Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

Fly Emirates-მა შეუჩერებელ ფრენაში ახალი რეკორდი დაამყარა

2016-03-03 14:13:00

Fly Emirates-ის კუთვნილმა Airbus A380-მა ყველაზე გრძელ დისტანციაზე შეუჩერებელ ფრენაში ახალი რეკორდი დაამყარა. თვითმფრინავმა დუბაიდან ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდამდე 14 200 კმ. იფრინა და ამ მანძილის დაფარვას 16 საათი და 24 წუთი მოანდომა. ეს არის ყველაზე გრძელ დისტანციაზე განხორციელებული კომერციული დანიშნულების გაფრენა, რომელიც აქამდე მომხდარა, თუმცა არა ყველაზე ხანგრძლივი.დღემდე ამ მხრივ რეკორდი ავიაგადამზიდ Qantas-ს ეკუთვნის, რომელმაც დალასი-სიდნეის მიმართულებით 13,800 კმ მანძილის დაფარვას 16 საათი და 55 წუთი მოანდომა შეუჩერებლად. ამ რეკორდის გაუმჯობესებისგან ”ემირატებმა” ამ ეტაპზე თავი შეიკავა. თუმცა ირკვევა, რომ კომპანია 17 მარტს დუბაი-პანამას რეისის შესრულებას გეგმავს, რომელიც 17 საათი და 35 წუთი გასტანს. დროის ხანრგრძლივობით რეკორდის დამყარებას გეგმავს ”სინგაპურის ავიახაზებიც”, რომელიც 2018 წლისთვის სინგაპური-ნიუ ჯერსის მიმართულებით 19-საათიანი რეისის შესრულებას აპირებს. კოკა კვირკველია მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :