას პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერებისთვის არავინ დაუსჯია, შედეგად, აბსოლუტურად უკონტროლო სიტუაცია მივიღეთ. ხელისუფლებას არ მოუხდენია სწრაფი რეაგირება სისტემურ დანაშაულზე, რითაც ამ პრობლემის კიდევ უფრო გართულების სტიმულირება მოახდინა. რაც შეეხება დასჯასა და რეაგირებას. ჩვენ მოვისმინეთ გვარამიასა და საკონსტუტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უმძიმესი დანაშაულის ჩადენაში ხელი იუსტიციის მინისტრისკენ გაიშვირა. პაპუაშვილი ტყუილსაც რომ ამბობდეს, სამართალდამცავი სისტემა ვალდებული იყო მყისიერი რეაგირება მოეხდინა. ნაცვლად ამისა, იუსტიციის მინისტრმა პაპუაშვილის ბრალდებაზე აგდებული კომენტარი გააკეთა. პაპუაშვილი ვიღაცა ხომ არ არის? ვფიქრობ, რომ მინისტრმა ვითარების გართულება გამოიწვია. შემიძლია კონკრეტული ფაქტი მოვიყვანო. გამოძიება ფაქტობრივად დასრულებულია და ვიღაცის სამაგალითოდ დასჯა არ ხდება. მე ვსაუბრობ იმ ეპიზოდზე, როდესაც ელისო კილაძესთან მიიტანეს ბესელიას მასალები. რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია და დაპატიმრებულია, რა დარჩა? მან უნდა დაასახელოს დამკვეთი. შესაძლოა, უკვე დასახელებული ყავს დამკვეთი და ეს ადამიანი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. ეს იქნებოდა ამ ყველაფრის პრევენცია. ეს თემები დღემდე დახურული არაა. ვგულისხმობ იმ საქმეებს, რაც უკვე გამოძიებულია და გაუგებარია, წერტილს რატომ არ სვამენ? შესაძლოა, ჩვენ ახალი საზიზღრობა აღარ გვეხილა. ხელისუფლება ან ძალიან ნელა მოქმედებს, ან არის რაღაც ისეთი პრობლემები, რის გამოც მას ობიექტური მიზეზების გამო აქვს შეფერხებები. არადა, ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი. ყველა ქვეყანაში ხდება და ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს კიდევ განმეორდება. მაგრამ, ჩვენ უნდა დავინახოთ პოლიტიკური ნება იმისა, რომ ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ადამიანები რეალურად ისჯებიან. ამის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკით ბრძოლა შეუძლებელია. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
stdClass Object ( [id] => 370531 [title] => გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას არ მოუხდენია სწრაფი რეაგირება სისტემურ დანაშაულზე, რითაც პრობლემის გართულების სტიმულირება მოახდინა [alias] => gia-khukhashvili-khelisuflebas-ar-moukhdenia-stsrafi-reagireba-sistemur-danashaulze-rithac-problemis-garthulebis-stimulireba-moakhdina [title_alias] => [introtext] => [fulltext] => საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.- "ქართული ოცნების" დაანონსებული პოლიტსაბჭოს სხდომა გადაიდო, თუმცა პრემიერს ინდივიდუალურ რეჟიმში საბჭოს წევრებთან ჰქონდა შეხვედრები. "ქართული ოცნების" არა ერთმა ლიდერმა არა ერთხელ განაცხადა - "კოალიცია უნდა დაიშალოს და "ქართული ოცნება" არჩევნებზე ცალკე უნდა გავიდეს". პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა: "შესაძლოა, ნოემბერში ამ თანამდებობაზე აღარ ვიყოო". კოალიციის დაშლა, თუკი ეს მოხდება, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ შეიძლება იქნას შეფასებული? - ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, კოალიციის დაშლა არა თუ შესაძლებელია, სასარგებლოცაა. ნეგატიურ ამოცანაზე ორიენტირებული კოალიციები იშლება. არა რაღაცის გასაკეთებლად, არამედ რაღაცის წინააღმედეგ შექმნილი კოალიციების დაშლაში უცნაური არაფერია. თავის დროზე, კოალიცია შეიქმნა რეჟიმის დასამარცხებლად ანუ, თავიდანვე ამოცანა ნეგატიური იყო. მაშინ მსოფლმხედველურ ერთიანობას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ახლა ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ ერთმანეთთან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ძალების ერთიანობა. თუ ამ ტიპის ერთობა ვიღაცის წინააღმდეგ შესაძლებელია რაღაცის შესაქმნელად ანუ პოზიტივის მისაღწევად, მას იქედან გამომდინარე ექნება პრობლემები, რომ მსოფლმხედველური დაპირისპირების პირობებში შეუძლებელია სისტემურ საკითხებზე ერთიანი, კონსოლიდირებული გადაწყვეტილებების მიღება. ამ არასახარბიელო კონფიგურაციის შედეგებს ჩვენ წლებია მუდმივად ვიმკით. მიუხედავად იმისა, რომ კულისებში დაპირისპირების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა, იყო მცდელობა რომ ეს დაპირისპირება გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ არჩევნების წინ, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი ხელისუფლებაში ყოფნა, ბუნებრივია, რომ ახლა ყველა ეძებს საკუთარ ადგილს მზის ქვეშ და შესაბამისად, დაპირისპირება თავისთავად საჯაროვდება. დაპირისპირება არ არის მხოლოდ "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" შორის. კოალიციაში დაპირისპირება ბევრად უფრო მრავალწახნაგიანი პრობლემაა და ამ პროცესში ბევრად უფრო მეტი ადამიანია ჩართული. ეს ჩანს კიდევაც კოალიციაში შემავალი პირების განცხადებებიდან. ასე რომ, ვფიქრობ, დროა, უკვე ქვეყანა გადავიდეს ევროპული ტიპის მულტიპარტიულ დემოკრატიაზე ანუ, იმაზე, როცა ყველა პარტია ცალ-ცალკე მიდის არჩევნებზე, ყველა ხალხისგან, როგორც ძალაუფლების წყაროსგან მიიღებს იმდენ მანდატს, რამდენსაც მიიღებს და შემდეგ პარლამენტში შეიქმნება საპარლამენტო კოალიციები. კოალიციები იქმნება ერთიანი მსოფლმხედველობის, ერთიანი გეგმების ანუ პოზიტიური ამოცანების ირგვლივ და არა ნეგატივზე აშენებული კონგლომერატებისგან. გარკვეული რისკების მიუხედავად მოვლენათა ასეთი განვითარება სახელმწიფოს განვითარებისთვის სასარგებლო იქნება და ჩვენ გადავალთ განვითარების ახალ ეტაპზე, ანუ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისკენ ნაბიჯებს გადავდგამთ. - უნივერსიტეტში კანცლერის არჩევასთან დაკავშირებული ისტორია აშკარად გასცდა მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის ერთი კანცლერის არჩევის თემას. უცნაურია, ოპოზიციაში ყოფნისას "ქართული ოცნება" "ოდეერების" ინსტიტუტის არსებობას აპროტესტებდა. ისინი მეოთხე წელია ხელისუფლებაში არიან და ეს ინსტიტუტი ისევ არსებობს. თქვენი აზრით რატომ? კოალიციას მოეწონა სააკაშვილის მართვის სისტემა, ისევე როგორც პრემირების სისტემა თუ რა უნდა ვიფიქროთ? და კიდევ, თქვენ როგორ შეაფასებდით სტუდენტების აქტიურობას და მათ მიერ მიღწეულ შედეგს?- გეთანხმებით, რომ ხელისუფლების ვალდებულება იყო "ოდეერების" ინსტიტუტი, როგორც საბჭოური გადმონაშთი, გაეყვანა სახელმწიფოს მართვის სისტემიდან, მაგრამ როგორც სხვა მიმართულებებზე, ამ კუთხითაც ხელისუფლება წააწყდა მუდმივ პრობლემებს. სისტემას ხელისუფლება მძევლად ჰყავს. ხელისუფლება გრძნობს გარკვეულ კომფორტს არაჯანსაღი ინსტრუმენტების შენარჩუნების პირობებში. ამიტომ, დღეს კიდევ საკითხავია ვინ არის ხელისუფლებაში - "ქართული ოცნება" თუ კოლექტიური მურუსიძე. როდესაც მე კოლექტიურ მურუსიძეს ვამბობ, არ ვგულისხმობ მხოლოდ სასამართლო სისტემას. ვგულისხმობ ყველა იმ ნეგატივს, რაც წინა ხელისუფლებას უკავშირდებოდა და რაც შეინარჩუნა დღევანდელმა ხელისუფლებამ. გახსოვთ, ალბათ, თუ როგორ თქვა უარი ამ ხელისუფლებამ მოსმენებზე და ამ სფეროში მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს დასჯერდა. სასამართლოში განვითარებული მოვლენები, იგივე შანტაჟის თემები, რაც ბოლო პერიოდში აქტუალურია. სამწუხაროდ, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებული, როგორც ჩანს, იმავე საქმიანობით არიან დაკავებული. სისტემური პრობლემების უმრავლესობა, რასაც კოალიცია ებრძოდა წინასაარჩევნოდ, დღესაც აქტუალურია. რა თქმა უნდა, ეს "ოდეერსაც" ეხება. ყოვლად სკანდალური იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომლითაც მან, ფაქტობრივად, არა მარტო აღიარა უნივერსიტეტში "ოდეერის" არსებობა, არამედ გაამართლა კიდევაც. ეს განცხადება აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ გახლდათ. რაც შეეხება სტუდენტების აქტიურობას, ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. სტუდენტებს რაღაც რომც ეშლებოდეთ, ასეთი ტიპის აქტიურობა, საბოლოო ჯამში, მაინც პოზიტიურია, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა კარგი გაგებით ქვეყნის სერიოზული შეჯანჯღარება და სწორ გზაზე დაყენება. ჩვენ ერთიდა იგივე მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. როგორც ჩანს, ამ სფეროში რეალური სისტემური გარღვევა ახალმა თაობამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გარკვეული რისკები ჩადებულია. მე რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნების უმრავლესობას ვიზიარებ. იგივე "ოდეერთან" დაკავშირებით, ასევე იმასაც, რომ არჩევნები უნივერსიტეტში ფორმალურადაა დემოკრატიული. მხედველობაში მაქვს სხვადასხვა თანამდებობებზე არჩევის პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოში ასე დამკვიდრდა - საქმე მუდმივად გვაქვს ორ მონოლოგთან. სინამდვილეში პრობლემა ორი მონოლოგის პირობებში არ წყდება. პირიქით, საზოგადოება კიდევ უფრო იხლიჩება და მხარეები მეტად დაპირისპირებული ხდებიან. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმაც უნდა ისწავლონ თუნდაც ძალიან სერიოზული პრობლემების დიალოგის ფორმატში გადაწყვეტა. რაღაც პოზიტიურის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით, ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას, როდესაც სტუდენტები არიან აბსოლუტურად შეუვალები და არანაირი ტიპის დიალოგზე არ მიდიან. ფაქტიურად, ისინი ულტიმატუმის ენაზე საუბრობენ. ასე არაფერი გამოვა. იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ, გარკვეული კომპრომისი უნდა მოიძებნოს თუნდაც იმისთვის, რომ უარესი პროცესები არ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანას ბალასტად აწევს, მათში ვერ შეაღწევენ და ახალგაზრდები მოახერხებენ თუნდაც მტერთან ლაპარაკს. დიალოგი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა. - თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. უკვე გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ერთდროულად ორ ტელევიზიაში, "მაესტროსა" და "რუსთავი-2"-ის წილის ფლობაზე პრეტენზიას აცხადებს. მისივე მტკიცებით, იგი წლის ბოლომდე "რუსთავი-2-ის" წილებთან დაკავშირებით დასაბუთებულ პრეტენზიებს ლეგალურად დააყენებს. როგორ შეაფასებდით პოლიტიკაში ოქრუაშვილის სავარაუდო დაბრუნებასა და ტელევიზიებში მისავე წილებზე გაკეთებულ განცხადებებს? - ასეთი ფიგურების რეანიმირება არასწორად მიმაჩნია და სიმართლე გითხრად აქტუალურიც არაა. საერთოდ, პრინციპი - ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფოებრივ საქმეში ამ ფორმულის გამოყენება სახელმწიფოსთვის დამაზიანებლად, დესტრუქციულ ქცევად მიმაჩნია. მე ოქრუაშვილს იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად არ ვთვლი, რომ მასზე ახლა მეტი რამ ვთქვა. - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტით გავრცელებას ქართულ საინფორმაციო სივრცეში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და სამართლიანადაც. "ინტერპრესნიუსმა" დაშვებული შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა, კერძოდ იმისთვის, რომ საიტზე სულ რამდენიმე წუთით იყო განთავსებული ნიუსი იმის შესახებ, რომ ასეთი ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა და სამწუხაროდ, ნიუსის ტექსტი პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. სააგენტოში განწყობა ასეთია - გაკვეთილისგან სათანადო დასკვნა გაკეთდება, მაგრამ ბევრი პოლიტიკოსებისაგან, მათ შორის კოლეგა ჟურნალისტებისაგან, რომლებსაც უამრავი შეცდომა აქვთ დაშვებული, მორალისტობა და პროტესტი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო... მომხდარმა ფირების წარმომავლობასა და გამავრცელებლებზე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები გააჩინა. თქვენ როგორ შეაფასებდით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოჩენა და იმას, რაც ამ თემაზე საუბრისას გამოიკვეთა? - აქ გამოჩნდა ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენ მარტო პოლიტიკურ ელიტაში არა გვაქვს პრობლემები, არამედ ზოგადად საზოგადოებაში. ფსევდო მორალისტური ტალღა, რომელმაც "ინტერპრესნიუს" გადაურბინა, აბსოლუტურად გაუმართლებელი და ძალიან მძიმედ საყურებელი იყო. ფსევდომორალიზმს ვუწოდებ იმას, რომ ამ თვალსაზრისით აქტიურობდნენ ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში ბევრად უარესი შეცდომები დაუშვიათ. ჩვენ ვიცით, რომ ისინი თავიანთ შეცდომებს მომავალშიც გაიმეორებენ. ის მედიასაშუალებები, რომლებიც მთლიანად დაკვეთაზე მუშაობენ, ძალიან ბევრი ბინძური ჭორის მთავარი დისტრიბუტორები იყვნენ, ისინი იწყებენ მორალის კითხვას გამოცემისთვის, რომელსაც, მე არ მახსენდება მეორე შემთხვევა, როცა ამგვარი შეცდომა IPN-ს დაუშვია. ამ აჟიოტაჟს მეორე განზომილებაც აქვს. ეტყობა კონკურენტები IPN-ს ვერ უწევენ ჯანსაღ კონკურენციას და მათ იგრძნეს მომენტი, როდესაც შესაძლებელია IPN-სთვის პრობლემების შექმნა. მეც ვფიქრობ, რომ იყო დაშვებული შეცდომა, მაგრამ ის, რა რეაგირებაც მოახდინა IPN-მა ამ ყველაფერზე, ქართული სტანდარტით არა თუ საკმარისია, არამედ იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ვინმეს გაუკეთებია. ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალებები აგრძელებდნენ რაღაცის ჯიუტად მტკიცებას ბევრად უარესი რამის გაკეთების შემდეგ. არც ერთ მედიასაშუალებას ასეთი სწრაფი რეაგირება ანუ შეცდომის აღიარება, მე არ მახსენდება. ვიმეორებ, ეს სავსებით საკმარისი იყო. ამის შემდეგ გამოცემის მისამართით ნიშნისმოგებით საუბრების გაგრძელება, აბსოლუტურად მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სახელმწიფო უწყებების მხრიდან რაღაც ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლაზე საუბრები აბსოლუტურად გაუგებარი იყო. - პრემიერმა კვირიკაშვილმა მომხდარი "სახელმწიფოზე დარტყმად" შეაფასა. მისივე თქმით, ვისი გადაღებულიც არ უნდა იყოს ჩანაწერი, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე". "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ინტერნეტით არა ერთი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გავრცელდა, მაგრამ თითქმის არც ერთი არ გამოუძიებია სამართალდამცველებს. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამჯერად ტრადიცია დაირღვევა ანუ დადგინდება გახმაურებული ფირების გადამღებისა და გამავრცელებლის ვინაობა? - ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამ მიმართულებით არა ერთი შეცდომა დაუშვა. არ ვიცი, ეს შეგნებულად გაკეთდა თუ უნებლიედ. ყველა სისტემურ პრობლემას სჭირდება სისტემური პასუხი და ამასთანავე მყისიერად. როდესაც კასრები აღმოაჩინეს და "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური კომპანია დაიწყო, იმაზე არ უფიქრია, რომ მთავარი პოლიტიკური კამპანიის წარმოება კი არ იყო, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და იმ ადამიანების გამოვლენა და დასჯა, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. ამ უმსგავსობაზე ხელისუფლებას სისტემური პასუხი არ გაუცია. ჩემი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი, რომელიც ამაში იყო ჩართული, დღესაც იმავე ორგანოებში, იმავე სპეციფიქით მუშაობს. შედეგად ჩვენ მივიღეთ წმინდა პოლიტიკური ბრძოლის განზომილება და არა სისხლის სამართლის განზომილება, რამაც კონტროლის შემცირების პირობებში შესაძლებელი გახადა ამგვარი ფირების მრავალპლანიანი დისტრუბიცია. თუ ადრე ამ სიბინძურის დისტრიბუტორი და მთავარი მომხმარებელი მარტო ხელისუფლება იყო, ახლა ამ ბინძური ტექნოლოგიების მომხმარებელი შესაძლოა გახდნენ პოლიტიკური ოპონენტებიც და გარკვეული ინტერესჯგუფებიც და არა მარტო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე
იხილეთ მსგავსი სიახლეები :