Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ფერთა სქემა და ფოტოკოლაჟები - რა რასთან ვატაროთ

ფერთა სქემა და ფოტოკოლაჟები - რა რასთან ვატაროთ

2014-05-30 14:37:00

ფოტო სწორად შეუხამეთ ფერები ერთმანეთს, რათა მუდამ იდეალურად გამოიყურებოდეთ. იხილეთ ფოტოგალერეათეთრი: ეხამება ყველა ფერს. საუკეთესო შეთანხმებად ითვლება: ლურჯთან, წითელთან, შავთან. კრემისფერი: ცისფერთან, ყავისფერთან, ზურმუხტისფერთან, შავთან, წითელთან და თეთრთან. ნაცრისფერი: კარგად ეხამება ფუქსიას, წითელს, იასამნისფერს, ვარდისფერსა და ცისფერს. ვარდისფერი: ყავისფერთან, თეთრთან, სალათისფერთან, ნაცრისფერთან, ღია ყვითელთან და ყავისფერთან. ფუქსია (მუქი ვარდისფერი): ნაცრისფერთან, ყვითელ-ყავისფერთან, მწვანესთან და ყავისფერთან. წითელი: ყვითელთან, თეთრთან, მწვანესთან, ლურჯთან და შავთან. ალუბლისფერ-წითელი: ფირუზისფერთან, ნაცრისფერთან, ღია ფორთოხლისფერთან, ქვიშისფერთან, ღია ყვითელთან და კრემისფერთან. ჟოლოსფერ-წითელი: თეთრი, შავი. ყავისფერი: ღია ცისფერი, ღია კრემისფერი, ვარდისფერი, მწვანე, კრემისფერი. ღია ყავისფერი: ღია ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, წითელი. მუქი ყავისფერი: ლიმონისფერ-ყვითელი, ცისფერი, ბალახისფერ-მწვანე, ვარდისფერი, ლიმონისფერი. ჟღალ-ყავისფერი: ვარდისფერი, მუქი ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი. ფორთოხლისფერი: ცისფერი, ნაცრისფერი, იასამნისფერი, თეთრი, შავი, მწვანე. ღია ფორთოხლისფერი: ნაცრისფერი, ყავისფერი, ზეთისხილისფერი. მუქი ფორთოხლისფერი: ყავისფერი, ალუბლისფერი, ღია ყვითელი, ზეთისხილისფერი. ყვითელი: ლურჯი, მუქი იასამნისფერი, ღია ცისფერი, ნაცრისფერი, შავი. ლიმონისფერ-ყვითელი: ალუბლისფერ-წითელი, ყავისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი. ღია ყვითელი: ფუქსია, ნაცრისფერი, ყავისფერი, წითლის ყველა ტონი, ყვითელ-ყავისფერი, ლურჯი, იისფერი. იხილეთ ფოტოგალერეაოქროსფერ-ყვითელი: ნაცრისფერი, ყავისფერი, ფირუზისფერი, წითელი, შავი. ზეთისხილისფერი: ფორთოხლისფერი, ღია ყავისფერი, ყავისფერი. მწვანე: ოქროსფერ-ყავისფერი, ფორთოხლისფერი, სალათისფერი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, შავი, თეთრი. სალათისფერი: ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ფუქსია. ფირუზისფერი: ფუქსია, ალუბლისფერ-წითელი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, იისფერი. ცისფერი: წითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ფორთოხლისფერი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი. ლურჯი: ცისფერი, ყვითელ-მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი, ღია ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე, წითელი, თეთრი. იისფერი: ფორთოხლისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ნაცრისფერი, თეთრი. იასამნისფერი: ოქროსფერ-ყავისფერი, ღია ყვითელი, ნაცრისფერი, ფირუზისფერი, მუქი სალათისფერი, თეთრი, წითელი. შავი: უნივერსალური, ელეგანტური ფერი, რომელიც იდეალურად ეხამება: ფორთოხლისფერს, წითელს, თეთრს, სალათისფერს, ვარდისფერს, მწვანეს, ყვითელს, იასამნისფერს. იხილეთ ფოტოგალერეამოამზადა რუსუდან გელაშვილმა
იხილეთ მსგავსი სიახლეები :