Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...

ეპოქალური მოვლენები TIME-ის ფურცლებიდან სულ სხვაგვარად ჩანს...

2014-02-25 07:15:00

XX სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ანა­ლი­ზი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი პერ­სო­ნებ­თან, რომ­ლებ­მაც შექ­მ­ნეს უახ­ლე­სი ის­ტო­რია, გმი­რე­ბი­სა და ან­ტიგ­მი­რე­ბის პორ­ტ­რე­ტე­ბი, პლა­კა­ტე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა - ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რაც კი TIME-ს არ­სე­ბო­ბის 90 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უქ­მ­ნია, 16 წიგ­ნ­შია თავ­მოყ­რი­ლი.TIME-ის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა 1923 წელს გა­მო­ვი­და და მას შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლი ჟურ­ნა­ლი სულ უფ­რო იხ­ვე­ჭდა პო­პუ­ლა­რო­ბას. TIME-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნებს და უნი­კა­ლურ მა­სა­ლას ქმნიდ­ნენ, რო­მელ­მაც აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა არც ათე­უ­ლო­ბით წლის შემ­დეგ და­კარ­გა და ახ­ლაც ისე­თი­ვე ინ­ტე­რე­სით იკითხე­ბა. უნი­კა­ლუ­რი, დღეს უკ­ვე სა­არ­ქი­ვო ექ­ს­პო­ნა­ტად ქცე­უ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც სხვა­დ­ას­ხ­ვა დროს TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე და­ი­ბეჭ­და,­ პერ­სო­ნებს, გმი­რებს, მოწ­მე­ებ­სა და მსხვე­რპლს - მათ, ვინც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ას ქმნი­და და ვინც თა­ვად შექ­მ­ნა ის სა­უ­კუ­ნე, ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­ტი­რა­ჟი­ა­ნი ამე­რი­კუ­ლი ჟურ­ნა­ლის წიგ­ნე­ბად ქცე­უ­ლი კრე­ბუ­ლი სულ სხვა პრო­ფი­ლით წარ­მო­ა­ჩენს. აქ წა­ი­კითხავთ ინ­ტერ­ვი­უს ადოლფ ჰიტ­ლერ­თან, მა­ჰათ­მა გან­დი­სა და ალ კა­პო­ნეს­თან, "ცხელ კვალ­ზე" მი­ა­დევ­ნებთ თვალს ომი­სა და გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი­ მკვლე­ლო­ბე­ბის ქრო­ნი­კას, მო­დას, კულ­ტუ­რას, ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას... ეს ჭეშ­მა­რი­ტი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ამე­რი­კუ­ლი პრე­საა, ყო­ველ­გ­ვა­რი აკ­რ­ძალ­ვის გა­რე­შე, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და იც­ნობ­დეთ. TIME-ის უნი­კა­ლუ­რი კრე­ბუ­ლის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი დი­დი ომი­დან დიდ დეპ­რე­სი­ამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ომის ის­ტო­რია და ეპო­ქა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი TIME-ის ფურ­ც­ლებ­ზე სულ სხვაგ­ვა­რად ჩანს. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ევ­რო­პა­ში უიმე­დო­ბამ და­ი­სად­გუ­რა. არა­ვინ იცო­და, რა ბე­დი ეწე­ო­დათ მო­წი­ნა­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს. შე­იქ­მ­ნა ურ­თი­ერ­თ­ს­ტ­რა­ტე­გი­ულ შე­თან­ხ­მე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა და ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დაწყე­ბამ­დე, გერ­მა­ნი­ამ, ავ­ს­ტ­რია-უნ­გ­რეთ­მა და იტა­ლი­ამ "სამ­თა კავ­ში­რი" ჩამოაყალიბეს. 1891 წელს, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თიც შეკავშირდნენ, ხო­ლო ბის­მარ­კის პო­ლიტი­კი­დან წას­ვ­ლით, საფ­რან­გე­თის იზო­ლა­ცია დას­რულ­და. ერ­თი წლის შემ­დეგ ხე­ლი მო­ე­წე­რა საფ­რან­გეთ-რუ­სე­თის სამ­ხედ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, იმ შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს გერ­მა­ნია და­ეს­ხ­მო­და თავს; 1904 წლის 8 აპ­რილს ინ­გ­ლის-საფ­რან­გეთს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბამ გერ­მა­ნი­ის პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ა­სუს­ტა. ამ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მა­ში იტა­ლია სა­გან­გე­ბო ყუ­რადღე­ბას იპყ­რობ­და. "სამ­თა კავ­შირ­ში" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეს ქვე­ყა­ნა ფა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და საფ­რან­გეთ­თან და რუ­სეთ­თან. 1907 წელს რუ­სეთ-ბრი­ტა­ნე­თის კავ­შირ­მა ხე­ლი შე­უწყო "ან­ტან­ტის" მე­ო­რე ბლო­კის შექ­მ­ნას, რო­მელ­შიც დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ. კრი­ზი­სი ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნებ­ში ვილ­ჰელმ II-ის მოთხოვ­ნით 1890 წელს გა­დად­გა გერ­მა­ნი­ის კან­ც­ლე­რი ოტო ბის­მარ­კი. ამ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი ვი­თარ­დე­ბო­და; გერ­მა­ნი­ამ სა­ხე­ლი გა­ით­ქ­ვა "მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კით", ანუ იმ ახა­ლი ექ­ს­პან­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კით, რაც მის ჰე­გე­მო­ნი­ურ სა­ხელმწი­ფოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას მო­ას­წა­ვებ­და. შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­იწყო რუ­სეთ-იაპო­ნი­ის ომი (1904-1905). ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რუ­სე­თის მარ­ცხი ევ­რო­პის დაკ­ნი­ნე­ბას ნიშ­ნავ­და. იაპო­ნია კი სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და; მან უკ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი დამ­პყ­რობ­ლუ­რი მიზ­ნე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­დე­საც 1894-1895 წლებ­ში წარ­მო­ე­ბულ ომ­ში ჩი­ნე­თი და­ა­მარ­ცხა და ამით და­ამ­ტ­კი­ცა, რომ მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ძლი­ერ, არა­და­სავ­ლურ სამ­ხედ­რო ძა­ლას წარ­მო­ად­გენ­და. მა­რო­კოს სა­კითხ­მა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. 1900 წლი­დან საფ­რან­გე­თი აცხა­დებ­და მა­რო­კო­ზე პრო­ტექ­ტო­რო­ბის პრე­ტენ­ზი­ას. ამ სა­კითხ­ში თა­ნა­მო­აზ­რის ძი­ე­ბის მიზ­ნით, საფ­რან­გეთ­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­იწყო იტა­ლი­ას­თან, რო­მე­ლიც მას­თან ალი­ან­ს­ში შე­ვი­და, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, მო­ითხო­ვა მის­თ­ვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ, რა­თა თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ლი­ბან­ზე. თა­ვის მხრივ, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და საფ­რან­გეთს კო­ლო­ნი­ურ მის­წ­რა­ფე­ბებ­ში, იმ პი­რო­ბით, რომ იგი აღი­ა­რებ­და ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ტი­კურ სტა­ტუსს ეგ­ვიპ­ტე­ში, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ინ­გ­ლი­სი თა­ვი­სი ფლო­ტის თა­ვი­სუ­ფალ მი­მოს­ვ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტი­სა და სუ­ე­ცის არ­ხის გავ­ლით. გერ­მა­ნი­ას გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ექ­მ­ნა; მას სულ უფ­რო უძ­ნელ­დე­ბო­და ოკე­ა­ნის გაღ­მა ქვეყ­ნე­ბის დაპყ­რო­ბა, რად­გან საფ­რან­გე­თი და დი­დი ბრი­ტა­ნე­თი უშ­ლიდ­ნენ ამა­ში ხელს. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, 1905 წელს ვილ­ჰელმ II ტან­ჟერ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა და მა­რო­კოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, რა­თა ამ გზით შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა საფ­რან­გე­თის ექ­ს­პან­სია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალ­ხე­სი­რას­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც, ტან­ჟე­რის კრი­ზი­სის გა­და­საწყ­ვე­ტად, გერ­მა­ნი­ის მოთხოვ­ნით მო­ეწყო, გერ­მა­ნია სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, დათ­მო­ბა­ზე წა­სუ­ლი­ყო. ამით 1906 წელს დას­რულ­და ე.წ. "მა­რო­კოს პირ­ვე­ლი კრი­ზი­სი" და მას­ზე მფარ­ვე­ლო­ბა საფ­რან­გეთს ერ­გო. ხუ­თი წლის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­მა მა­რო­კოს სულ­თ­ნის დახ­მა­რე­ბით ფეს­ში ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­იწ­ვია ამ­ბო­ხე­ბა და რე­გი­ონ­ში მყო­ფი თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა მო­ითხო­ვა, საფ­რან­გეთს ბრი­ტა­ნეთ­მაც და­უ­ჭი­რა მხა­რი და გერ­მა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ მოთხოვ­ნას დას­თან­ხ­მებო­და. სა­ნაც­ვ­ლოდ საფ­რან­გე­თის­გან, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, კონ­გოს ნა­წი­ლი მი­ი­ღო. ამით დას­რულ­და "მა­რო­კოს მე­ო­რე კრიზისი".ომის ქარცეცხ­ლ­ში გახ­ვე­უ­ლი ევ­რო­პა ის ად­გი­ლი აღარ იყო, სა­დაც შტე­ფან ცვა­ი­გი ცხოვ­რე­ბასა და მოღ­ვა­წეობას შეძ­ლებ­და. ამას იგი დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­ნიშნავ­და: "სრულ სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ, არ ვი­ცი, რო­მე­ლი გზით უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა სი­ა­რუ­ლი". შემ­დეგ კი სრუ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბით ამ­ბობს: "უ­სამ­შობ­ლოო ადა­მი­ა­ნი თა­ვისუ­ფა­ლია. ის, ვინც, არა­ვის შე­ეკ­ვ­რე­ბა და არა­ვის ემო­ნება, თა­ვი­სუ­ფა­ლია თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი არ­სით", - აღნიშნავდა იგი სიკ­ვ­დი­ლის წინ და­წე­რილ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში "ფეს­ვებს მოწყ­ვე­ტი­ლი". "უ­საფ­რ­თხო ოქ­როს სა­უ­კუ­ნი­სა" და ავ­ს­ტ­რი­ის მონარ­ქი­ის პირ­მ­შო ცვა­ი­გი, თვალს ადევ­ნებ­და, რო­გორ ძლი­ერ­დე­ბო­და იტა­ლი­ა­ში ფა­შიზ­მი, გერ­მა­ნი­ა­ში - ნა­ციზ­მი, ხო­ლო რუ­სეთ­ში - ბოლ­შე­ვიზ­მი. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჭი­რი მის­თ­ვის ნა­ციზ­მი იყო. ცვა­ი­გი ამ­ბობ­და: "სწო­რედ მან მო­წამ­ლა ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი კულტუ­რა. თა­ვად გავ­ხ­დი იმის მომსწ­რე, რო­გორ გა­და­იქ­ცა ჰუმა­ნუ­რო­ბა ვე­ლუ­რო­ბად, რომ­ლის მსგავ­სიც, ჯერ არავის უნა­ხავს; ეს იყო წი­ნას­წარ­გან­ზ­რა­ხუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ან­ტი­ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ში რომ იღებ­და სა­თა­ვეს". თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე შტე­ფან ცვა­იგ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ წე­რი­ლი და­ტო­ვეს, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს უკი­დუ­რე­სი ნა­ბი­ჯი სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გეს. ცვა­ი­გის დრო­ინ­დე­ლი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ვე­ნა "წეს­რი­გის მოყ­ვა­რუ­ლი ის სამ­ყა­რო იყო, რო­მელ­შიც ცხოვ­რე­ბა მშვი­დად და წყნა­რად მი­ე­დი­ნე­ბო­და. ეს იყო სამ­ყა­რო სი­ძულ­ვი­ლის გა­რე­შე, რო­მელ­საც ჯერ არ გა­ნე­ცა­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ტე­ლე­ფო­ნე­ბის, თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბის და რა­დი­ოს გავ­ლე­ნა, სა­დაც ცხოვ­რე­ბა სხვა რიტ­მ­ში მი­ე­დი­ნე­ბო­და, ხო­ლო დროს და სივ­რ­ცეს სულ სხვა განზო­მი­ლე­ბა ჰქონ­და". ერთ დღეს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვალა: "1914 წლის 28 ივ­ნისს სა­რა­ე­ვო­ში გას­რო­ლის ხმა გა­ის­მა და ძვე­ლი სამ­ყა­რო ხუ­ხუ­ლა­სა­ვით და­ინ­გ­რა. დამთავ­რ­და იმ სიმ­შ­ვი­დის და სა­ღი აზ­რის ეპო­ქა, რო­მელიც ასე მშობ­ლი­უ­რი იყო ჩვენ­თ­ვის". 60 წლის ასაკ­ში, შტე­ფან ცვა­იგ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, სი­ცოცხ­ლე თვით­მ­კ­ვ­ლელო­ბით და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და, რო­გორც თა­ვად თქვა, ეს უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო "ახ­ლა, რო­ცა ჩე­მი მშობ­ლი­უ­რი კულ­ტუ­რა გარ­და­იც­ვა­ლა და ევ­რო­პამ, ჩე­მი სუ­ლი­ე­რების კე­რამ, სა­კუ­თა­რი თა­ვი გა­ა­ნად­გუ­რა". ჟურნალი ”გზა”(გამოდის ხუთშაბათობით) მოგეწონათ სტატია? მოიწონეთ ჟურნალი "გზის" გვერდი Facebook-ზე! ტეგები: Time, ადოლფ ჰიტ­ლერი, ალ კა­პო­ნე, კულტურა, მა­ჰათ­მა გან­დი, მოდა, ომი, ჟურნალი, წიგნი,
იხილეთ მსგავსი სიახლეები :