Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გია ცეცაძე  კახა ცხადაძის ასისტენტად დაინიშნა  - sportsmen.ge

გია ცეცაძე კახა ცხადაძის ასისტენტად დაინიშნა - sportsmen.ge

2015-02-14 12:04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გუნდში მუშაობას გია ცეცაძესთან ერთად შეუდგება. საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ცხადაძის ასისტენტად ოფიციალურად დაინიშნა.    გია ცეცაძეს ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს, სწორედ ცეცაძის ხელმძღვანელობით 19–წლამდე ნაკრებმა 2013 წელს წარმატებით დაძლია ელიტრაუნდი და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა.  გია ცეცაძე გორის  ''დილას'' 2010–11 წლებში წვრთნიდა, 2012 წელს კი ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა,  2013 წლის იანვარში,  საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელი გახდა . ამავე წლის აგვისტოში კი,  დაინიშნა საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელად და კლუბში რამდენიმე თვე იმუშავა.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :