Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გერმანიასთან გორგოძის გარეშე  - sportsmen.ge

გერმანიასთან გორგოძის გარეშე - sportsmen.ge

2015-02-02 11:10:00

''რაგბი ევროპის'' ჩემპიონატის 1A დივიზიონის (ყოფილი ''ევროპის ერთა თასი'') 2015 წლის გათამაშებამდე 5 დღე დარჩა:  7 თებერვალს მოქმედი ჩემპიონები, ბოჯღალოსნები გასვლაზე B დივიზიონიდან ამოსულ გერმანიის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, ქალაქ ჰოიზენშტამის ''სპორტცენტრუმ'' სტადიონზე ერკინებიან.   შეკრებაზე გორგოძე არ გვეყოლება ბორჯღალოსნები პირველ მატჩამდე შეკრებას ტულუზაში, ''ერნესტ ვალონის'' ბაზაზე ორშაბათიდან შეუდგებიან, ხოლო ჰოიზენშტამში ხუთშაბათს გაემგზავრებიან. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა წინა კვირას დაასახელა, რომელშიც მილტონ ჰეიგმა ვასილ კაკოვინს, დავით ზირაქაშვილს, შალვა სუთიაშვილსა და მამუკა გორგოძეს უხმო. სამწუხაროდ ფრანგული ტოპ 14-ის მე-17 ტურის მატჩში (ტულონი - ბაიონი) ამ უკანასკნელმა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამო გორგოძე შეკრებაზე ვერ გაემგზავრება. მამუკას ტრავმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტრავმა ნაკლებად სერიოზული ხასიათისა იქნება და გორგოძე მალე ჩადგება მწყობრში. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien  თათა მურაჩაშვილი  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :