ესპანეთი-საქართველო ორი დღე დიდ რაგბამდე - sportsmen.ge
2015-02-26 14:59:00
28 დეკემბერს ესპანეთში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მესამე ტურის მატჩი გაიმართება. ჩვენი ''ბორჯღალოსნები'' ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ''უნივერსიტეტის'' სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლიაციას კი ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'' შემოგთავაზებთ. ცოტახნის წინ ცნობილი გახდა დავით ზირაქიშვილის კუნთის ტრავმის შესახებ, საბედნიეროდ, ზიანი ნაკლებად სერიოზულია და რეაბილიტაციისთვის სამი კვირა იკმარებს. ლაშა მალაღურაძის მხრის ტრავმასაც დაახლოებით ამდენივე დრო დასჭირდება. ბორჯღალოსნები ორშაბათიდან ბარსელონასთან, რაგბის კლუბ '' უნიო სპორტივა სანბოიანას'' ბაზაზე ემზადებიან.