Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ერთი შეხედვით უვნებელი ნაკბენი...



გვესაუბრება სპირიდონ ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გუგული გუგუშვილი. -ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული რომელი პარაზიტული დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს ამა თუ იმ მწერის ნაკბენი?-უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის მწოველთა ნაკბენი, რადგანაც კბენის შედეგად პარა-ზიტული დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით ყურადსაღებნი არიან არა მარტო ფეხსახსრიანი სისხლის მწოველი მწერები,  არამედ ტკიპებიც. სისხლის მწოველ მწერთა შორის უნდა გამოვყოთ ანოფე-ლესის გვარის კოღოები, რომლებიც მალარიის გადამტანები არიან, და ფლებოტომუსის გვარის მოსკი-ტები, რომლებიც ვისცერულ და კანის ლეიშმანიოზს იწვევენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტკიპები, რომლებიც ბორელიოზისა და სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და რიკეტსიული დაავადებების გადამტანებად გვევლინებიან.-როგორ ხდება მალარიით დაავადება?-მალარიას იწვევს ერთუჯრედიანი ორგანიზმი -პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს ე.წ. მალარიის კოღოს -ანოფელესის გვარის კოღოს. მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესი დაავადებული ადამიანის სისხლის წოვისას შეიწოვს პლაზმოდიუმებს, რომლებიც კოღოს ორგანიზმში სქესობრივი გამრავლების ციკლს გადიან. ამ ციკლის დასასრულს ახალგაზრდა პლაზმოდიუმები კოღოს სანერწყვე ჯირკვლებში აღწევენ და ჯანმრთელი ადამიანის კბენისას კოღოს ნერწყვთან ერთად ხვდებიან მის სისხლში. ასე გადა-აქვს ანოფელესის გვარის კოღოს მალარიის პლაზმოდიუმები დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთე-ლი პიროვნების ორგანიზმში. პლაზმოდიუმები სისხლით ღვიძლში ხვდებიან, სადაც არასქესობრივი გზით მრავლდებიან, ახალგაზრდა პარაზიტები სისხლში გადადიან და ერითროციტებში (სისხლის წითელ ბურთულებში) შეაღწევენ. ამით მთავრდება მალარიის ფარული ანუ ინკუბაციური პერიოდი, რომელიც სხვადასხვა ფორმით 10-დან 14 დღემდე გრძელდება და დაავადების კლინიკური გამოვლინება იწყება. -რა ნიშნებით ვლინდება მალარია?-მალარიას ახასიათებს ციებ-ცხელების შეტევები. პაციენტს ეწყება ძლიერი შემცივნება, სახსრების მტვრევა, კუნთებისა და თავის ძლიერი ტკივილი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს -39-40 გრადუსამდე, ზოგჯერ უფრო მეტსაც აღწევს. 6-10 საათის შემდეგ იწყება ძლიერი ოფლის დენა, ტემპერატურა ეცემა და დგება უსიცხო პერიოდი _დაავადების რემისია, რომლის ხანგრძლივობა მალარიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში განსხვავებულია. აქვე დავძენთ, რომ გამომწვევი პლაზმო-დიუმის მიხედვით მალარიის ოთხ ფორმას განარჩევენ -სამდღიანს, ოთხდღიანს, ტროპიკულსა და ეგრეთ წოდებულ მალარია ოვალეს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში გვხვდება. სამდღიანი მალარიისა და მალარია ოვალეს დროს რემისია ერთი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება, ოთხდღიანი მალარიისას -2 დღე-ღამე, ტროპიკული მალარიის შეტევები კი ყოველ 10-22 საათში მეორდება, ესე იგი - ყოველდღე.-რა სახის კვლევები ტარდება მალარიის დიაგნოსტიკის მიზნით?-როდესაც პაციენტის მონაცემების მიხედვით მალარიის ეჭვი ჩნდება, ცხელების პიკზე სისხლის წვეთს ვიღებთ და მას მიკროსკოპიულად ვიკვლევთ, რის მეშვეობითაც სისხლში მალარიის პლაზმოდიუმებს აღმოვაჩენთ. -რამდენად წარმატებულია დღესდღეობით მალარიის მკურნალობა და რას გულისხმობს?-მალარიის მკურნალობა დღეისათვის საკმაოდ წარმატებით ხორციელდება მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების მეშვეობით. მათი შერჩევა, პაციენტის მდგომარეობისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, მხოლოდ ექიმის პრეროგატივით ხდება, ამიტომ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებითა და მათ დოზირებაზე საუბრით მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ. მალარიის თანამედროვე მკურნალობის ეფექტურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დაავადების არც ერთი შემთხვევა ლეტალური შედეგით არ დასრულებულა.-წარსულში მალარიის დაავადება გადიდებულ ელენთასთან ასოცირდებოდა. დღესაც ხშირია თუ არა ელენთის გადიდება ამ დაავადებისას და შესაძლებელია თუ არა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებით ამ ორგანოს ზომა ნორმებს დაუბრუნდეს?-მალარია წარსულში მართლაც ასოცირდებოდა გადიდებულ ელენთასთან, რასაც გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა -დაავადებულთა რიცხვი მაღალი იყო, მკურნალობა კი არც ისე იშვიათად საკმაოდ გვიან, რამდე-ნიმე შეტევის შემდეგ იწყებოდა. ამ დროს ელენთა და ღვიძლი უკვე საკმაოდ იყო გადიდებული. მსგავს შემთხვევებში, რასაკვირველია, აღნიშნული ორგანოები მკურნალობის შედეგად საწყის ზომას ვერ უბრუნდებოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მალარიის განმეორებით შეტევებს, ღვიძლისა და ელენთის გადიდების გარდა, თან ახლდა სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანება, ანემია (სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის დაქვეითება), ძლიერი სიგამხდრე, ვიტამინების ნაკლებობა. სადღე-ისოდ, როცა შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ელენთის შეუქცევადი გადიდება აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორიც წინათ იყო. -რა არის ლეიშმანიოზით დაავადების მიზეზი?-ვისცერული ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტის რეზერვუარები ბუნებაში ძაღლები და გარეული ცხოველები არიან (მაგალითად, ტურა). ცხოველიდან ადამიანს ავადმყოფობა მცირე -1,3-დან 3,5 მმ-მდე ზომის მწერის -ფლებოტომუსის საშუალებით გადაეცემა. ის კბენს დასნებოვნებულ ძაღლს და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის კბენისას ამ უკანასკნელს აავადებს. დაავადების ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი 20 დღიდან 1 წლამდეა, საშუალოდ -3-5 თვე.-შესაძლებელია თუ არა რაიმე ნიშნით მივხვდეთ, რომ ძაღლი ლეიშმანიოზითაა დაავადებული?-ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებულ ძაღლს წყლულები უვითარდება თავსა და სხეულზე, კანი ექერცლება (განსაკუთრებით თვალების გარშემო), თვალი უზიანდება -კერატიტი და კონიუნქტივიტი უვითარდება, ძაღლი ძალიან გამხდარია. ადრეულ სტადიაზე ცხოველის ცხვირსა და ტუჩებზე შეიძლება გაჩნდეს დეპიგმენტაციის (შეფერილობის დაკარგვის) უბნები და გამონაყარი. ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილითაც მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დაავადების კლინიკა წაშლილია; აღინიშნება უსიმპტომო მატარებლობაც.-როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი, რომ ადამიანი ლეიშმანიოზითაა დაავადებული, რა ახასიათებს ამ პათოლოგიას?-ლეიშმანიოზის მწვავე ფორმას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა (39-400ჩ), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლში ცვლილებები. ავადმყოფობის ხანგრძლივობა 3-6 თვეა. ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-380ჩ-მდე იმატებს, იშვიათად 39,50ჩ-მდე. ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და სისხლის მაჩვენებლები ნელ-ნელა იცვლება. პერიოდულად აღინიშნება ცხელება, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეა. სათანადო მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება 1,5-3 წელი გაგრძელდეს. მწ
იხილეთ მსგავსი სიახლეები :