Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

"ფეისბუქმა" იარაღის რეკლამა აკრძალა

2016-01-30 21:25:00

"ფეისბუქით" ფიზიკურ პირებს იარაღის რეკლამის უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობა აცხადებს. მათივე ცნობით, მსგავსი აკრძალვა იმოქმედებს "ინსტაგრამზეც". აკრძალვის მიზანს ადამიანებს შორის იარაღით ვაჭრობის შეჩერება წარმოადგენს. როგორც ჯგუფ Everytown for Gun Safety-ის წევრები ამბობენ, არსებობს სამხილები იმისა, რომ "ფეისბუქით" ნაყიდი იარაღით რამდენიმე ადამიანი მოკლეს. "ფეისბუქის" გადაწყვეტილება არ შეეხება კომპანიებს, მათ იარაღის რეკლამის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ. იარაღის რეკლამის აკრძალვის გადაწყვეტილება ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო, რომლის მიხედვითაც იარაღის ყიდვაზე ახალი შეზღუდვები დაწესდება. აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქს" მსგავსი აკრძალვა ნარკოტიკებსა და სამედიცინო პრეპარატებზეც აქვს დაწესებული. მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :