Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ფლამურტარი VS სიონი - ალბანეთში შესასრულებელი მისია

ფლამურტარი VS სიონი - ალბანეთში შესასრულებელი მისია

2014-07-10 11:24:00

10 ივლისს, საღამოს, თბილისის დროით 21 საათზე, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ბოლნისის "სიონი" ალბანეთის ქალაქ ვლიორის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ "ფლამურტარის" დაუპირისპირდება.თბილისური მატჩი ალბანელებმა 3:2 მოიგეს. ამდენად, ლადო ბურდულის "სიონს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ბოლნისელთათვის, გამარჯვების გარდა, ყველა სხვა შედეგი მიუღებელია.იმედი ვიქონიოთ, რომ "სიონი" გამოასწორებს ერთი კვირის წინ თბილისში დაშვებულ შეცდომებს, ალბანელებს ხომ საქართველოს დედაქალაქში განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ, ბოლნისელთა მიერ დაშვებული ბავშვური უზუსტობები კი სათავისოდ გამოიყენეს.პირველი მატჩისგან განსხვავებით, "სიონს" ალბანეთში მნიშვნელოვანი ძალა დაემატება - მოედნის ცენტრში გამოცდილი ალეკო გოგობერიშვილი ბრუნდება, ვინც ევროტურნირებზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.ბოლნისური დელეგაცია ვლიორში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. "სიონის" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ გუნდთან ერთად არ არის გიორგი კახელიშვილი. "სიონის" ერთ-ერთი ლიდერი კარიერას რუსეთში გააგრძელებს. რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - კახელიშვილი ალბანეთში არ გაუშვა. არადა, გიორგის ამის სურვილი ჰქონდა.საბოლოოდ, "სიონი" ალბანეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა: ალეკო გოგობერიშვილი, ირაკლი სამხარაძე, დავით იმედაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, გურამ გურეშიძე, გიორგი ადამია, დაჩი ფოფხაძე, თორნიკე აფციაური, მირზა მერლანი, ილია კანდელაკი, პაპუნა მოსემღვდლიშვილი, ვილი ისიანი, ზაზა მამასახლისი, დავით სვანიძე, გურამ გიორხელიძე, სოსო ჭიკაიძე, გიორგი განუგრავა, ჯაბა უგულავა.მწყობრშია ვილი ისიანი, ვინც პირველ შეხვედრაში მართლაც დიდებულად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ქართულ-ალბანურ წყვილში გამარჯვებული ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ "პეტროლულს" ეთამაშება.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:სიონი-ფლამურტარი 2:3 - ილუზიების მსხვრევა [VIDEO]
იხილეთ მსგავსი სიახლეები :