Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

გაგრას სანატორიუმში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნის

გაგრას სანატორიუმში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნის

2015-09-24 00:00:00

გაგრას სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. რუსული სააგენტო ‘’რია ნოვოსტის’’ ცნობით, სანატორიუმის ტერიტორიაზე თავდაცვის უწყება სარეაბილიტაციო ცენტრს გააკეთებს. როგორც ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რუსლან ცალიკოვმა განუცხადა, სარეაბილიტაციო ცენტრი 2016 წელს გაიხსნება. „გაგრას სანატორიუმის ბაზაზე 2016 წლიდან რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამედიცინო რეაბილიტაციისა და აქტიური დასვენების ცენტრი გაიხსნება. ეს განტვირთავს ყირიმისა და შავი ზღვის სხვა სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრებს და შექმნის რეგიონში ახალ სამუშაო ადგილებს’’, - განაცხადა ცალიკოვმა. სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ფისუნმა კი განაცხადა, რომ ცენტრში საძინებელი კორპუსების გარდა, სპორტდარბაზი, სასადილო, კინოდარბაზი, პარკი, საბავშვო მოედნები და პლაჟი მოეწყობა.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :