Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

''დინამო'' დათო ჯიქიამაც დატოვა - sportsmen.ge

''დინამო'' დათო ჯიქიამაც დატოვა - sportsmen.ge

2014-12-23 12:25:00

თბილისის "დინამო" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა - დათო ჯიქიამ დატოვა. შეგახსენებთ, გუშინ გუნდს 6 ფეხბურთელი გამოაკლდა. 19 წლის  ფეხბურთელმა "დინამოსთან" სექტემბერში წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა იმ პირობით, რომ სეზონის ბოლოს, თუ თავად მოინდომებდა, გუნდის დატოვების შესაძლებლობა ექნებოდა. ამ დროის განმავლობაში ჯიქიამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ 8-10 წუთით ითამაშა. ამდენივე მატჩი ჩაატარა "დინამოს" დუბლებში და სამივეჯერ გოლი გაიტანა. ამის მიუხედავად ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტი სათამაშო დრო არ მისცეს, რის გამოც, მან გუნდის დატოვება ამჯობინა. გუნდიდან წამოსვლის მიზეზებსა და მომავალ გეგმებზე დათო ჯიქიას ვესაუბრეთ. რატომ გადაწყვიტეთ გუნდიდან წამოსვლა? როდესაც "დინამოსთან" კონტრაქტი გავაფორმე, იმედი მქონდა, რომ გუნდის მაისურით თამაშს შევძლებდი,  სხვა შემთხვევაში, არჩევანს "დინამოზე" არ შევაჩერებდი. სამწუხაროდ მოლოდინი არ გამიმართლდა. გუნდიდან წამოსვლა იმიტომ გადავწვიტე, რომ არც მომავალში მქონდა სიტუაციის გაუმჯობესების იმედი. 19 წლის ასაკში ფეხბურთელს თუ სათამაშო დრო არ ექნება, მისი კარიერა ვერ განვითარდება. გული მწყდება, რომ ასე მოხდა და "დინამოში" თავის გამოჩენის შანსი არ მომეცა. წარმატებას ვუსურვებ გუნდს და მინდა მადლობა გადავუხადო ''დინამოს'' გულშემატკივრებს -''გლადიატორებს'',  რომელთაგანაც უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. სამომავლოდ რას აპირებთ? გაქვთ  კონკრეტული შემოთავაზება? რაღაც შემოთავაზებები მაქვს. ჯერ არაფერი გადამიწყვიტავს. დავფიქრდები და როგორც უკეთესი იქნება ისე მოვიქცევი.  
იხილეთ მსგავსი სიახლეები :