Bitcoin Cloud Mining Contracts
დეტალური ძებნა

დავეხმაროთ ტვინს მუშაობაში

დავეხმაროთ ტვინს მუშაობაში



ასაკთან ერთად უფრო და უფრო ძლიერ იჩენს თავს დაღლილობა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი დღის ბოლოს ხდება. მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ გაგიხშირდათ  თავის ტკივილი ან  გიჭირთ ყურადღების  კონცენტრირება,  სამუშაო საათებში  სწრაფად იღლებით და  ხდებით გულმავიწყი,  ამას ყურადღება უნდა  მიაქციოთ, მით უმეტეს,  რომ თავის  შველა  დამოუკიდებლადაც  შეგიძლიათ. ჩვენი თავის ტვინი ათასობით მილიონი ნერვული უჯრედისგან (ნეირონებისგან) შედგება. იდეალური ცხოვრების წესის შემთხვევაშიც კი გარდაუვალია ნეირონების სიკვდილი, რადგან დაბერების პროცესს ვერსად დავემალებით. წარმოიდგინეთ, რა ხდება დაავადებების, სტრესებისა და ცუდი ეკოლოგიის შემთხვევაში! ყოველივე ეს აისახება თავის ტვინის მუშაობაზე და ასაკთან ერთად აუარესებს მას. მაგრამ შეიძლება, ტვინს მუშაობაში დავეხმაროთ. მეცნიერები ტვინის მუშაობის გაუარესების რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ: ნიკოტინის, ალკოჰოლის, მაგარი ყავისა და ჩაის ბოროტად მოხმარება; ქრონიკული გამოუძინებლობა; დეპრესია და დაღლილობა; ვიტამინების, მიკროელემენტებისა და წყლის უკმარისობა; საძილე საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების ხანგრძლივი მიღება; ინფორმაციული პრესინგი; ზოგადი ნარკოზით წარმოებული ქირურგიული ოპერაცია; თავის ტრავმები. როგორც ხედავთ, რაღაცების შეცვლა და მდგომარეობის გაუმჯობესება სავსებით შესაძლებელია. მაგრამ არ გადადოთ ცხოვრების წესის შეცვლა სამომავლოდ, ახლავე შეუდექით საქმეს. პროფესიონალების ზოგიერთ რჩევას, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ნაკლები ყავა დალიონ ან მოწევას თავი დაანებონ, ცოტა თუ ითვალისწინებს. თავად უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე და მაქსიმალური მონდომება გამოვიჩინოთ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 30 წელს გადაცილებულებთან თავის ტვინის მუშაობის გაუარესების მთავარი მიზეზი ინფორმაციით გადატვირთვაა. ჩვენ გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ ინფორმაციის შემოტევას და შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომლებიც ტვინის ტონუსში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დროდადრო დახუჭეთ თვალები (ოღონდ ფრთხილად!) და შეასრულეთ ჩვეული ქმედებები: მიიღეთ შხაპი, იარეთ ოთახში, ისაუბრეთ ტელეფონით; თუ მემარჯვენე ხართ, ყოველდღე დაწერეთ მარცხენა ხელით თუნდაც რამდენიმე სტრიქონი, თუ ცაცია ხართ - მარჯვენით; ნაკლებად უყურეთ ტელევიზორს, ხშირად ამოხსენით კროსვორდები და იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა. გახსოვდეთ, რომ ტვინს სჭირება კვება! F ვიტამინის უკმარისობა იწვევს დეპრესიასა და გონებაგაფანტულობას. მისი მარაგის შევსება შესაძლებელია ისპანახით, მწვანილებით და კომბოსტოთი. E ვიტამინი საგრძნობლად აქვეითებს ალცჰაიმერის დაავადების (სიბერის ჭკუასუსტობის) განვითარების რისკს. ამ ვიტამინს შეიცავს კაკალი, თხილი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხის გული. E ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია 2,5 სუფრის კოვზი მზესუმზირას ან სხვა მცენარული ზეთის მიღება. E ვიტამინის დღიურ ულუფას შეიცავს 0,5 კგ ინდაურის ფილე, 1 კგ სკუმბრია, 60 გ ნუში, 90 გ მდოგვის ზეთი, 80 გ ხორბლის მარცვალი. B6 ვიტამინი დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ პროცესებზე. მას შეიცავს ბანანი, კარტოფილი, შვრია, თინუსი, ქათმის ხორცი. დღიური ნორმა შეიძლება მიიღოთ 200 გ საქონლის ხორციდან ან 50 გ შვრიის ფანტელიდან. ყველამ იცის, რომ რკინის უკმარისობა იწვევს ანემიას, რომლის დროსაც თავის ტვინის სისხლით მომარაგება საგრძნობლად უარესდება, ეს კი ყურადღების კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. რკინის დღიური ნორმაა 2 მგ. რკინას შეიცავს ხორცი, პარკოსნები, წიწიბურა, ღვიძლი, პური, ვაშლი, ბროწეული. კალციუმი რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ ეს ელემენტი, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელს უწყობს დეპრესიის დამარცხებასაც. კალციუმის დღიური ნორმაა 1,0-1,5 გ. მას შეიცავს რძის ნაწარმი, ჩირი, ბროკოლი, ნუში, ქაშაყი. მაგნიუმს ზოგჯერ ანტისტრესულ ლითონსაც უწოდებენ. ორგანიზმში მისი დეფიციტი პროვოცირებას უწევს უძილობასა და თავის ტკივილს, რაც ფიტავს თავის ტვინის ქერქს. მაგნიუმის დღიური ნორმაა 300-400 მგ. მას შეიცავს კარტოფილი, ბროკოლი, თხევადი ყველი, კაკაოს მარცვლები, ბანანი, თაფლი, ნუში, თევზი, ლობიო, მუხუდო, კაკალი, კომბოსტო, მწვანილი, ზღვის პროდუქტები. ქრომის უკმარისობა შფოთვას და მოუსვენრობას იწვევს. მისი დღიური ნორმაა 50-200 მკგ. ქრომით მდიდარია სიმინდი, შავი პური, შავი ჩაი, ხორციანი კერძები და ქერქიანად მოხარშული კარტოფილი. პოლიუჯერი ცხიმები და ომეგა-3 არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამ გზით აქვეითებს ათეროსკლეროზის რისკს. ამ მნიშვნელოვანი ნაერთების დღიურ ნორმას შეიცავს 30გ სკუმბრია, 30 გ ქაშაყი თავისივე წვენში, 70 გ ორაგული, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. სხვათა შორის, სიმინდის ზეთი მით უფრო სასარგებლოა, რაც უფრო ჩრდილოეთით მოყვანილი სიმინდისგანაა მიღებული. შეგიძლიათ, ხალხური რეცეპტებიც გამოიყენოთ: 5 გ მუმიო გაალღვეთ 150 მლ ალოეს წვენში. სვით თითო ჩაის კოვზი საუზმის წინ და ღამით, 10 დღის განმავლობაში. მიიღეთ 20-30 წვეთი პროპოლისის ნაყენი ჭამის წინ 2 კვირის განმავლობაში. მონაცვლეობით ჩაიტარეთ ამ პრეპარატებით მკურნალობის კურსი.
იხილეთ მსგავსი სიახლეები :