Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს ეწვია

2016-03-21 11:57:00

საქართველოში ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ჩამოვიდა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდება. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოში (EUGBC). ვიზიტის ფარგლებში სესილია მალმსტრომი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის ლექცია-დისკუსიას გამართავს. მასალის გამოყენების პირობები
იხილეთ მსგავსი სიახლეები :